ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მუჰამედ ალი ბოგრა (ბენგ. মোহাম্মদ আলী বগুড়া; ურდუ محمد علی بوگرہ‎; დ. 19 ოქტომბერი 1909, ბარისალი, ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 23 იანვარი 1963, დაკა, პაკისტანი) — პაკისტანელი სახელმწიფო მოღვაწე, პაკისტანის პრემიერ მინისტრი (19531955).[1]

მუჰამედ ალი ბოგრა
მუჰამედ ალი ბოგრა
პაკისტანის დროშა პაკისტანის მე-3 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 აპრილი 1953 – 12 აგვისტო 1955
წინამორბედიჰავაჯა ნაზიმუდინი
მემკვიდრემუჰამედ ალი ჩოუდჰური

პაკისტანის დროშა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ივლისი 1962 – 23 იანვარი 1963
პრეზიდენტიმუჰამედ აიუბ ხანი
წინამორბედიმანზურ კადირი
მემკვიდრეზულფიკარ ალი ბჰუტო

მთავრობის მეთაური
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ოქტომბერი 1954 – 11 აგვისტო 1955
წინამორბედიმუჰამედ ზაფრულა ხანი
მემკვიდრეჰამიდ ულ ხან ჩოუდჰური

დაბადებული19 ოქტომბერი 1909
ბარისალი, ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვლილი23 იანვარი 1963 (53 წლის)
დაკა, პაკისტანი
პოლიტიკური პარტიასრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგა
განათლებაკალკუტის უნივერსიტეტი
რელიგიაისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები. პოლიტიკური და დიპლომატიური კარიერა

რედაქტირება

დაიბადა „ბოგრა ნავაბის“ სახელით ცნობილი კეთილშობილი ბენგალელების ოჯახში, რომელიც ტრადიციულად ძალიან ახლოს იდგა ინგლისის მონარქიასთან. მისი მამა მსახურობდა მუსლიმთა ლიგის ფრაქციის ვიცე-პრეზიდენტად აღმოსავლეთ ბენგალში.  ბაბუა, საიდ ნავაბ ალი ჩაუდჰური, დაკას უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გახდა პირველი ბენგალელი მუსლიმი, რომელიც დაინიშნა მინისტრად.

1930 წელს დაამთავრა კალკუტის უნივერსიტეტის საპრეზიდენტო კოლეჯი პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრის ხარისხით .  იგი გახლდათ გავლენიანი ნავაბი, სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგის აქტივისტი.

1937 წელს  აირჩიეს ბენგალის საკანონმდებლო ასამბლეაში სრულიად ინდოეთის მუსლიმთა ლიგიდან. 1938-1942 წლებში იყო ბოგრას რაიონის თავმჯდომარე. 1943 წელს იგი გახდა ბენგალის მთავარი მინისტრის, ხავაჯა ნაზიმუდინის საპარლამენტო მდივანი. 1946 წელს დაინიშნა ბენგალის ჯანდაცვის, ფინანსთა და ადგილობრივი მმართველობის მინისტრად. ამ თანამდებობაზე დააარსა დაკას სამედიცინო კოლეჯი და სამედიცინო კოლეჯი „კალკუტა-ლეიკ“.

მუჰამედ ალი ბოგრა მხარს უჭერდა  მუსლიმთა ლიგის მოწოდებას ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის გზით პაკისტანის შექმნის შესახებ. 1947 წელს პაკისტანის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ის აირჩიეს პაკისტანის დამფუძნებელთა კრებაში. ბოგრა ეწინააღმდეგებოდა ბენგალური ენის შევიწროვებას, რამაც გუბერნატორის მუჰამედ ალი ჯინას უკმაყოფილება გამოიწვია. 1948 წელს დაინიშნა ელჩად ბირმაში, ამ პოსტზე მან გამოთქვა შეშფოთება პაკისტანში კომუნისტების ექსპანსიის გამო, იმ მოტივით, რომ თუ ბირმის მთავრობა მოახერხებდა კომუნისტების ჩახშობას, მათ შეეძლოთ თავიანთი ძალისხმევის ცენტრი გადაეტანათ პაკისტანში. 1949 წელს დაინიშნა ელჩად კანადაში.[2][3]

1952 წელს დაინიშნა პაკისტანის ელჩად შეერთებულ შტატებში. ექსპერტების უმეტესობა მას პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყნის ამერიკის შეერთებულ შტატებზე შემდგომი დამოკიდებულებისთვის, რასაც ცდილობდა მიეღწია პაკისტანისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მაქსიმალურ ზრდის გამო. მუჰამედ ალი ბოგრამ ჩამოაყალიბა „წინა ხაზის სახელმწიფოს“ იდეა მსოფლიოში კომუნისტური სისტემის გაფართოების შეკავების წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი „მთავარი გზავნილი“ გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებისადმი გახლდათ,  რომ პაკისტანის არმია ერთადერთი სამხედრო ძალა იყო რეგიონში, რომელიც იბრძოდა საბჭოთა კავშირის გაფართოების წინააღმდეგ.

