ბათიმეტრიული რუკა

ბათიმეტრიული რუკაიზობათების მეშვეობით წყალქვეშა რელიეფის ამსახველი გეოგრაფიული რუკა. იზობათებს, ჩვეულებრივ, სიღრმეების ნიშნულიც ემატება. წყალქვეშა რელიეფის გამოსახატავად სიღრმის საფეხურები განსხვავებულია ფერებით. ბათიმეტრიული რუკა საფუძვლად უდევს წყალსატევების ფიზიკურ-გეოგრაფიულ შესწავლას და სპეციალური დანიშნულების კარტოგრაფირებას. გამოიყენება ნავიგაციისათვის, სასარგებლო წიაღისეულების ძებნა-ძიებისა და თევზის რეწვის დაგეგმისათვის. ბათიმეტრიული მეთოდი პირველად გამოიყენა ჰოლანდიელმა მეცნიერმა პ. ანსელინმა ქალაქ როტერდამის გეგმაზე მდინარე მაასის სიღრმეთა აღსანიშნავად (1697). ბათიმეტრიული კარტოგრაფიის შემდგომი განვითარება დაკავშირებული იყო ექოლოტის საშუალებით წყალქვეშა რელიეფის მასობრივ კვლევა-ძიებასა და გეომორფოლოგიური ინტერპოლაციის მეთოდების გაუმჯობესებასთან.

ბათიმეტრიული გრაფიკა

მონაკოს ოკეანოგრაფიული ინსტიტუტი ხანგამოშვებით ბეჭდავს გაახლებული მონაცემებით შევსებულ ოკეანეების გენერალურ ბათიმეტრიულ რუკებს. ბათიმეტრიული რუკები აგრეთვე შესაძლოა გარდაიქმნას ბათიმეტრიულ პროფილად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Леонтьев Н. Ф., Географические основы картографирования подводного рельефа на гипсометрических картах, М., 1961;
  • Удинцев Г. Б., Новые карты рельефа дна Тихого океана, «Океанология», 1963, т. 3, № 1;
  • Буданова Л. Я. [и др.], К вопросу о методике составления батиметрических карт, «Труды Института океанологии АН СССР», 1960, т. 44.