არშემდგარი სახელმწიფო

არშემდგარი სახელმწიფო — ქვეყანა, რომელშიც, კონფლიქტის, არაეფექტური მმართველობის ან სახელმწიფოს დაშლის გამო, ცენტრალური მთავრობა ვერ ახორციელებს ვერც ეფექტურ კონტროლს და ვერც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების მიწოდებას საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 1991 წლამდე საერთაშორისო არენაზე სტაბილურობას ინაჩუნებდა ორი ჰეგემონური ძალა-ამერიკის შეერთებული შტატები და ყოფილი საბჭოთა კავშირი. ამ პერიოდის განმავლობაში, ირაციონალური ეკონომიკური პოლიტიკით, გარკვეული ქვეყნების შიდა მდგომარეობა დამძიმდა, რამაც გამოიწვია დაბალი ეკონომიკური ზრდა, პოლიტიკური კორუფცია და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა. „ცივი ომის“ პერიოდში ზესახელმწიფოები ახერხებდნენ ამგვარი ქვეყნების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას და მათი ელემენტარული სტაბილურობის უზრუნველყოფას. მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან ვითარება შეიცვალა, ორი ზესახელმწიფოსა და მათი კონკურენციის გაქრობის კვალდაკვალ ჩამოყალიბება დაიწყო ე.წ. „მეოთხე სამყარომ“, რომელიც „არშემდგარ“, „დაშლილ“ ან „წარუმატებელ“ ქვეყნებსა და პოლიტიკურ სისტემებს აერთიანებენ. ამგვარ სახელმწიფოებს შორის არიან: სომალი, იემენი, სირია, კონგო, ავღანეთი და სხვები.

არშემდგარ სახელმწიფოს აქვს რამდენიმე ატრიბუტი, რომლითაც ისინი დანარჩენი სამყაროსგან და მათი წევრებისგან გამოირჩევიან:

  • კუთვნილ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვა ან ძალის გამოყენების კანონიერი მონოპოლიის არარსებობა;
  • კოლექტიური გადაწყვეტილების მისაღებად კანონიერი ძალაუფლების არარსებობა;
  • რაციონალური საზოგადოებრივი სერვისის მიწოდების უუნარობა;
  • სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის შეუძლებლობა, საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრის სტატუსისთვის შესაბამისი შესაძლებლობების არქონა.

არშემდგარ სახელმწიფოებს აღარ შეუძლიათ შეასრულონ ისეთი ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა განათლების მიწოდება, უსაფრთხოება ან მმართველობა, ამის მიზეზი კი ხშირად ძალადობა ან უკიდურესი სიღარიბეა. ამ ძალაუფლების ვაკუუმში ადამიანები ხდებიან სხვადასხვა გაერთიანებების კონკურენციის და დანაშაულის მსხვერპლი, ზოგჯერ კი ჰუმანიტარული უბედურების თავიდან ასაცილებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ან მეზობელი სახელმწიფოები ერევიან. თუმცა, სახელმწიფოები მხოლოდ შიდა ფაქტორების გამო არ ხდებიან წარუმატებლები. აგრეთვე, სხვა ქვეყნების მთავრობებს შეუძლიათ შეგნებულად გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ეთნიკური ომის წარმოებით ან ბული ძალების მხარდაჭერით, რაც სახელმწიფოს ჩამოშლის წინაპირობა ხდება.

წარუმატებლობის მიზეზები

რედაქტირება

გერმანელი მეცნიერის მაქს ვებერის მიხედვით, სახელმწიფო განიმარტება, როგორც ორგანიზაცია, რომელიც ძალადობაზე მონოპოლიად ფლობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში. გასათვალისწინებელია სუვერენულობის ფაქტორიც, რომელიც წარმოადგენს შესაძლებლობას იმისა, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები ჩაატაროს საკუთარ ტერიტორიაზე, რისთვისაც მას სჭირდება დამოუკიდებლობა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე. თუ სახელმწიფო ვერ შეძლებს, რომ საკუთარი ტერიტორია დაიცვას სხვა აქტორებისაგან და თავიდან აიცილოს პოტენციური საფრთხე, მაშინ დიდია რისკი, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელდეს ძალადობა.