პაკისტანის პრემიერ - მინისტრის პოსტზე

რედაქტირება

მზარდი შიდა პოლიტიკური პრობლემები — პროტესტი ბენგალური ენის დისკრიმინაციის წინააღმდეგ, "მემარცხენე იდეების" მზარდი პოპულარობა, არეულობები ლაჰორში აჰმადიას რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ გადამწყვეტი ფაქტორი გახდა, რამაც გამოიწვია პრემიერ მინისტრის ხავაჯი ნაზიმუდინის გადადგომა 1953 წლის აპრილში. ამ პირობებში მუჰამედ ალი ბოგრა ვაშინგტონიდან გაიწვიეს კონსულტაციებისთვის და მალე გენერალურმა გუბერნატორმა მუჰამედ ღულამმა შესთავაზა მას ქვეყნის მთავრობის მეთაურობა.

1953 წლის აპრილში იგი დაინიშნა პაკისტანის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ, რაც გენერალურმა გუბერნატორმა ღულამ მუჰამადმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ხავაჯა ნაზიმუდინი. მუჰამედ ალი ბოგრამ უხალისოდ დაიკავა ეს თანამდებობა, რადგან იყო შედარებით უცნობი ფიგურა ეროვნულ პოლიტიკაში, ერთდროულად ეკავა პაკისტანის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის პოსტები. პრემიერ მინისტრად დანიშვნიდან სამი დღის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა ბრძანა რამდენიმე ათასი ტონა ხორბლის გაგზავნა პაკისტანში, ხოლო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ ფოსტერ დალესმა პაკისტანს უწოდა "თავისუფლების ციხესიმაგრე აზიაში". თავისი მოღვაწეობის პერიოდში მან ხელი მოაწერა რამდენიმე ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

იმავდროულად, 1954 წლის აღმოსავლეთ ბენგალის გენერალურ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფაზლ-ულ-ჰაკი, რომელიც ცდილობდა აღმოსავლეთ ბენგალის დამოუკიდებლობას. პაკისტანის მთავრობამ დაითხოვა აღმოსავლეთ ბენგალის კაბინეტი და შემოიღო პირდაპირი მმართველობა გენერალ-გუბერნატორის მიერ.

როგორც მთავრობის მეთაურმა,  მუჰამედ ალი ბოგრამ საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა (ზოგიერთი შეფასებით, შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ) ინდოეთთან ქაშმირის დავის გადასაჭრელად. დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციის დროს იგი შეხვდა ინდოეთის პრემიერ მინისტრ ჯავაჰარლალ ნერუს. შემდეგ პოლიტიკოსები გაცვლითი  სახელმწიფო ვიზიტებით იმყოფებოდნენ  ერთმანეთთან და მათ შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა. ორი ქვეყნის ლიდერები საბოლოოდ შეთანხმდნენ პლებისციტზე ინდოეთის ქაშმირში, მაგრამ ეს იდეა ვერ განხორციელდა, ვინაიდან პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა დაკარგა ქვეყნის პოლიტიკური მემარცხენეებისგან მხარდაჭერა. ინდონეზიაში ბანდუნგის კონფერენციაზე (1955) მუჰამედ ალი ბოგრამ გამართა პირველი მოლაპარაკებები პაკისტანსა და ჩინეთს შორის. პარალელურად ატარებდა აშშ-სთან დაახლოების პოლიტიკას და რამდენიმე ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

 
მუჰამედ ალი ბოგრა (შუაში) და ჯ.ფ. კენედი. თეთრი სახლი, ოვალური კაბინეტი. 1962

საშინაო პოლიტიკაში მისი პრიორიტეტი კონსტიტუციის მიღება იყო. 1953 წლის ოქტომბერში მან დამფუძნებელ კრებას წარუდგინა წინადადებები ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნის შესახებ, სახელწოდებით“ ბოგრას ფორმულა“. მთავრობის მეთაურმა შეთავაზება გააკეთა შექმნილიყო ორპალატიანი პარლამენტი თანაბარი წარმომადგენლობით ქვეყნის ხუთი პროვინციიდან: პენჯაბი, ხეიბერ პახტუნხუა, ბელუჯისტანი, სინდი და ბენგალი. „ბოგრას ფორმულამ“ გააუქმა გენერალური გუბერნატორის თანამდებობა, რომელიც წარმოადგენდა ბრიტანეთის მონარქიას ქვეყანაში. პრეზიდენტი 5 წლის ვადით უნდა აერჩია საარჩევნო კოლეგიას, რომელიც ჩამოყალიბდებოდა ორივე პალატის: ეროვნული ასამბლეისა და სენატის მიერ. დამატებითი უფლებამოსილებით დაჯილდოვებულ უზენაეს სასამართლოს სასულიერო პირები სახელმწიფო არბიტრის სფეროდან უნდა განედევნა. ამ ინიციატივებმა ფართო საზოგადოების მხარდაჭერა მიიღო აღმოსავლეთ და დასავლეთ პაკისტანში. თუმცა, ამ იდეებმა ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია ქვეყნის ელიტაში და შემოთავაზებული იქნა ახალი ერთიანი პროგრამა. ეს იყო ფუნდამენტურად განსხვავებული იდეა  —  პროვინციების გაერთიანება ერთიან ეროვნულ სახელმწიფოში, რომელშიც არ იქნებოდნენ ბენგალელები, პენჯაბები, სინდჰები, პატანები, ბელოხები, ბაჰავალპურიები, ხაირპურიები, არამედ  —  მხოლოდ პაკისტანელები.

