ბარისალი (ბენგ. বরিশাল) — ბანგლადეშის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში, იმავე სახელწოდების ოლქში. მუნიციპალიტეტის მოსახელობა შეადგენს დაახლოებით 210 374 ადამიანს (2008 წ.). ფართობი — 19,99 კმ². ბარისალის მუნიციპალიტეტი წარმოიქმნა 2003 წელს. ქალაქს „აღმოსავლეთის ვენეციას“ უწოდებენ. იგი გაშენებულია ძირითადად მდინარე კირთანხოლაზე.

ქალაქი
ბარისალი
বরিশাল

বরিশাল
დროშა გერბი

ქვეყანა ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში
კოორდინატები 22°42′00″ ჩ. გ. 90°22′00″ ა. გ. / 22.70000° ჩ. გ. 90.36667° ა. გ. / 22.70000; 90.36667
ამჟამინდელი სტატუსი 2003
ფართობი 19,99 კმ²
ცენტრის სიმაღლე 4 ფუტი
ოფიციალური ენა ბენგალური ენა
მოსახლეობა 210 374 კაცი (2008)
ეროვნული შემადგენლობა ბენგალები
სასაათო სარტყელი UTC+6
საფოსტო ინდექსი 8 200
ოფიციალური საიტი dcbarisal.gov.bd
ბარისალი — ბანგლადეში
ბარისალი

ბარისალი, როგორც ქალაქი დაარსდა 1869 წელს. მუნიციპალიტეტის ფორმა მიიღო 1876 წელს, ხოლო 2002 წლის 25 ივლისს გარდაიქმნა ბარისალის აგლომერაციად. მასში გაერთიანდა სამი დიდი ქალაქი–უბანი — თანა, ვარდი და მაჰალა.

შედიოდა ბენგალიასა და ბრიტანეთის ინდოეთში, შემდეგ გადაეცა ბანგლადეშს.

1947 წელს ინდოეთის გაყოფის შემდეგ ბანგლადეში გახდა პაკისტანის პროვინცია. თავდაპირველად ცხნობილი იყო, როგორც აღმოსავლეთ ბენგალია, შემდეგ კი 1955 წლიდან, როგორც აღმოსავლეთ პაკისტანი. აღმოსავლეთ პაკისტანის მცხოვრებლებმა, როგორც ბანგლადეშის ხალხმა, 1971 წლის 26 მარტს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. 1971 წლის 16 დეკემბერს მოხდა პაკისტანისაგან გამოყოფა, როგორც მესამე ინდო-პაკისტანური ომის შედეგი. მალე ბანგლადეში აღიარებულ იქნა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს მიერ, მიუხედავად პაკისტანის მიერ მისი დიპლომატიური აღიარების უარყოფისა.

1974 წელს ბანგლადეში ოფიციალუარდ აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ პაკისტანმა და იმავე წელს იგი გახდა გაეროს წევრი სახელმწიფო.

1976 წელს ბანგლადეში აღიარა ჩინეთმა.

რაც შეეხება ბარისალს, ის გახდა იმავე სახელწოდების მქონე ოლქის დედაქალაქი. ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი სამდინარო საპორტო ცენტრი ბანგლადეშში. ქალაქი სწრაფად იზრდება. აქ განლაგებულია სამედიცინო სასწავლებელი, კადეტთა კოლეჯი, ფარმაცევტული და ტექსტილის წარმოების ზოგიერთი საწარმო, ასევე, ბანგლადეშის ტრანსპორტის ადმინისტრაციის ცენტრალური ოფისი. ქალაქში განლაგებულია საერთაშორისო აეროპორტი და ბენგალიის კერძო ავიაკომპანიები წარმატებოით ახორციელებენ ფრენებს. ქალაქს ზოგჯერ უწოდებენ „აღმოსავლეთის ვენეციას“ „ან ბენგალიის ვენეციას.“

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ბარისალის ხედი ზემოდან

ბარისალის აგლომერაციას უკავია 27,9051 კმ² ფართობი. მას ესაზღვრება მადარიპურის, შარიატპურის, ჩანდპურის, ლაშმიპურის მუნიციპალიტეტები ჩრდილოეთით, პატუახალის, ბარგუნის, ჯალოკატის მუნიციპალიტეტები სამხრეთით, ბჰოლა და ლაშმიპური აღმოსავლეთით, ჯალოკატი, პიროჯპური და გოპალგანი დასავლეთით. საკუთრივ ქალაქის ფართობია 19.99 კმ².