სახელმწიფოს წარუმატებლობას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: სრუქტურული და ეკონომიკური ფაქტორები: სიღარიბე, დაბალი შემოსავალი და ეკონომიკური ვარდნა, ძალადობრივი კონფლიქტი, შეარაღებული აჯანყების არსებობა, ბუნებრივი რესურსების სიმდიდრე/ბუნებრივი რესურსების სიმცირე, გეოგრაფია(ცუდი მეზობელი), დემოგრაფიული პრობლემა(ურბანიზაციის ჩათვლით); პოლიტიკური და ინსტიტუციური ფაქტორები: სახელმწიფოს ლეგიტიმურობისა და ავტორიტეტის კრიზისი, პოლიტიკური რეპრესიები, სუსტი (ფორმალური) ინსტიტუტები, ჰიბრიდული პოლიტიკური მბრძანებლური სისტემები, რეფორმების კრიზისი;

სოციალური ფაქტორები: ჰორიზონტალური უთანასწორობა, იდენტობის მძიმე ფრაგმენტაცია, სოციალური გამორიცხვა, სოციალური სოლიდარობის არარსებობა(სოციალური კაპიტალის არარსებობის ჩათვლით), სუსტი სამოქალაქო საზოგადოება; საერთაშორისო ფაქტორები: კოლონიალიზმის მემკვიდრეობა, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა, კლიმატის ცვლილება, გლობალური ეკონომიკური შოკი (კვების პროდუქტების ფასების ჩათვლით).

არშემდგარი სახელმწიფოების სტატუსის ანალიზის პროცესი

რედაქტირება

კონფლიქტების შეფასების სისტემის ინსტრუმენტის (CAST) სოციალური მეცნიერების ყოვლისმომცველი მიდგომის საფუძველზე, მონაცემების სამი ძირითადი ნაკადი არსებობს — წინასწარ არსებული რაოდენობრივი მონაცემების ნაკრები, შინაარსობრივი ანალიზი, და თვისობრივი ანალიზი. ეს არის ერთგვარი სამკუთხედი და ექვემდებარება კრიტიკულ განხილვას, რათა ქვეყანამ საბოლოო ქულა მიიღოს ინდექსისათვის.

შინაარსობრივი ანალიზი

რედაქტირება

„CAST“-ის ჩარჩოს თორმეტი ინდიკატორიდან თითოეული იყოფა ქვეინდიკატორებად, ხოლო თითოეული მათგანისთვის უამრავი ფაზა გამოიყენება გლობალურ დონეზე, რათა დადგინდეს საკითხის მიზანშეწონილობის მაჩვენებელი ქვეყანაში თითოეული ამ ქვეინდიკატორისათვის. მონაცემები, რომლებიც კომერციული შინაარსისაა, მოიცავს მედიის სტატიებს, კვლევის დასკვნებს და თვისობრივ მონაცემებს, რომლებიც შეგროვდა 10 000-ზე მეტი ინგლისურენოვანი წყაროდან. ყოველწლიურად, გაანალიზებული სტატიებისა და დასკვნების რაოდენობა 45-50 მილიონამდეა.

რაოდენობრივი მონაცემები

რედაქტირება

რაოდენობრივი მონაცემები წინასწარ არსებული რაოდენობრივი მონაცემების კომპლექტს წარმოადგენს, ჩვეულებრივ, საერთაშორისო და მრავალმხრივი სტატისტიკური სააგენტოებიდან, როგორებიცაა: გაერო, მსოფლიო ბანკი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ნედლი მონაცემები ნორმალიზებულია შედარებითი ანალიზისათვის. ყოველი ქვეყნის რაოდენობრივ ანალიზში გამოვლენილი ტენდენციები შემდეგ შედარებულია შინაარსის ანალიზის ფაზის დროებითი ქულების მიხედვით. ეს დამოკიდებულია ხარისხზე, რომლითაც შინაარსობრივი ანალიზი და რაოდენობრივი მონაცემები ერთმანეთს რამდენად ეთანხმება თუ არ ეთანხმება.

თვისობრივი მიმოხილვა

რედაქტირება

განცალკევებით, სოციალურ მეცნიერებათა გუნდის მკვლევარები დამოუკიდებლად განიხილავენ 178 ქვეყნიდან თითოეულს, და იძლევიან შეფასებას ამ წლის ძირითადი მოვლენების საფუძველზე გასულ წელთან შედარებით. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მიდგომას აქვს სიძლიერე და სისუსტე, ეს ნაბიჯი გვეხმარება, რომ უზრუნველვყოთ წლიდან წლამდე დინამიკა. ეს ასევე, ხელს უწყობს ნებისმიერი პოტენციურად ცრუ პოზიტიური ან უარყოფითი გავლენის შემცირებას, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს შინაარსობრივი ანალიზიდან.

