იზოხაზები
იზოხაზები (ბერძ. isos — ტოლი, ერთნაირი და ხაზები) — გეოგრაფიულ რუკაზე, ვერტიკალურ ჭრილზე, გრაფიკზე გავლებული ხაზები, რომლებიც აერთიანებენ ამა თუ იმ სიდიდის ერთნაირი მნიშვნელობის წერტილებს (მაგ., წნევისა — იზობარები, ზღვის სიღრმისა — იზობათები, ერთნაირი ტემპერატურებისა — იზოთერმები).
რუკის იზოხაზებს ფართოდ იყენებენ სივრცეში უწყვეტი და თანდათანობით ცვლადი სიდიდეების (მაგ., ჰაერის ტემპერატურა) მნიშვნელობათა დასახასიათებლად.
გამოიყენება მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების კარტოგრაფირება. შეიძლება გამოყენებულ იქნას მათი რაოდენობრივი დახასიათებისათვის და ასევე მათ შორის კორელაციური ანალიზის კავშირისათვის.
არსებობს იზოხაზების რამდენიმე სახეობა: იზოჰიფსები, იზობათები, იზობარები, იზოგონები, იზოთერმები და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 103.