რაჯშაჰი
რაჯშაჰი (ბენგ. রাজশাহী) — ბანგლადეშის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი. ფართობი — 96,68კმ²
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რაჯშაჰი রাজশাহী | |||||
বরিশাল | |||||
| |||||
ქვეყანა | ბანგლადეში | ||||
კოორდინატები | 24°22′00″ ჩ. გ. 88°36′00″ ა. გ. / 24.36667° ჩ. გ. 88.60000° ა. გ. | ||||
დაარსდა | დაახლ. 1700 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1988 | ||||
ფართობი | 96,68 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 18 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | ბენგალური ენა | ||||
მოსახლეობა | 775 495 კაცი (2008 წ) | ||||
სიმჭიდროვე | 4,890 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | ბენგალები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+6 | ||||
სატელეფონო კოდი | +880 721 | ||||
საფოსტო ინდექსი | 6000 და 6100 | ||||
ოფიციალური საიტი | erajshahi.gov.bd/index/ | ||||
ისტორია
რედაქტირებარაჯშაჰი იყო ძველ ბენგალიაში პუნდრას რეგიონის ნაწილი. დედაქალაქი ვიჯაია სენა განლაგებული იყო რაჯშაჰიდან მე-14 კმ. დედაქალაქის მმართველი ხშირად იბრძოდა შრი-ლანკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ძველ დროში რეგიონი ცნობილი იყო სახელწოდებით, რამპურ ბოალა (Rampur Boalia). თანამედროვე სახელწოდება „რაჯშაჰი“ მეცნიერთა შორის კამათის საგანია. უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ სახელწოდება მომდინარეობს ინდოელ მეფეთა და ზამინდართა (მიწისმფლობელთა) სახელიდან — „რაჯა“ და სპარსული — „შაჰისაგან“. ორივე სიტყვა აღნიშნავს „სამეფოს“
XVIII ს. დასაწყისში რაჯშაჰის ადგილას განლაგდა ჰოლანდიის ოსტ-ინდური კომპანია, რომელიც აბრეშუმის ვაჭრობით იყო დაკავებული. 1798 წელს კოლონია გადავიდა ინგლისის ისტ-ინდია კომპანის ხელში, რომელმაც 1825 წელს აქ დააარსა აღმოსავლეთ ბენგალიის და ასამას ადმინისტრაციული ცენტრი. იგი ძლიერ დაზიანდა 1897 წლის 12 ივნისის ძლიერი მიწისძვრის დროს. 1858 -1947 წწ. შედიოდა ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში, შემდეგ დამოუკიდებელი ინდოეთის, და ბოლოს 1971 წლიდან ბანგლადეშის შემადგენლობაში. 1876 წელს შეიძინა ქალაქის სტატუსი და გამოცხადდა მუნიციპალიტეტის ცენტრად. XX ს. მანძილზე რამდენიმეჯერ შეიცვალა სტატუსი. 1987 წლის 13 აგვისტოს მიიღო ფართო ავტონომია მუნიციპალიტეტის ფარგლებში. 1988 წლის 11 სექტემბერს ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით მიიღო თავისუფალი ქალაქის სტატუსი. მაგრამ მხოლოდ 1991 წელს ცნო ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს ბანგლადეშის ჩრდილო-დასავლეთში, იმავე სახელწოდების ოლქში, ინდოეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. წარმოადგენს ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. აგებულია მდინარე განგის სანაპიროზე.
მოსახლეობა
რედაქტირება- 10 ათასი მცხოვრები (1876)
- 76 ათასი მცხოვრები (1969)
- 700,2 ათასი მცხოვრები (2005)
- 775 495 მცხოვრები (2008 აღწერით), მოსახლეობის სიმჭირდოვე — 4,890 მცხ./კმ².
რელიგიური შემადგენლობა
რედაქტირება1991 აღწერით, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა
- 93,46 % მუსლიმია
- ,51 % — ინდუსია
- 0,62 % — ქრისტიანია
- 0,02 — ბუდისტია
- 0,39 % — სხვა რელიგიების წარმომადგენელია.
კულტურა და განათლება
რედაქტირებაქალაქის უნივერსიტეტი დაარსებულია 1953 წელს. საერთოდ, ქალაქში მრავალი კოლეჯია, რომელთა უმრავლესობა 1880-ანი წლებიდან ფუნქციონირებს. განათლების სფეროს ემსახურება შემდეგი სასწავლებლები:
- რაჯშაჰის უნივერსიტეტრი
- რაჯშაჰის საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერისტეტი
- რაჯშაჰის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
- რაჯშაჰის კოლეჯი
- რაჯშაჰის სამედიცინო კოლეჯი
- რაჯშაჰის სამთავრობო ხარისხის ახალი კოლეჯი
- რაჯშაჰის სამთავრობო საქალაქო კოლეჯი
- რაჯშაჰის სამთავრობო ქალთა კოლეჯი
- რაჯშაჰის პედაგოგიური კოლეჯი და სხ.
ეკონომიკა
რედაქტირებარაჯშაჰში, ძირითადად, განვითარებულია შაქრის წარმოების მრეწველობა.
ასევე, აქ მდებარეობს „Rajshahi Krishi Unnayan Bank“-ის სათაო ოფისი, რომელიც მუშაობს რაჯშაჰსა და რანგპურში სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსური მომსახურების სფეროში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რაჯშაჰის რუკა დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- მოსახლეობა
- რაჯშაჰი, ბრიტანიკა
- ტურისტული გზამკვლევი დაარქივებული 2014-11-06 საიტზე Wayback Machine.
- რაჯშაჰი