მაყვალა ქასრაშვილი
მაყვალა ქასრაშვილი (რუს. Маквала Филимоновна Касрашвили; დ. 13 მარტი 1942, ქუთაისი) — ქართველი საოპერო მომღერალი (სოპრანო), მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმადონა, სსრკ-ს სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ-ს სახალხო არტისტი, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში, ზ. ფალიაშვილის სახელობის საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. ქალბატონი მაყვალა გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, რადგან 40 წლის განმავლობაში უწყვეტად ასრულებს ტოსკას პარტიას.
მაყვალა ქასრაშვილი | |
---|---|
მაყვალა ქასრაშვილი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | მაყვალა ქასრაშვილი |
დაბ. თარიღი | 13 მარტი, 1942 |
დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
საქმიანობა | საოპერო მომღერალი |
წევრები | მოსკოვის დიდი თეატრი |
მაყვალა ქასრაშვილი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1942 წლის 13 მარტს ქუთაისში (საქართველო) მსახურთა ოჯახში. ქმართან გაშორების შემდეგ, დედა ქალიშვილსა და ვაჟიშვილს მარტო ზრდიდა, ცხოვრობდნენ რთულად, ადრეულ ბავშვობა მოუწია საომარ პერიოდში, ომის ბოლო წლებშიც კი არავის იმედი აღარ ჰქონდათ. დედა მუშაობდა, მაყვალა სახლში დიასახლისი იყო. ამასთან მას ძალიან უყვარდა სიმღერა. მაყვალას დედისგან მემკვიდრეობით ჰქონდა ხმა, რომელიც ნამდვილი და დიდი იყო, ასევე გოგონა ძალიან მუსიკალური იყო. იგი მუდმივად უსმენდა კლასიკურ მუსიკას რადიოში. მოგვიანებით მომღერალი ერთ-ერთ ინერვიუში ამბობს: „მე ისე ადრე დავიწყე ოცნება მომღერლის კარიერაზე, რომ სხვა პროფესიებზე ფიქრისთვის დროც აღარ მრჩებოდა. 10 წლის ასაკში უკვე მივხვდი, რომ მე მქონდა ხმა, არა ბავშვური, არამედ ნამდვილი, სასიმღერო. რადიოში საოპერო ნაწარმოებებს ვუსმენდი, ჯერ კიდევ არ ვიციდი რა იყო ეს, მაგრამ ვმღეროდი! ვიმეორებდი რაც მესმოდა და ვგრძნობდი, რომ ვიპოვე ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული. არც კი მინდოდა სხვა პროფესიაზე ფიქრი“. დედამ მაყვალა მუსიკალურ სასწავლებელში შეიყვანა, სადაც ვოკალის განხრით სწავლობდა 1956 - 1960. მაგრამ მოხდა უარესი: დაიწყო დიდი პრობლემები ხმაზე. ერთხელ სასწავლებელს წვეული ცნობილი ქართველი მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე დაეხმარა მას, რომ მოესმინა მაყვალა ყოფილ დიდი თეატრის სოლისტს და იმ დროს თბილისის კონსერვატორიის პედაგოგ ვერა დავიდოვას. აღფრთოვანებული დარჩა ვ. დავიდოვა და გადაწყვიტა მაყვალას მომზადება, მან ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შესძლო მაყვალს ხმის ფორმაში ჩაყენება და აქედან დაიწყო დავიდოვას საუკეთესო მოსწავლის ვარსკვლავური გზა. მაყვალასთან მალევე მოვიდა წარმატება, იგი ჩაირიცხა თბილისის კონსევატორიაში და აქაც ვ. დავიდოვასთან განაგრძო სწავლა. მაყვალა თავის პედაგოგზე: „შესანიშნავი მუსიკოსი, განათლებული,ნიჭიერი მასწავლებელი, ვ.ა. დავიდოვამ ჩემს თვალწინ გადამიშალა პოეზიისა და კლასიკური მუსიკის სილამაზე. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდნენ ისეთი რთული საკითხები, როგორებიც არიან ვოკალური ტექნიკა, სტილის გრძნობა, სასიმღერო კულტურა - რისგანაც იქმნება პროფესიონალიზმი, საოპერო მომღერლის ოსტატობა.“
1964 წელს კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში კრისტოფ ვილიბალდ გლუკის „ორფეოსი“, სადაც მაყვალა ევრიდიკეს პარტიას ასრულებდა. 1965 წელს მაყვალამ მონაწილეობა მიიღო კავკასიის ფარგლებში მუსიკოს-შემსრებელთა კონკურსში სადაც პირველი პრემიის ლაურეატი გახდა. ახალგაზრდა მომღერალს სურდა, რომ იგი თბილისის ოპერაში მიეღოთ მაგრამ, თბილისში ჩამოვიდნენ წარმომადგენლები დიდი თეატრიდან , ამავე თეატრის დასის ხელმძღვანელი ა.ი ორფონოვის წინამძღოლობით, სტაჟიორი ჯგუფისთვის ხმების შერჩევის მიზნით. მან იმღერა არია ოპერიდან „ჩიო-ჩიო-სან“ და „ბოჰემა“. 1966 წელს მიიღეს დიდი თეატრის სტაჟიორთა ჯგუფში. ერთ წელისადში მან შეასრულა პრილეპას პარტია ოპერიადან „დედოფალი ყვავი“, პეტრე ჩაიკოვსკი და მიქაელას პარტია ოპერიდან „კარმენი“ ჟორჟ ბიზე და გახდა დასის სოლისტი. 1968 წელს მონაწილეობა მიიღო IX მსოფლიო ფესტივალში დამწყებთათვის და სტუდენტებისთვის სოფიაში, სადაც მეორე ლაურეატის და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო გამარჯვება 1973 წელს IX მსოფლიო ფესტივალზე მოიპოვა. მომღერალი არაჩვეულებრივი იყო ლირიკულ პარტიებში, თუმცა თავად მომღერალი არ ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ იგი მხოლოდ ლირიკული სოპრანო იყო, მას ასევე დრამატული პარტიებიც იზიდავდა. რაც დაამტკიცა როდესაც შეასრულა - მარგარიტას არია ოპერა „ფაუსტი“ შარლ გუნო; დონა ანას პარტია ოპერა „ქვის სტუმარი“ ა.ს დარგოვსკი; ლეონორას არია „ტრუბადურები“; ამელია პარტია „ბალ-მასკარადი“; აიდას(ასევე ამნერისის პარტიაც) პარტია „აიდა ჯუზეპე ვერდი და სხვ. 1970-იანი წლებში წარდგა პოლონეთში ფესტივალ „ვარშავის შემოდგომა“ გ. პლოვძივას სახელობის თეატრში ოპერა ევგენი ონეგინი. ჩეხოსლოვაკეთში იმავე ოპერით და ასევე მონაწილეობდა დადგმა „დედოფალი ყვავი“. მიიღო მონაწილეობა დიდი თეატრის გასტროლში, გასტროლის მანძილზე პარიზში „პარიზის ოპერის თეატრი“, მონრეალში, მილანში „ლა სკალას“ თეატრი, ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ვოკალური ხელოვნების მოყვარულებმა მომღერალი გაიცნეს ოპერებით „ევგენი ონეგინი“, „სიმონ კოტკო“, „ომი და მშვიდობა“, „მოთამაშე“. მან ჩაატარა ტურნე კანადისა და აშშ-ს 13 ქალაქში. 1980-იან წლებში ოთხი სეზონის განმავლობაში მუშაობდა თეატრ კოვენტ-გარდენში სადაც მონაწილეობა მიიღო ოპერებში: „დონ ჟუანი“ და „La Clemenza di Tito“ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. მაყვალამ მონაწილეობა მიიღო დადგმა „დესოფალ ყვავში“ ბოლონიაში. ასევე აიდას პირველი პარტია მიუნხენში, ამ წლებში პირველად შეასრულა ელიზაბეტას პარტია ოპერა „დონ კარლოსი“ ჯუზეპე ვერდი. 1990-იან წლებში დიდი თეატრის გასტროლით ოპერა „დედოფალი ყვავი“ იმღერა სიეტლში, ჰიუნსტონში და ვაშინგტონში. ნიუ-იორკში ცნობილ დარბაზ „კარნეგი-ჰოლში“ მან მონაწილეობა მიიღო საკონცერტო დადგმაში „თავადი იგორი“ ალექსანდე ბოროდინა. 2000 წელს ნიუ-ჯერსში იგი მღერის „აიდაში“, მაგრამ არა მთავარ პარტიას, რომელსაც იგი დიდი თეატრისა და სხვა მსოფლიოს დიდ სცენებზეა ასრულებდა, არამედ ამნერისის პარტიას(მეცო-სოპრანო). ამავე წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. აქვს ფართო საშემსრულებლო დიაპაზონი, უმღერია მსოფლიოს უამრავ თეატრებში.[1]