ინდიკატორები

რედაქტირება

ქვეყნების ადგილის განსასაზღვრად საჭიროა ინდიკატორები, რომლებსაც იყენებს ამერიკული ორგანიზაცია „მშვიდობის ფონდი“. მშვიდობის ფონდი არის ამერიკული არაკომერციული, არასამთავრობო სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსდა 1957 წელს და უკვე 60 წელზე მეტია მუშაობს ძალადობრივი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მშვიდობის ფონდი გამოყოფს სამ ინდიკატორს: სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო.

  1. სოციალურ ინდიკატორში შედის: დემოგრაფიული ზეწოლა, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები, ჯგუფური საჩივრები, ადამიანის უფლებები და ტვინის გადინება;
  2. ეკონომიკურ ინდიკატორში შედის: არათანაბარი ეკონომიკური განვითარება, სიღარიბე და ეკონომიკური ვარდნა;
  3. პოლიტიკურ და სამხედრო ინდიკატორში შედის: სახელმწიფოს ლეგიტიმურობა, საზოგადოებრივი სერვისი, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, უსაფრთხოების აპარატი, ფრაქციული ელიტები, გარე ჩარევა.

აღნიშნული ინდიკატორები მნიშვნელოვანია, რადგან იგი პოლიტიკური რისკების შეფასებას უწყობს ხელს და ადრეულ სტადიაზე საზოგადოება და მთავრობა ინფორმირებულია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, რაც ქვეყანას შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.

2019 წლის 10 აპრილს „მშვიდობის ფონდმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ზემოთ მოცემული ინდიკატორების მიხედვით ჩამოთვლილი იყო ქვეყნები ყველაზე წარმატებულიდან ყველაზე წარუმატებლისაკენ. პირველი შვიდეული ასე გამოიყურება: ფინეთი, ნორვეგია, შვეიცარია, დანია, ავსტრალია, ისლანდია და კანადა. ხოლო, ყველაზე წარუმატებელი, არშემდგარი ქვეყნების შვიდეული კი შემდეგნაირად: ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სირია, სამხრეთი სუდანი, სომალი და იემენი.

„შესაძლებლობების ხაფანგი“ არშემდგარი სახელმწიფოებისათვის

რედაქტირება

„შესაძლებლობების ხაფანგი“ ნიშნავს, რომ ქვეყნები თანამედროვე შესაძლებლობების გაფართოების პირობებში ძალიან ნელა პროგრესირებენ მსოფლიოში, რაც სწორედაც რომ წარუმატებელი სახელმწიფოების მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ქვეყნები ვერ ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მსოფლიო მოთხოვნების შესაბამისად, რაც მათ წარუმატებლობას იწვევს. ბევრი ქვეყანა რჩება დაბალპროდუქტიულობის პირობებში, რომელსაც ბევრი „სიღარიბის ხაფანგის“ სახელით მოიხსენიებს. ეკონომიკური ზრდა, განვითარების მხოლოდ ერთი ასპექტია, განვითარების კიდევ ერთი მთავარი განზომილება არის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაფართოება, მთავრობების შეასაძლებლობები, რომ გავლენა მოახდინოს მოვლენების მიმდინარეობაზე პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების გზით.

ჰარვარდის კენედის მართვის სკოლისაგან, მეთიოს, ლანტისა და ვუკოკის მიერ შემოთავაზებულ იქნა მიდგომა სახელწოდებით „პრობლემის განმეორებითი ადაპტაცია, „შესაძლებლობის ხაფანგების“ თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული მიდგომა ყურადღებას ამახვილებს წარუმატებელი სახელმწიფოების ადგილობრივი, პრიორიტეტული, პრობლემების გადაჭრაზე. ეს გულისხმობს ინტერვენციების განვითარების განხორციელებას, რაც ადგილობრივი აგენტების ფართო სპექტრს მოიცავს, რათა უზრუნველყონ რეფორმების პოლიტიკური მხარდაჭერა და პრაქტიკული განხორციელება.

ცუდი მეზობელი

რედაქტირება

სახელმწიფოს წარუმატებლობა აისახება მის მეზობელ სუვერებულ სახელმწიფოებზეც და შესაძლოა მთლიანი რეგიონის დესტაბილიზაციაც კი გამოიწვიოს. წარუმატებელი სახელმწიფოს მეზობელი სახელმწიფოები, რომლებიც მასთან ახლოს მდებარეობენ ხშირად გამოირჩევიან პოლიტიკური არამდგრადობით, არეულობით, სამოქალაქო ომითა და სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებით.

