იზობათები
იზობათები (ბერძ. isos — ტოლი, ერთნაირი და bathos — სიღრმე) — წყალსატევების სიღრმეთა იზოხაზები. ზღვებზე, რომლებმაც მოქცევა არ იცის, სიღრმის ათვლა იწება ზღვის საშუალო დონიდან, რომლებმაც იცის მოქცევა — უდიდესი (სიზიგიური) მიქცევის უდაბლესი დონიდან, ტბებსა და მდინარეებზე — ფუტშტოკის ან რეპერის პირობითი ნულიდან. იზობათები წარმოადგენს გეოგრაფიულ რუკაზე ან გეგმაზე არსებულ იზოხაზებს, რომელიც აერთებს წყალსატევის ერთნაირი სიღრმეების წერტილებს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 97.