სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იზობარი.

იზობარი (ბერძ. ἴσος [isos] — „ტოლი“ და βάρος [baros] — „მასა“) — ერთნაირი A მასური რიცხვის მქონე სხვადასხვა ქიმიური ელემენტის ატომი.

იზობარის ბირთვი შეიცავს ნუკლიონების ტოლ რიცხვს, მაგრამ Z პროტონებისა და N ნეიტრონების სხვადასხვა რიცხვს, მაგალითად: (ბერილიუმი), (ბერილიუმი), (ნახშირბადი) წარმოადგენენ იზობარებს (A=10).

ჭარბი პროტონების მქონე მძიმე იზობარები განიცდიან პოზიტრონულ β-დაშლას ან K-ჩაჭერას, ხოლო ჭარბი ნეიტრონების მქონე იზობარები — ელექტრონულ β-დაშლას. იზობარების კერძო შემთხვევაა სარკული ბირთვები, რომლებიც მსუბუქ ბირთვებს შორის გვხვდება და მიიღება პროტონებისა და ნეიტრონების ურთიერთშენაცვლებით. მაგალითად: და ან და .

ტერმინი იზობარი შეთავაზებული იქნა ბრიტანელი ქიმიკოსის ალფრედ ვოლტერ სტუარტის მიერ 1918 წელს[1]. ბერძნული სიტყვა „ἴσος“ [isos] ნიშნავს ტოლს, ხოლო „βάρος“ [baros] — მასას.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება