მარგარეტ მურეი

მარგარეტ ელის მურეი — ანგლო-ინდოელი ეგვიპტოლოგი, არქეოლოგი, ანთროპოლოგი, ისტორიკოსი და ფოლკლორ

მარგარეტ ელის მურეი (ინგლ. Margaret Alice Murray; დ. 13 ივლისი, 1863 – გ. 13 ნოემბერი, 1963) — ანგლო-ინდოელი ეგვიპტოლოგი, არქეოლოგი, ანთროპოლოგი, ისტორიკოსი და ფოლკლორისტი. პირველი ქალი, რომელიც დაინიშნა გაერთიანებულ სამეფოში არქეოლოგიის ლექტორად, მუშაობდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL) 1898 წლიდან 1935 წლამდე. მსახურობდა ფოლკლორის საზოგადოების პრეზიდენტად 1953 წლიდან 1955 წლამდე, თავისი კარიერის განმავლობაში მრავალი პუბლიკაცია გამოუქვეყნებია.

მარგარეტ მურეი
ინგლ. Margaret Alice Murray
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1863(1863-07-13)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი კოლკატა, Bengal Presidency, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 13 ნოემბერი, 1963(1963-11-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] (100 წლის)
გარდაცვალების ადგილი Welwyn
საქმიანობა ანთროპოლოგი, არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი[7]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი[7] [8]
ჯილდოები Fellow of the Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland[9]

დაიბადა მდიდარ საშუალო კლასის ინგლისურ ოჯახში კოლკატაში, ბრიტანეთის ინდოეთში. ახალგაზრდობის პერიოდი გაატარა ინდოეთში, ბრიტანეთსა და გერმანიაში, სადაც სწავლობდა მედდობასა და სოციალურ მუშაკობას. ლონდონში გადასვლისას, 1894 წელს მან დაიწყო ეგვიპტოლოგიის შესწავლა UCL-ში, მეგობრობა დაიწყო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ფლინდერს პეტრისთან, რომელმაც მხარი დაუჭირა მის აკადემიურ პუბლიკაციებს, ხოლო 1898 წელს დანიშნა უმცროს პროფესორად. 1902–1903 წლებში მონაწილეობა მიიღო პეტრის გათხრებში აბიდოსში, ეგვიპტეში, სადაც აღმოაჩინა ოსირეონის ტაძარი. შემდეგ გამოიკვლია საქარას სასაფლაო, რამაც კარგი რეპუტაცია მოუპოვა ეგვიპტოლოგიაში. ლექციებს კითხულობდა ბრიტანეთის მუზეუმსა და მანჩესტერის მუზეუმში. მას შემდეგ რაც ეგვიპტოლოგიით საზოგადოების დიდი ნაწილი დაინტერესდა, მურეიმ დაწერა რამდენიმე წიგნი ძველი ეგვიპტის შესახებ.

მურეი ასევე მჭიდროდ იყო ჩართული პირველი ტალღის ფემინისტურ მოძრაობაში, შეუერთდა ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ კავშირს. 1921 წლიდან 1931 წლამდე უხელმძღვანელა არქეოლოგიურ გათხრებს პრეისტორიულ ადგილებში, მალტასა და მენორკაზე და განავითარა ინტერესი ფოლკლორისტიკის მიმართ. 1927 წელს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება, 1928 წელს დაინიშნა ასისტენტ პროფესორად, ხოლო 1935 წელს დატოვა UCL. იმ წელს იგი ეწვია პალესტინას, რათა ემონაწილევა პეტრის ტალ ალ-აჯულის გათხრებში, 1937 წელს ხელმძღვანელობდა პატარა არქეოლოგიურ ექსპედიციებს, იორდანიაში. შემდგომში ფოლკლორის საზოგადოების თავმჯდომარეობისას, კითხულობდა ლექციებს ისეთ დაწესებულებებში, როგორიცაა კემბრიჯის უნივერსიტეტი და ქალაქის ლიტერატურული ინსტიტუტი.

მურეის ნამუშევრებმა ეგვიპტოლოგიასა და არქეოლოგიაში დიდი მოწონება დაიმსახურა, მას მიენიჭა მეტსახელი „ეგვიპტოლოგიის დიდი მოხუცი ქალი“.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

მარგარეტ მურეი დაიბადა 1863 წლის 13 ივლისს, კოლკატაში, მაშინ ბრიტანეთის ინდოეთის დიდ სამხედრო დედაქალაქში. ქალაქში მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი ოჯახის წევრები: მშობლები ჯეიმზ და მარგარეტ მურეი, უფროსი და სახელად მერი და მისი ბებია და დიდი ბებია.[10] ჯეიმზ მურეი, ინდოეთში დაბადებული ინგლისელი, იყო ბიზნესმენი და სერამპორის ქაღალდის ქარხნების მენეჯერი, იგი სამჯერ აირჩიეს კოლკატას სავაჭრო პალატის პრეზიდენტად. მისი მეუღლე, მარგარეტი 1857 წელს გადავიდა ინდოეთში, რათა ემუშავა მისიონერად, იგი ქადაგებდა ქრისტიანობას და ასწავლიდა ინდოელ ქალებს. მან ეს საქმე გააგრძელა ჯეიმზზე დაქორწინებისა და ორი ქალიშვილის გაჩენის შემდეგაც.მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრების უმეტესი ნაწილი კოლკატას ევროპულ მხარეში გაატარეს, მურეიმ შეძლო ინდური კულტურის გაცნობა. ბავშვობაში მურეის არასოდეს მიუღია ფორმალური განათლება, მოგვიანებით იგი ამაყობდა იმით, რომ უნივერსიტეტში შესვლისთვის არასდროს მოსწევია გამოცდის ჩაბარება.

