ტასმანიის ზღვა
ზღვა
(გადამისამართდა გვერდიდან ტასმანის ზღვა)
ტასმანიის ზღვა (ინგლ. Tasman Sea) — ზღვა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის, გადაჭიმულია 2000 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმეა 5200 მეტრი. იგი მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ზღვა ატარებს ჰოლანდიელი მეზღვაურის, აბელ ტასმანის სახელს, პირველი ევროპელი, რომელმაც ტასმანიასა და ახალ ზელანდიას მიაღწია. 1770-იან წლებში ტასმანიის ზღვა დაწვრილებით შეისწავლა ინგლისელმა მოგზაურმა ჯეიმზ კუკმა.
ტასმანიის ზღვა | |
---|---|
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | წყნარი ოკეანე |
ტიპი | ზღვა |
ფართობი | 2.331.000 კმ² |
უდიდესი სიღრმე | 5200 მ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტასმანიის ზღვა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)