წარუმატებელი, არშემდგარი სახელმწიფოები წარმოქმნიან კონფლიქტის გაღრმავების მექანიზმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის განვითარება მათი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე არაფორმალური კავშირების ჩამოყალიბებით. ემპირიული მტკიცებულებები გვიჩვენებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ კავშირებზე დაფუძნებულ ჯგუფებს კონფლიქტის განვითარებაში.

არშემდგარ სახელმწიფოს არსებობამ რეგიონზე სხვადასხვაგვარად შეიძლება იმოქმედოს:

  • სახელმწიფოს დაშლა, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკური არასტაბილურობით, შეიარაღებული კონფლიქტით და სამოქალაქო ომით, თავის მხრივ იწვევს არეულობასა და დაპირისპირებას მის სამეზობლოსა და ახლო რეგიონებში.
  • სახელმწიფოს მარცხი არ ვრცელდება მომიჯნავე სამეზობლოში, რეგიონალურ სამეზობლოსა და საერთაშორისო სისტემაში.
  • არასტაბილურობა და პოლიტიკური არეულობა ვრცელდება მხოლოდ მოსაზღვრე და ახლოს მდებარე ტერიტორიებზე.
  • იმატებს დაძაბულობა, საფრთხე, მაგრამ მეზობელი სახელმწიფოები ინარჩუნებენ ასაომარ მდგომარეობას.

მაგალითის სახით შესაძლებელია მოვიყვანოთ ავღანეთი, პაკისტანი და ტაჯიკეთი. როგორც ჩანს ავღანეთის წარუმატებლობა კონფლიქტის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს პაკისტანში და შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი პაკისტანში არ განვითარდებოდა, რომ არა ავღანეთის წარუმატებლობა. პაკისტანმა შექმნა ძლიერი არაფორმალური ქსელი ავღანეთში. ტაჯიკეთის შემთხვევაში კი ეს არაფორმალური ქსელები არ არსებულა, ხოლო ურთიერთობების უმეტესობას ოფიციალური სახე ჰქონდა, თალიბანის დროსაც კი. წარუმატებელი სახელმწიფოების სამეზობლოში დაწყებული კონფლიქტების უმეტესობის მიზეზი არაფორმალური ქსელების ჩამოყალიბებაა, რაც გამოწვეულია სახელმწიფოში უსაფრთხოების არარსებობით.

ტრანსნაციონალური დანაშაული და ტერორიზმი

რედაქტირება

პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სახელმწიფოები, რომლებიც წარუმატებლები, არშემდგარნი არიან, ან მსგავსი გამოცდილება გააჩნიათ, მეტ ტერორისტულ თავდასხმას აწარმოებენ. თანამედროვე ტრანსნაციონალურმა დანაშაულებათა ქსელებმა ისარგებლეს გლობალიზაციით, ვაჭრობის ლიბერალიზაციით, და ახალი ტექნოლოგიური აფეთქებით და პოლიტიკური მიზნებისთვის ბრძოლა საერთაშორისო ძალადობრივი ქმედებებით განაგრძეს. ტიფან ჰოვარდი განსხვავებულად უყურებს წარუმატებელ სახელმწიფოსა და ტერორიზმს შორის კავშირს, რომელიც ემყარება სამხრეთ აფრიკას. იგი ამბობს, რომ წარუმატებელი სახელმწიფოების მოქალაქეები მიმართულნი არიან პოლიტიკური ძალადობისაკენ არსებულ სახელმწიფოებში გაუარესებული მდგომარეობის გამო. ასევე, გამოთქმულია მოსაზრება, რომ წარუმატებელ სახელმწიფოებში მცხოვრები პირები მიმართულნი არიან პოლიტიკური ძალადობისაკენ, რადგან სახელმწიფო სისტემა ჩამოშლილია და ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. აღმოჩნდა, რომ წარუმატებელი სახელმწიფოები საფრთხეს უქმნიან ადამიანს, რათა გადარჩეს, სწორედ ამიტომ, ისინი იძულებულები არიან სხვა გზით მიიღონ მატერიალური, პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსები. რესურსების მოპოვების ალტერნატიული გზა მოიცას პოლიტიკურ ძალადობას. შედაგად კი წარუმატებელი სახელმწიფოები ქმნიან საფუძველს ტერორისტებისათვის, რომლებიც შემდეგ საკუთარ რადიკალურ იდეოლოგიის გატანას ახერხებენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, რათა შექმნან ტერორისტული საფრთხე მთელს მსოფლიოში.

რესუსრსები ინტერნეტში

რედაქტირება