1870 წელს მარგარეტი და მისი და მერი გაგზავნეს ბრიტანეთში, სადაც ბიძა ჯონთან, ვიკართან და მის მეუღლესთან ჰარიეტთან ერთად გადავიდნენ თავიანთ სახლში ლამბურნში, ბერკშირში. ჯონი მათ მტკიცე ქრისტიანული სარწმუნოების ღირებულებებს და მიზოგონიას აცნობდა, თუმცა მარგარეტი მას არ ეთანხმებოდა. ბიძამისი მარგარეტთან ერთად ხშირად დადიოდა ადგილობრივი არქეოლოგიური ძეგლების სანახავად, რამაც მარგარეტს არქეოლოგიისადმი ინტერესი გაუღვივა. 1873 წელს დედამისმა მურეი და მისი და მერი ევროპაში, კერძოდ, ბონში, გერმანიაში წაიყვანა, სადაც მათ შეისწავლეს გერმანული. 1875 წელს ისინი დაბრუნდნენ კალკოტაში და დარჩნენ იქ 1877 წლამდე. მარგარეტი გახდა კალკუტის გენერალური საავადმყოფოს მედდა, რომელსაც მართავდა Calcutta General Hospital-ი. ეხმარებოდა საავადმყოფოს ქოლერიის ეპიდემიასთან ბრძოლისას. 1887 წელს დაბრუნდა ინგლისში, გადავიდა რაგბიში, უორვიკშირში, სადაც ასევე იმყოფებოდა ახლად დაქვრივებული ბიძამისი, ჯონი. მარგარეტმა დაიწყო სოციალური მუშაკობა, იგი ეხმარებოდა ადგილობრივ არაპრივილიგებულ ადამიანებს. როდესაც მამამისი ჰერტფორდშირში, ინგლისში გადავიდა, 1891 წლამდე, მის გარდაცვალებამდე მარგარეტი მასთან იმყოფებოდა. 1893 წელს იმოგზაურა მადრასში, სადაც მისი და მერი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

საუნივერსიტეტო წლები

რედაქტირება

დედისა და დის წაქეზებით, მურეიმ გადაწყვიტა ჩაებარებინა ეგვიპტოლოგიის ახლად გახსნილ ფაკულტეტზე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL) ბლუმსბერიში, ცენტრალურ ლონდონში. ფაკულტეტი დაარსდა ამელია ედვარდსის, ეგვიპტის საძიებო ფონდის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის მიერ, განყოფილებას მართავდა პიონერი ადრეული არქეოლოგი სერ უილიამ ფლინდერს პეტრი და დაფუძნებული იყო UCL-ის სამხრეთ კლოისტერების ედუარდსის ბიბლიოთეკაში. მიურეიმ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლა დაიწყო 30 წლის ასაკში, 1894 წლის იანვარში. გაიარა კურსები ძველ ეგვიპტურ და კოპტურ ენებზე, რომლებსაც ასწავლიდნენ, ფრენსის ლეველინ გრიფიტი და ვალტერ იუნგ კრამი.[11]

მან მალევე გაიცნო ფლინდერს პეტრი, შექმნა ნახატები Qift-ში ჩატარებული ექსპედიციების შესახებ. პეტრიმ წაახალისა მარგარეტი, რომ დაეწერა მისი პირველი კვლევითი ნაშრომი, „საკუთრების წარმოშობა ეგვიპტის ისტორიის ადრეულ პერიოდებში“, რომელიც გამოქვეყნდა 1895 წელს ბიბლიური არქეოლოგიის საზოგადოების შრომებში. გახდა პეტრის ასისტენტი, ფრენსის გრიფიტის არყოფნის დროს მის ნაცვლად კითხულობდა ლექციებს.[12] 1898 წელს დაინიშნა უმცროსი ლექტორის თანამდებობაზე, პასუხისმგებელი იყო ეგვიპტოლოგიის განყოფილებაში ენობრივი კურსების სწავლებაზე; გახდა პირველი ლექტორი ქალი მთელ გაერთიანებულ სამეფოში. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ლექციებს კვირაში ორი დღე ატარებდა, დანარჩენ დროს უთმობდა ავადმყოფი დედის მოვლას. მის სტუდენტებს შორის იყვნენ: რეჯინალდ ენგელბახი, ჯორჯინა აიტკენი, გაი ბრუნტონი და მირტლ ბრუმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #123392810 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Babelio — 2007.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 328. — ISBN 978-1-85743-228-2
  7. 7.0 7.1 Sherman C. R., Holcomb A. M. Women as interpreters of the visual arts, 1820- 1979 // Womans Art Journal — 1980. — P. 31. — ISBN 978-0-313-22056-2 — ISSN 0270-7993; 2158-8457
  8. Who's who(untranslated), 1849. — ISSN 0083-937X
  9. Beyond Notability
  10. Sheppard 2013, p. 2.
  11. Sheppard 2013, p. 45.
  12. Sheppard 2013, pp. 48–49, 52.