ბარისალში ტროპიკული მუსონური ტიპის კლიმატია ცხელი და წვიმიანი ზაფხულით და მშრალი ზამთრით. იანვარი ყველაზე ცივი თვეა, საშუალო წლიური ტემპერატურა ამ დროს არის დაახლოებით 26 °С და მაისი კი ყველაზე თბილი საშუალო წლიური ტემპერატურით 33 დან 36 °С მდე. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტენიენი კლიმატია. ქალაქში მოდის წელიწადში 1525 მმ ნალექზე მეტი, ხოლო მთების მახლობლად მიმდებარე რაიონში წელიწადში 5080 მმ. წვიმების უმრავლესობა მოდის მუსონურ პერიოდზე (ივნის-სექტემბერში). ბანგლადეშში საკმაოდ თბილი კლიმატია მთელი წლის განმავლობაში მცირე ცვალებადობით თვიდან თვემდე. ქვეყნის ტერიტორიაზე ბრუნავს ბენგალის ყურიდან გამომავალი ციკლონები აპრილიდან მაისამდე და სექტემბრიდან ნოემბრამდე პერიოდში. მათ ხშირად თან ახლავს დიდი ტალღები, რასაც თან ახლავს ნგრევა და ადამიანების სიკვდილი. მაგ: 1970 წელს მოვარდნილი ციკლონი გახდა XX საუკუნის ქვეყნის ერთ-ერთი დიდი სტიქიური უბედურების მიზეზი, რომლის დროსაც დაიღუპა დაახლოებით 500 000 ადამიანი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2008 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, ბარისალში ცხოვრობდა 210 374 ადამიანი. მათ შორის 53,28 % მამრობითი სქესი და 46,72 % მდედრობითი სქესი. ქალაქის მაცხოვრებელთა შორის ცოდნის დონე შეადგენს 85 %-ს. მოსახლეობის 35,28 %-ს პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან, სოფლის მეურნეობის მუშაკია 18,76 %, დროებით უმუშევარია 4,16 %, ვაჭრობაში მუშაობს 13,89 %, მომსახურების სფეროში — 10,64 %, თევზჭერით დაკავებულია 3,45 %, მშენებლობით — 1,25 %, ტრანსპორტში მუშაობს მოსახელობის 1,72 % და სხვ. 10,85 %. ქალაქის მოსახლეობის ზრდის ტემპი წელიწადში შეადგენს 1,41 %-ს.

 
მეჩეთი ბარისალში

ბარისალის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (90,64 %) მუსლიმია. ამასთან აქ ცხოვრობენ ინდუსები (8,38 %) და ქრისტიანები (0,98 %). ქალაქში დაახლოებით 3941 მეჩეთი, 805 ტაძარი, 44 ეკლესია და 5 სასაფლაოა.

ეკონომიკა

რედაქტირება

ბარისალის ოლქი დასპეციალებულია ბრინჯის მოყვანაზე. ასევე, ყვავის თევზჭერა.

ექსპორტი: თევზი; სამედიცინო პრეპარატები; მზესუმზირას ზეთი; სანელებლები; ხელნაკეთობები.

ტრანსპორტი

რედაქტირება

ბარისალში განვითარებულია საჰაერო, სამდინარო და საგზაო ტრანსპორტის სახეობები და ძირითადად სრულდება შიდასაქალაქო რეისები.

ბარისალის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება საქალაქთაშორისო რეისები მარშრუტით:

ბარისალის ავტოსადგურიდან სრულდება საქალაქთაშორისო რეისები მარშრუტით:

  • ბარისალი-დაკა
  • ბარისალი-ჩიტაგონგი
  • ბარისალი-რაჯშაჰი.

ქვეყანაში ძალიან პოპულარულია სამდინარო ტრანსპორტი. ეს სახეობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილს აერთებს დედაქალაქ დაკასთან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ღამის მოგზაურობა, რომელიც შეიძლება ოდესმე მიიღოთ თქვენი ცხოვრების მანძილზე.

ტურისტული ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
დურგასაგარი (წყალშემკრები აუზი) দুর্গা সাগর

დურგასაგარი — მისი ფართობი შეადგენს 2500 ჰექტარს. ის წარმოადგენს ბანგლადეშის სამხრეთ ნაწილში ყველაზე დიდ წყალშემკრებ აუზს. მდებარეობს ბარისალიდან 11 კმ. მოშორებით. ის ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით: Madhabpasha Dighi.

არქიტექტურა

რედაქტირება
 
ბარისალის ხედი, 2015

ბარისალის შენობები უაღრესად მრავალფეროვანია. რთულია მისი დახასიათება რომელიმე კონკრეტული არქიტექტურურლი ტიპის მიხედვით. შენობები შენდებოდა ხანგრძლივი დროის მანძილზე.

 
ბარისალის უნივერსიტეტის შენობა.

გამომცემლობები

რედაქტირება

ქალაქში მდებარეობს უამრავი პერიოდული თუ წიგნის საგამომცემლო სახლები.

გაზეთები

რედაქტირება
  • „The Daily Barisal Protidin“
  • „Probashi“
  • „Rupantar Sathi“
  • „Darpan“
  • „Dipanchal“
  • „Ajker Kantha“
  • „Ajker poribartan“
  • „Matodad“
  • „Pariborthon“

პერიოდიკა

რედაქტირება
  • „Lokabani“
  • „Bakerganj Parikrama“
  • „Chirantan Bangla“
  • „Upakul, პერიოდული გამოცემა Paira“
  • „Etibriti“
  • „Chirantan Bangla“
  • „Upakul“
  • „Samachar“
  • „Gournadi Parikrama“

ინტერნეტგაზეთები

რედაქტირება
  • „Barisal news“ — www.barisalnews.com
  • „Amader Barisal“ — www.amaderbarisal.com

ძმობილი ქალაქები

რედაქტირება

ბარისალი დაძმობილებული ისეთ ქალაქებთან, როგორიცაა:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება