მორევი
მორევი — წყლის სივრცე, რომელიც წარმოიქმნება ისეთ ნებისმიერ წყლის ზედაპირზე (მდინარე, ზღვა, უბე, ყურე, სრუტე) სადაც ორი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი დინება ერთმანეთს ხვდება. ძლიერ მორევს, რომელსაც წყალქვეშა ტორნადოსებრი ბზრიალა გააჩნია და საგნების შეწოვის უნარი აქვს, ვორტექსი[1] ან მაელსტრონი ეწოდება. მორევი ხშირად წარმოიქმნება ჩანჩქერების ძირსა და კაშხლებში. ხშირად, მორევის სიძლიერეს სხვადასხვა საგანი ზღვის ფსკერიდან ამოაქვს წყლის ზედაპირზე. გარდა ამისა, კორიოლისის ძალიდან გამომდინარე, დედამიწის ბრუნვის ძალის ზეგავლენის შედეგად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე მორევები საათის ისრის საწინააღმდეგო ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში, საათის ისრის მიმართულებით ტრიალებენ.
მორევი | |
---|---|
წყლის სივრცე | |
კორივრეკანის მორევი | |
მონაცემები | |
უდიდესი | სალტსტრაუმენი |
ცნობილი მორევები | სალტსტრაუმენი, მოსკსტრაუმენი, კორივრეკანი, ძველი სოუ, ნარუტო |
მორევი, როგორც ფიზიკური მოვლენა ყოველდღიურად წარმოიქმნება ნიჟარებსა და სააბაზანოში, მას შემდეგ, რაც დიდი რაოდენობით წყალი მილში ჩაედინება, თუმცა უფრო დიდი ზომისა და მასშტაბურები, ოკეანეებსა და ზღვებში ფორმირდება, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში, ათწლეულები და ასწლეულები ძლებენ.
საშიშროება
რედაქტირებადიდ ხომალდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ მორევების მხრივ, თუმცა ანტიკური ისტორიის ზოგიერთი წყარო სხვას იუწყება. მაგალითად, მიიჩნევა, რომ სიცილიის სანაპიროსთან მდებარე ქარიბდა, რომელიც ბერძნებს ურჩხული ეგონათ, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალი მცირე ზომის ხომალდი უჩინარდებოდა, სინამდვილეში მორევი ან ვორტექსი იყო. აქედან გამომდინარე, მცირე ზომის ნავებისთვისა და მცურავებისთვის ხიფათს წარმოადგენენ მორევები, რომლებმაც შეიძლება ისინი თავიანთკენ მიიზიდონ.
ცნობილი მორევები
რედაქტირებაარსებობს რამდენიმე მორევი, რომლებიც საკმაოდ ძლიერნი და საუკუნეების წინ წარმოქმნილნი არიან.
1. სალტსტრაუმენი - მსოფლიოში ყველაზე [2]ძლიერი მორევი, რომელიც ნორვეგიის სანაპიროზე, არქტიკულ წრესთან ახლოს მდებარეობს. იგი დღეში 4-ჯერ წარმოიქმნება, ვინაიდან მისი მიმდებარე ტერიტორიის ტალღებს დიდი რაოდენობით წყალი მოაქვთ 150 მ. სიგანის მქონე ვიწრო არხში 40 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო როდესაც ხომალდებს უწევთ ამ მორევისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გავლა, დროის იმ მონაკვეთს ირჩევენ, როდესაც მორევი აქტიური არაა. სალტსტრაუმენის ასაკი საშუალოდ 2-3 ათასი წელია, იქამდე კი მოცემული ადგილი განსხვავებული იყო პოსტგლაციური ეფექტებიდან გამომდინარე. მორევის წარმოქმნა ხდება მაშინ, როდესაც ტალღების წყლის სკიერსტადის ფიორდში ჩადინებიდან გამომდინარე ზღვის დონის გრადიენტი მაღლდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სალტსტრაუმენი ფორმირდება. აღსანიშნავია, რომ ამ მორევის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებულია მეთევზეობა, ვინაიდან სწორედ მოცემულ ადგილას ცხოვრობენ ისეთი თევზები[3], როგორებიც არიან ვერცხლისფერი საიდები, ვირთევზები და მგელთევზები.
2. მოსკსტრაუმენი - მრავალი მორევის სისტემა, რომელიც ნორვეგიის სანაპიროზე, ნორთლენდის რეგიონში, ლოფოტენის არქიპელაგთან მდებარეობს. ნორვეგიის ზღვასა და ვესტფიორდენს შორის მოცემულ ტერიტორიაზე მათი წარმოქმნა გამოწვეულია ოკეანის ფსკერის უჩვეულო ფორმითა და ძლიერი ტალღებით. სწორედ ამ მორევთა სისტემის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი მორევი, წარმოქმნილი ტალღებისგან, რომელთა სიჩქარე 32 კმ/სთ-ს აღწევს. მოსკსტრაუმენი მოიცავს ტალღის ძლიერ დინებებს, რომლებიც მოსკენეს მუნიციპალიტეტს, მოსკენის კუნძულს, ატლანტის ოკეანესა და ღრმა ვესტფიორდენს შორის მიედინებიან და წარმოქმნიან მორევებს, რომელთაგან ყველაზე დიდის დიამეტრი 50 მეტრს აღწევს და 1 მეტრ სიმაღლიან წყლის ჭავლებს ქმნის. მოსკსტრაუმენის დინებების სიგანე 8 კმ-ზე მეტია და იგი იზიდავს ისეთ მცირე ზომის ობიექტებს, როგორებიც არიან მიკროორგანიზმები, თევზები და სათევზაო ნავები. მორევი ყველაზე ძლიერია ივლისსა და აგვისტოში, ხოლო მისი დანახვა 600 მეტრიდანაა შესაძლებელი. მორევის წარმოქმნა განპირობებულია მრავალი გარემო-ფაქტორით, მაგალითად, ტალღებით, ძლიერი ადგილობრივი ქარებით, ლოფოტენის მდებარეობითა და წყალქვეშა ზედაპირის ტოპოგრაფიით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სხვა ტიპური მაელსტრომებისგან განსხვავებით (სალტსტრაუმენი, კორივრეკანი, ნარუტო, ძველი სოუ და ა.შ), მოსკსტრაუმენი არათუ არხში ან სრუტეში, არამედ ღია ზღვაში მდებარეობს. მორევის ტერიტორიაზე ტალღების ამპლიტუდა თითქმის 4 მეტრია და ნახევრად დღიურია, ანუ დღეში ორჯერ მოედინება, რაც მაელსტრომის წარმოქმნაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩრდილოეთი ნორვეგიის ზღვის დინებებსა და ქარიშხლებით გამოწვეულ ნაკადებთან ერთად, რომელთა სიჩქარე მინიმუმ 11-20 კმ/სთ არის.
3. კორივრეკანი - კორივრეკანის მორევები მსოფლიოში მესამე ადგილზე არიან სიდიდით და მდებარეობენ შოტლანდიის ყურის ჩრდილოეთით მდებარე ვიწრო სრუტეში, სადაც ტალღების სიმაღლე 9 მეტრს, ხოლო სიჩქარე 18 კმ/სთ-ს აღწევს. კორივრეკანი მსოფლიოში ყველაზე ხმაურიანი მორევია, ვინაიდან მისი წყლის ნაკადების ხმა 16 კმ სიშორეზე ისმის. იგი განთქმულია ობიექტების 262 მეტრზე ჩათრევის უნარით. ბრიტანული საზღვაო ხომალდის ეკიპაჟმა ვორტექსი დაახასიათა, როგორც „ძალიან სახიფათო“. ძლიერი ატლანტური დინებებითა და უჩვეულო წყალქვეშა ტოპოგრაფით გამოწვეული ხშირი და ძლიერი ტალღები როგორც კი ორ კუნძულს შორის (ჯურასა და სკარბას) მდებარე ვიწრო სრუტეს გაივლიან, ნაკადების სიჩქარე 16 კმ/სთ-ს აღწევს და ზღვის ფსკერზე მდებარე ისეთ სხვადასხვაგვარ წარმონაქმს ხვდება, როგორებიც არიან მწვერვალები, მათთან შეჯახებისა, და მაშასადამე, დინებების მიმართულებების შეცვლის შედეგად კი მორევები და მდგარი ტალღები წარმოიქმნებიან სხვა მრავალ ზედაპირულ ეფექტთან ერთად. კორივრეკანის მორევი მსოფლიოში მესამეა სიდიდით, ყურის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და გარშემორტყმულია პირამიდის ფორმის ბაზალტური წარმომავლობის მწვერვალით, რომელიც 70-29 მ. სიმაღლიდან იზრდება, წვეტი კი მომრგვალებული აქვს.
4. ძველი სოუს მორევი დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე ძლიერი, ხოლო მსოფლიოში მეორე მიქცევ-მოქცევითი მორევია, რომელიც კანადაში მდებარე ირმის კუნძულების სამხრეთ-დასავლეთ, ხოლო ცხენ-ირემის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. იგი წარმოქმნილია ლოკალური ბათიმეტრიითა (სიმაღლე) და ტალღების უზარმაზარი სიმაღლით, რომლებიც როგორც პასამოქუოდის, ასევე ფანდის ყურიდან მოედინებიან. გარდა ამისა, მორევების წარმოქმნა გამოწვეულია როგორც ადგილმდებარეობის ზღვის ფსკერის უჩვეულო ტოპოგრაფიითა და ხშირი ლოკალური დინებებით, ასევე ინდიანის კუნძულის ორივე (დასავლეთი, აღმოსავლეთი) მხრიდან წამოსული ტალღებით, რომლებიც მყისიერად და მკვეთრად უხვევენ დასავლეთით, ირმის კუნძულების სამხრეთ ნაწილთან, სადაც სიჩქარე 11 კმ/სთ ხდება.
ძველი სოუს მორევის დანახვა შესაძლებელია როგორც ნიუ-ბრუნსვიკის შემადგენელი ირმის კუნძულების სამხრეთ ნაწილიდან, საიდანაც მორევი მხოლოდ 240 მეტრითაა დაშორებული, ასევე ძაღლის კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროდან საიდანაც მანძილი ძველ სოუმდე 580 მეტრს აღწევს. მისი ყველაზე ძლიერი აქტიურობა მაღალი ტალღების მოქცევამდე 3 საათით ადრე იწყება და საშუალოდ 2 საათი გრძელდება, რის შედეგადაც მცირე ზომის სუსტი სპირალები, ღრმულები და წყლის ჭავლები წარმოიქმნება. აღსანიშნავია, რომ სავსემთვარეობით გამოწვეული გაზაფხულის ძლიერი ტალღების, სასტიკი ქარებისა და აღელვებული ოკეანის შედეგად, განსაკუთრებით აქტიურდება ძველი სოუს მორევი.
5. ნარუტოს მორევები არიან ტალღოვანი წარმონაქმნის მორევები ნარუტოს ყურეში, რომელიც ტოკუშიმაში მდებარე ნარუტოსა და ჰიოგოში, ჰონსიუსა და სიკოკუს შორის მდებარე ავაჯის კუნძულს შორის მდებარეობს, იაპონიის სამხრეთ ნაწილში. სრუტის სიგანე საშუალოდ 1.3 კმ-ს წარმოადგენს და აერთიანებს წყნარ ოკეანესა და იაპონიის შიგა ზღვას. ტალღებს, რომლებიც მორევის წარმოქმნაში იღებენ მონაწილეობას, დღეში ორჯერ შეაქვთ და გამოაქვთ დიდი რაოდენობით წყალი შიგა ზღვაში, რაც თავისთავად იწვევს საშუალოდ 1.7 მეტრიან ზღვის დონის ცვლილებას, ხოლო დინებები ნარუტოს არხში 13.-15 კმ/სთ სიჩქარით გადიან დღეში ოთხჯერ, გაზაფხულის სავსემთვარეობიდან, და მაშასადამე, წყლის მიზიდულობის ზრდიდან გამომდინარე, ტალღების სიჩქარე იმატებს და ზოგჯერ 20 კმ/სთ-საც აღწევს 20 მეტრ დიამეტრიანი მორევების წარმოქმნასთან ერთად, რომლებიც 6 საათში ერთხელ წარმოიქმნებიან და რომელთა დანახვა როგორც ავაჯის კუნძულის სამხრეთ დასავლეთით მდებარე ჰეი ფუკურას ტერიტორიიდანაა შესაძლებელი, მორევიდან 280 მეტრის მოშორებით, ასევე, ნარუტოს კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთის სანაპიროდან, რომლიდანაც 1.25 კმ. აშორებს. მათი ზომა ხშირად იცვლება ტალღების სიძლიერის, ზომის, სიმაღლისა და სიჩქარიდან გამომდინარე, მაგრამ ყველაზე მასშტაბური როგორც გაზაფხულში, ასევე ზაფხულშია, თუმცა იმ ტურისტული გემებისთვის, რომლებიც მორევის მონახულებას უზრუნველყოფენ მოსახლეობისთვისა და ტურისტებისთვის, სახიფათო არაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- The wonders of the ocean/John Lauris/1788-1857/1845/Cazenovia, N.Y., Henry & Sweetlands/Lccn 42044892
- Strong Topographic Enhancement of Tidal Currents: Tales of the Maelstrom/University of Oslo/B. Gjevik, H. Moe/5 September 1997
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაhttps://en.wikipedia.org/wiki/Whirlpool https://www.phenomena.org/ocean/whirlpool/ https://visitbodo.com/en/saltstraumen https://www.tripadvisor.com/Attraction_Review-g190470-d2336808-Reviews-Saltstraumen-Bodo_Nordland_Northern_Norway.html https://www.fjordtours.com/things-to-do-in-norway/attractions/saltstraumen/ https://en.wikipedia.org/wiki/Saltstraumen https://en.wikipedia.org/wiki/Naruto_whirlpools https://www.japan-guide.com/e/e7852.html https://www.uzusio.com/en/know/
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Patterns and stability of a whirlpool flow/Luis Carrión, Miguel A. Herrada, Vladimir N. Shtern, José María López Herrera/Universidad de las Fuerzas Armadas-ESPE, Av. Gral. Rumiñahui s/n Sangolquí 171103, Ecuador/E.S.I, Universidad de Sevilla, Camino de los Descubrimientos s/n 41092, Spain/Shtern Research and Consulting, Houston, Texas 77096, USA/https://www.researchgate.net/publication/315167630_Patterns_and_stability_of_a_whirlpool_flow/link/58d15a5992851cf4f8f4b3eb/download
- ↑ Is Saltstraumen really the worlds strongest tidal current?/NRK /2016, 7 May.
- ↑ Saltstraumen, The Strongest Maelstrom In The World/ Bodo Turistinformasjon/2009,06,20/