თუმცა, 1954 წელს პაკისტანის ახალმა გენერალურმა გუბერნატორმა ისკანდერ მირზამ, სამხედროების მხარდაჭერით, ჯერ დაშალა დამფუძნებელი ასამბლეა და 1955 წლის აგვისტოში პრემიერ მინისტრი აიძულა გადამდგარიყო , რომელიც ჩაანაცვლა ჩოუდჰერი მუჰამედ ალიმ.

 
1955 წელს ერთი ერთეულის სქემამ გააერთიანა პაკისტანის დასავლეთი ფრთის ოთხი პროვინცია ერთ პროვინციაში, დასავლეთ პაკისტანში.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მუჰამედ ალი ბოგრა კვლავ დაინიშნა ელჩად აშშ-ში და ამ პოსტზე 1959 წლამდე დარჩა.[4][5]

1962-1963 წლებში. მცირე ხნით იყო პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი. დანიშვნიდან მალევე, ის ეწვია ჩინეთს, სადაც დაიწყო მოლაპარაკებები ჩინეთის ხელმძღვანელობასთან, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ჩინეთთან ურთიერთობის ისტორიული და მშვიდობიანი მოწესრიგება და ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრების დემარკაცია. იგი ატარებდა პროამერიკულ საგარეო პოლიტიკას, მაგრამ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მხარი დაუჭირა ინდოეთს ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო ომის დროს (1962), მან ძალისხმევა გამოიჩინა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ის ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გაიმეორა ცნობილი ფორმულა, რომ პაკისტანს არ ჰყავს მეგობრები და მტრები, არამედ აქვს მხოლოდ ეროვნული ინტერესები.[6][7]

მოულოდნელად მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ის დაკრძალეს ბანგლადეშში, ბოგორ ნავაბის სასახლის ტერიტორიაზე.[8][9][10]

მუჰამედ ალი ბოგრა ორჯერ იყო დაქორწინებული: მისი პირველი ცოლი გახლდათ ბეგუმ ჰამიდა მუჰამედ ალი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. 1955 წელს დაქორწინდა ალია სადზე. მისმა მეორე ქორწინებამ გამოიწვია მასიური პროტესტი მრავალცოლიანობის წინააღმდეგ ქვეყანაში ქალთა ორგანიზაციების მიერ.[11]

  1. Anguera J. E. Enciclopedia universal ilustrada europeo-americana (ესპ.) — Editorial Espasa, 1905. — Vol. Suplemento 1963 - 1964. — P. 334. — ISBN 978-84-239-4500-9
  2. Mohammed Ali Bogra // ბროკჰაუზის ენციკლოპედია (გერმ.). / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  3. Mir Monaz Haque. "Mohammed Ali Bogra" დაარქივებული 2015-08-11 საიტზე Wayback Machine. . www.bogra.org. Retrieved 1 March 2015.
  4. Ansari, Sarah, "Polygamy, Purdah and Political Representation: Engendering Citizenship in 1950s Pakistan" in Modern Asian Studies 43, 6, pp. 1426–1428. Cambridge University Press 2008
  5. The History And Culture of Pakistan, by Nigel Kelly, Retrieved 16 August 2015
  6. Callahan, John P. (4 August 1955). "Gen. Mirza Picked to Head Pakistan". The New York Times (published 5 August 1955). p. 2.
  7. Callahan, John P. (6 August 1955). "Mirza Takes Oath in Karachi Today". The New York Times (published 7 August 1955). p. 14.
  8. Mohammed Ali Bogra // Munzinger Personen (გერმ.)
  9. Muhammad Ali Bogra ციტირების თარიღი 12 თებერვალი 2012. დაარქივებულია 4 თებერვალი 2013
  10. Muhammad Abdul Hannan (1967). Mohammed Ali (Bogra): A Biographical Sketch. Sahitya Kutir. p. 46.
  11. Burki, Shahid Javed (5 March 2015). "Mohammed Ali Bogra". Encyclopædia Britannica, Inc. Retrieved 1 March 2015.