ნორთლენდის რეგიონი
ნორთლანდი (ინგლ. Northland Region; მაორ. Te Tai-tokerau) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი რეგიონი. როგორც სახელიდან ჩანს, იგი ქვეყნის ადმინისტრაციული რეგიონებიდან ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ფანგარეი.
რეგიონი | |
---|---|
ნორთლანდის რეგიონი ინგლ. Northland Region | |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | უანგარეი |
შიდა დაყოფა | Far North District, Whangarei District და Kaipara District |
კოორდინატები | 35°34′48″ ს. გ. 173°58′12″ ა. გ. / 35.580000° ს. გ. 173.970000° ა. გ. |
ფართობი | 13 789 კმ² |
მოსახლეობა | 151 692 კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ოფიციალური საიტი | fndc.govt.nz, |
გეოგრაფია
რედაქტირებაიმის გამო, რომ ის ჩრდილოეთით მდებარეობს, კლიმატი რბილია. უჭირავს 285 კმ სიგრძის ოკლენდის ნახევარკუნძულის 80 %.[1] ფართობი 13 940 კმ²-ს შეადგენს, ქვეყნის დაახლოებით 5%-ს. დასავლეთით ესაზღვრება ტასმანის ზღვა, აღმოსავლეთით წყნარი ოკეანე. რელიეფი გორაკ-ბორცვიანია. მიწის დაახლოებით ნახევარი ტყეებსა და სასოფლო-სამეურნეო არეალებს უკავია.
მიუხედავად იმისა, რომ XIX საუკუნეში აგათისის ტყეები თითქმის განადგურდა, მცირე რაოდენობით იგი დღესაც გვხვდება.
აღმოსავლეთი სანაპირო უფრო უსწორმასწოროა და გამოირჩევა უბეებითა და ნახევარკუნძულებით.
ისტორია
რედაქტირებამაორის მითოლოგიის თანახმად, ჩრდილოეთ კუნძული უზარმაზარი თევზი ყოფილა, რომელიც გმირ მაუის დაუჭერია. ამის გამო, ნორთლანდს ხშირად ზედმეტსახელად „თევზის კუდს“ უწოდებენ.
კუნძულზე ევროპული დასახლებების გაჩენის საწყის წერტილად სწორედ ეს რეგიონი მიიჩნევა. მეტად მნიშვნელოვანია დასახლება ვაიტანგი, სადაც 1840 წლის 6 თებერვალს, მაორის ტომებსა და ბრიტანეთის სამეფო ტახტს შორის ხელი მოეწერა ახალი ზელანდიის დაარსების დოკუმენტს.
დემოგრაფია
რედაქტირებანორთლანდი ახალი ზელანდიის ყველაზე ნაკლებურბანიზებული რეგიონია. ურბანულ არეალებში მოსახლეობის მხოლოდ 50 % სახლობს. მათ შორის უდიდესია ქალაქი ფანგარეი 52 200 მცხოვრებით (2011).
ეკონომიკა
რედაქტირება2003 წელს, ნორთლანდის მთლიანი შიდა პროდუქტი US$3,243 მლრდ-ს შეადგენდა, ახალი ზელანდიის მშპ-ის 2 %-ს.
რეგიონის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას, ხე-ტყის გადამუშავებასა და მებაღეობას.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The regional council's site
- Northland regional information web site.
- Northland დაარქივებული 2008-10-14 საიტზე Wayback Machine. in Te Ara the Encyclopedia of New Zealand
- This is the Place დაარქივებული 2008-10-29 საიტზე Wayback Machine. - Northland living history website
- The NZ Automobile Association დაარქივებული 2012-10-01 საიტზე Wayback Machine. 's 101 Must-Do's for Northland Region
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Orange, Claudia. (2 March 2009) Northland region - Geography. Te Ara Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 15 February 2010.