მუჰამედ ზაფრულა ხანი
მუჰამედ ზაფრულა ხანი (ურდუ محمد ظفر اللہ خان; დაიბადა 1893 წლის 6 თებერვალს, სიალკოტში, პენჯაბის პროვინციაში, ბრიტანეთის ინდოეთი —1 სექტემბერი, 1985, ლაჰორი, პენჯაბის პროვინცია, პაკისტანი)— პაკისტანის სახელმწიფო მოღვაწე, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი (1947-1954 წწ.), გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი (1962-1964 წწ).[1]
მუჰამედ ზაფრულა ხანი ურდუ محمد ظفر اللہ خان | |
პაკისტანის საგარეო საქმეთა მე-2 მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 დეკემბერი, 1947 – 31 ოქტომბერი, 1954 | |
წინამორბედი | ლიაქათ ალი ხანი |
მემკვიდრე | მუჰამედ ალი ბორგა |
დაბადებული | 6 თებერვალი, 1893 სიალკოტი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი |
გარდაცვლილი | 1 სექტემბერი, 1985 (92 წლის) ლაჰორი, პაკისტანი |
პოლიტიკური პარტია | ინდოეთის მუსლიმთა ლიგა |
განათლება | სამთავრობო კოლეჯი ლონდონის სამეფო კოლეჯი |
რელიგია | ისლამი აჰმადიე |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქალაქის ცნობილი იურისტის ოჯახში. მამა და დედა იყვნენ ზამინდარები (მიწათმფლობელები). ბავშვობაში და მოზარდობის ასაკში მასზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ. მოგვიანებით მან გამოუშვა წიგნი სახელწოდებით "დედაჩემი".[2]
მუჰამედ ზაფრულა ხანი გახლდათ აჰმადიეს რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი. 1919-1935 წლებში ეკავა თემის ლაჰორის განყოფილების ამირას (პრეზიდენტის) თანამდებობა. 1924 წელს გახლდათ მოძრაობის წარმომადგენელი საყოველთაო პარტიულ კონფერენციაზე.
მუჰამედმა 1911 წელს დაამთავრა ლაჰორის სახელმწიფო კოლეჯი, მიიღო სამართლის ბაკალავრის ხარისხი. 1911-1914 წლებში სწავლობდა ლონდონის კინგსის კოლეჯში, მუშაობდა იურისტად Lincoln's Inn იურიდიულ პალატაში. ინდოეთში დაბრუნებულმა, განაგრძო იურისტად მუშაობა სიალკოტში 1916 წლის ივლისამდე. შემდეგ ზაფრულა გადავიდა ლაჰორში, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა 1935 წლამდე.[3]
1926 წელს მუჰამედ ზაფრულა ხანი აირჩიეს პენჯაბის საკანონმდებლო საბჭოში. 1931 წელს გახლდათ დელიში გამართული მთელი ინდოეთის მუსლიმთა ლიგის შეხვედრის თავმჯდომარე, სადაც იცავდა ინდოელი მუსლიმების უფლებებს. 1930, 1931 და 1932 წლებში იყო ინდოეთის „მრგვალი მაგიდის“ კონფერენციების დელეგატი. 1931 წლიდან 1932 წლამდე იყო ინდოეთის მუსლიმთა ლიგის თავმჯდომარე. 1933 წელს იგი გახდა ერთობლივად არჩეული ინდოეთის რეფორმების საპარლამენტო კომიტეტის დელეგატი.[4]
1941-1942 წლებში იგი ჩინეთში დაინიშნა ინდოეთის გენერალურ აგენტად, შემდეგ იყო ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელი თანამეგობრობის კონფერენციაზე 1945 წელს, მხარი დაუჭირა ინდოეთისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებას.
1935 წლის მაისში დაინიშნა ბრიტანეთის ინდოეთის რკინიგზის მინისტრად. 1935 წლიდან 1941 წლამდე იყო ინდოეთის ვიცე -მეფის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პასუხისმგებელობა ეკისრებოდა ვაჭრობაზე, რკინიგზაზე, მრეწველობაზე, შრომით ურთიერთობებზე, სამართალსა და სამხედრო მარაგზე. 1939 წელს იგი გახლდათ ბრიტანეთის ინდოეთის წარმომადგენელი ერთა ლიგაში.
1941 წლის სექტემბერში მუჰამედი დაინიშნა ინდოეთის ფედერალური სასამართლოს მოსამართლედ, თანამდებობა ეკავა 1947 წლის ივნისამდე. 1947 წლის ივლისში იგი წარმოადგენდა პაკისტანს ლორდ რედკლიფის კომისიაში ინდოეთთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ. იმავე წლის ოქტომბერში მან წარმოადგინა პაკისტანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, როგორც სახელმწიფო დელეგაციის ხელმძღვანელმა და მუსლიმური სამყაროს სახელით ისაუბრა პალესტინის საკითხზე.[5][6]
1947 წელს დაინიშნა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრად, ამ თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა. 1948 წლიდან 1954 წლამდე ის წარმოადგენდა პაკისტანს გაეროს უშიშროების საბჭოში, გამოდიოდა პაკისტანის მხარის თანახმად, ისეთი ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების მოთხოვნით, როგორებიცაა: ქაშმირი, ჩრდილოეთ ირლანდია, ერიტრეა, სომალი, სუდანი, ტუნისი, მაროკო და ინდონეზია. 1954 წელს, პაკისტანის სახელით, მან ხელი მოაწერა პაქტს SEATO– ს დაარსების შესახებ. 1953 წელს, ლაჰორში მომხდარი სისხლიანი არეულობების დროს, რელიგიურმა ექსტრემისტებმა მოითხოვეს მისი გადადგომა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან აჰმადიეს ისლამური მოძრაობის მხარდაჭერის გამო. საპროტესტო აქციებმა პაკისტანის ისტორიაში ქვეყანა პირველად მიიყვანა საომარ მდგომარეობამდე. რელიგიური ფანატიკოსების ზეწოლის ქვეშ 1954 წლის ოქტომბერში იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.[7]
1954 წლიდან 1961 წლამდე ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახლდათ, 1958 წლიდან იყო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. შემდეგ, 1961 წლიდან 1964 წლამდე პერიოდში, იყო პაკისტანის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, 1962 წლიდან ორი წლის განმავლობაში ეკავა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პოსტი. 1970 წელს იგი აირჩიეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარედ, თანამდებობა ეკავა 1973 წლამდე.[8][9]
1973 წლიდან 1983 წლამდე ცხოვრობდა დიდ ბრიტანეთში, შემდეგ გადავიდა ლაჰორში. დაკრძალულია ქალაქ რაბვაში, რომელიც აჰმადიეს მუსლიმური საზოგადოების ცენტრია.
მუჰამედ ზაფრულა ხანს ეკუთვნის რამდენიმე წიგნი ისლამის შესახებ ინგლისურად და ურდუზე. მათ შორის: „ინდოეთის საქმე“, „ინდოეთის სისხლის სამართლის ჟურნალი“, „თხუთმეტი წლიანი დაიჯესტი“ და „პენჯაბის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმეორე გამოცემა, ტომი IV.“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- The Excellent Exemplar Muhammad: The Messenger of Allah. London Mosque. 1962. p. 65. Retrieved 9 March 2011.
- The Message of Islam. Archived from the original[მკვდარი ბმული] on 25 June 2016. Retrieved 9 March 2011.
- Victory of Prayer Over Prejudice. London mosque. Retrieved 9 March 2011.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Brief Life Sketch of Chaudhry Sir Muhammad Zafarullah Khan". Retrieved 2 November 2018.
- ↑ Khan, Mhammad Zafarullah (1981). My Mother. 16 Gressenhall Road London SW18: The London Mosque. pp. 1–3.
- ↑ The Reminiscences of Sir Muhammad Zafrullah Khan by Columbia University p. 1,238
- ↑ Khan, Wali. Facts are Facts. The untold story of India’s Partition pp. 40–42. Archived from the original(PDF) on 19 December 2010. Retrieved 9 March 2011
- ↑ "Ahmadis and an unsung hero". The Indian Express. 17 August 2016. Retrieved 23 June 2021.
- ↑ India Office Records and Private Papers (1940). (1940). Private correspondence with the Secretary of State. Volume V. Mss Eur F125/9. British Library. pp. 169–176
- ↑ Singh, Iqbal. Between Two Fires: Towards an Understanding of Jawaharlal Nehru's Foreign Policy, Volume 2. pp. 41–44.
- ↑ "All Members | International Court of Justice". icj-cij.org. Archived from the original on 5 February 2016. Retrieved 4 September 2014.
- ↑ "Presidents of the General Assembly of the United Nations". un.org. Retrieved 4 September 2014.