ბეტა-დაშლა (β-დაშლა) — ატომის ბირთვის რადიოაქტიური დაშლა, რომელსაც თან ახლავს ბირთვიდან ელექტრონის ან პოზიტრონის გამოტყორცნა. ეს პროცესი განპირობებულია ბირთვის ერთ-ერთი ნუკლონის თავისთავადი გარდაქმნით სხვა სახის ნუკლონად, მაგალითად ნეიტრონის () გარდაქმნით პროტონად () ან პროტონისა — ნეიტრონად. პირველ შემთხვევაში ბირთვიდან გამოიტყორცნება ელექტრონი () — ხდება ე. წ. -დაშლა; მეორე შემთხვევაში ბირთვიდან გამოიტყორცნება პოზიტრონი () — ხდება ე. წ. -დაშლა.

ბეტა-დაშლის დროს გამოტყორცნილი ელექტრონებისა და პოზიტრონების საერთო სახელწოდებაა ბეტა-ნაწილაკები. ნუკლონთა ურთიერთგარდაქმნადობას თან სდევს კიდევ ერთი ნაწილაკის — ნეიტრინოს () გამოსხივება -დაშლისას ან ანტინეიტრინოს () გამოსხივება -დაშლისას.

 -დაშლისას ბირთვში პროტონების (Z) რიცხვი ერთით იზრდება, ხოლო ნეიტრონებისა — ერთით მცირდება. ბირთვის A მასური რიცხვი, რომელიც ბირთვში შემავალ ნუკლონთა საერთო რიცხვს უდრის, უცვლელი რჩება. ბირთვი-პროდუქტი წარმოადგენს პირვანდელი ბირთვის იზობარს, რომელიც ელემენტთა პერიოდულ სისტემაში მის მეზობლად, მარჯვნივ მდებარეობს.

 -დაშლისას, პირიქით, პროტონების რიცხვი ერთით მცირდება, ნეიტრონებისა კი ერთით იზრდება. წარმოიქმნება იზობარი, რომელიც პირვანდელი ბირთვის მეზობლად, მარცხნივ მდებარეობს.  -დაშლის მარტივი მაგალითია თავისუფალი ნეიტრონის გარდაქმნა პროტონად ელექტრონისა და ანტინეიტრინოს გამოსხივებით (ნეიტრონის ნახევარდაშლის პერიოდი   წთ):

 .

 -დაშლის მაგალითია აგრეთვე ნახშირბადის იზოტოპის   დაშლა:

 ,
 .

ეს პროცესი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ბმული პროტონის დაშლა  . ამ შემთხვევაში ნახშირბადის ბირთვი გარდაიქმნება პერიოდულ სისტემაში მისი წინმდგომი ელემენტის — ბორის ბირთვად.

ბეტა-დაშლას ადგილი აქვს, როგორც ბუნებრივად რადიოაქტიური, ისე ხელოვნურად რადიოაქტიური იზოტოპებისათვის. იმისათვის, რომ ბირთი არამდგრადი იყოს β-გარდაქმნის ერთ-ერთი ტიპის მიმართ, რეაქციის განტოლების მარცხენა ნაწილის ნაწილაკთა მასების ჯამი მეტი უნდა იყოს გარდაქმნის პროდუქტების მასათა ჯამზე. ამიტომ ბეტა-დაშლისას ხდება ენერგიის გამოყოფა. ბეტა-დაშლის ენერგია   შეიძლება გამოვითვალოთ მასათა ამ განსხვავებისა და   თანაფარდობის გამოყენებით, სადაც   სინათლის სიჩქარეა ვაკუუმში.  -დაშლისას  , სადაც   და   ნეიტრალური ატომების მასებია.  -დაშლისას ნეიტრალური ატომი თავის გარსიდან კარგავს ერთ-ერთ ელექტრონს და ამიტომ  , სადაც   ელექტრონის მასაა.

ბეტა-დაშლის ენერგია ნაწილდება სამ ნაწილაკს შორის. ესენია: ელექტრონი (ან პოზიტრონი), ანტინეიტრინო (ან ნეიტრინო) და ბირთვი. თითოეულ მსუბუქ ნაწილაკს შეუძლია წაიღოს ნებისმიერი ენერგია 0-დან  -მდე, ე. ი მათი ენერგეტიკული სპექტრი უწყვეტია. მხოლოდ K-ჩაჭერისას მიაქვს ნეიტრინოს ყოველთვის ერთი და იგივე ენერგია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება