იზოთერმები
იზოთერმები (ბერძნ. isos – ტოლი, ერთნაირი და thermē – სითბო) — ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და სხვ. ტემპერატურის იზოხაზები. მეტწილად ადგენენ ჰაერის საშუალო მრავალწლიურ თვიური ტემპერატურის, ნებისმიერი პერიოდის საშუალო ტემპერატურის ან გარკვეული მომენტის ტემპერატურის იზოთერმების რუკას.
იზოთერმების გატარებისას სიმაღლის გავლენის გამოსარიცხად ტემპერატურის მნიშვნელობები დაჰყავთ ზღვის დონეზე (ვარაუდობენ, რომ სიმაღლის ზრდისას ყოველ 100 მ-ზე ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 0,6°C-ით ეცემა).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 98.