მალალა იუსაფზაი

(გადამისამართდა გვერდიდან მალალა იუსუფზაი)

მალალა იუსაფზაი (პუშტუ ملاله یوسفزۍ, ინგლ. Malala Yousafzai; დ. 12 ივლისი, 1997[1], მინგორა)[2] — პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის გამოდის. მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, 2012 წლის 9 ოქტომბერს ძლიერად დაჭრეს ტერორისტული მოძრაობა „ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტან“-ის მებრძოლებმა. 2013 წელს მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია და სახაროვის პრემია. 2014 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ინდოელ კაილაშ სატიართისთან ერთად[3]. პრემია გადაეცა „ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩაგვრასთან ბრძოლისა და ბავშვების განათლების უფლებისთვის“.

მალალა იუსაფზაი
მშობლიური სახელი ملاله یوسفزۍ
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1997
პაკისტანის დროშა მინგორა, პაკისტანი
პროფესია მოსწავლე, ბლოგერი, უფლებადამცველი
ჯილდოები ნობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია, 2014

2014 წლის 29 ოქტომბერს მიენიჭა კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია, მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს[4].

ბიოგრაფია რედაქტირება

მალალა იუსაფზაი დაიბადა 1997 წლის 12 ივლისს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხაიბერ-პახტუნხვის პროვინციის სვატის რაიონში, საშუალო კლასის ოჯახში[5]. იგი არის ზიაუდინ იუსაფზაისა და ტორ პეკაი იუსაფზაის შვილი[6]. მამამისი ზიაუდინი პოეტი და განათლების აქტივისტია. მისი ოჯახი სუნიტური ისლამის მიმდევარია[7]. ეთნიკურად კი პუშტუნების ეროვნულ ჯგუფს მიეკუთვნებიან[8]. ოჯახს არ ჰქონდა საკმარისი ფული იმისათვის რომ საავადმყოფოში ემშობიარა დედამისს და მალალა მეზობლების დახმარებით სახლში დაიბადა[9]. მას სახელი დაარქვეს ცნობილი პუშტუნი პოეტისა და სამხრეთ ავღანელი მეომარი ქალის მალალა მაივანდელის მიხედვით[10][11]. ქალაქ მინგორაში იგი თავის ორ უმცროს ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა[7].

მალალა იუსაფზაი ფლობს პუშტუს, ურდუსა და ინგლისურს. განათლება ძირითადად მამიმისისაგან მიიღო, რომელიც არის პოეტი, სკოლის დირექტორი და განათლების აქტივისტი. ერთ-ერთ ინტერვიუში მალალამ თქვა, რომ მას სურდა ექიმი გამხდარიყო, მაგრამ მამამისმა ხელი შეუწყო მის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებას[7].

მუჰამედ ალი ჯინასა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს შთაგონებით, იუსაფზაიმ განათლების უფლებებზე საუბარი დაიწყო 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში, როდესაც მამამ იგი ფეშავარში წაიყვანა, რომ ადგილობრივ პრესკლუბში ესაუბრა[12].

განათლება რედაქტირება

2013 წლის მარტიდან 2017 წლის ივლისამდე მალალა იუსაფზაი სწავლობდა ბირმინგემში, ედგბასტონის საშუალო სკოლაში[13]. 2015 წლის აგვისტოში მან GCSE-ის სიტემით მიიღო 6 A და 4 As შეფასება[14]. იგი სწავლობდა გეოგრაფიას, ისტორიას, მათემატიკასა და რელიგიათმცოდნეობას[15]. ასევე განცხადებით მიმართა დარემისა და უორიკის უნივერსიტეტებს და ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლას. მალალა 2016 წელს გამოკითხეს ოქსფორდის კოლეჯ ლედი მარგარეტ ჰალში და მიიღო სამი A შეფასება. 2017 წლის აგვისტოში კი იგი მიიღეს ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის შესასწავლად[15][16]. 2020 წლის 19 ივნისს გამოცხადდა, რომ მან დაასრულა ფინალური გამოცდები უნივერსიტეტში[17].

ბლოგი რედაქტირება

2009 წლის დასაწყისში, 11 წლის ასაკში მალალა იუსაფზაი მსოფლიოში ცნობილი გახდა ბლოგის დამსახურებით, რომელსაც იგი წერდა BBC-სათვის. ბლოგზე იგი დეტალურად საუბრობდა თალიბების რეჟიმში საკუთარ ცხოვრებაზე, თუ როგორ ცდილობდნენ თალიბები დაეკავებინათ სვატის ხეობა, წერდა ასევე მათ შეხედულებებზე გოგონების განათლების განვითარების შესახებ. 2009 წლის დასასრულს პაკისტანის შეარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სრულმასშტაბიანი შეტევა ბოევიკების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია თალიბების განდევნა სვატის ხეობიდან. მალალა იუსუფზაიმ ამ მოვლენების ყოველდღიური აღწერისათვის პაკისტანის ყოველწლიური მშვიდობის ახალგაზრდულ ეროვნულ პრემიაზე პირველი ადგილი მოიპოვა.

2012 წელს მონაწილეობდა საზაფხულო საერთაშორისო ბანაკში, რომელიც გაიმართა სვატში[18].

თავდასხმა რედაქტირება

2012 წლის 9 ოქტომბერს მალალა იუსაფზაი სკოლის ავტობუსით ბრუნდებოდა სახლში. ავტობუსი გააჩერეს ნიღბიანმა და შეიარაღებულმა კაცებმა. ერთ-ერთი ბოევიკი ავტობუსში ავიდა და ბავშვებს დაუწყო გამოკითხვა, თუ რომელი იყო მალალა, როდესაც მისი პიროვნება დაადგინეს, თალიბმა გოგონას ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ტყვია მოხვდა თავში, კისერში და მარცხენა მხარში გამოვიდა, რის შედეგადაც დაიჭრა ასევე მალალას უკან მჯდარი ორი გოგონა. მალალა კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს პეშავარის სამხედრო ჰოსპიტალში. გოგონა იმყოფებოდა კომაში. მისი გადარჩენის შანსი ძალზედ მინიმალური იყო.

50 ისლამი სასულიერო პირის მიერ გამოიცა ფეტვა მათ წინააღმდეგ, ვინც სცადა მალალას მოკვლა.

როდესაც მალალას მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა, პაკისტანის მთავრობამ დიდ ბრიტანეთში გადაიყვანა. გოგონა მკურნალობას გადიოდა ბირმინგემის საავადმყოფოში. მამამისმა გააკეთა განცხადება, რომ გოგონა პაკისტანში ცხოვრებას დაუბრუნდებოდა დიდ ბრიტანეთში რეაბილიტაციის კურსის შემდეგ[19].

2012 წლის 16 ოქტომბერს პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჰმან მალიქმა განაცხადა, რომ მალალას გადაეცა „სიმამაცის ორდენის ვარსკვლავი“ ქალთა განათლების შესახებ თალიბების ტირანიის წინააღმდეგ საჯარო გამოსვლის გამო. ჯილდო გადასცა პირადად დიდი ბრიტანეთში პაკისტანის უმაღლესმა კომისარმა საიედ იბნ აბასმა, ლონდონში გამართულ საზეიმო მიღებაზე 2013 წლის 24 მარტს.

2013 წლის 4 იანვარს მალალა გამოწერეს საავადმყოფოდან[20].

მომდევნო წლები რედაქტირება

 
მალალა გაეროს შტაბ-ბინაში, 2013

2013 წლის 12 ივლისს, საკუთარ მე-16 დაბადების დღეზე, მალალა სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში.

2013 წლის 8 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთში, გამომცემლობა Weidenfeld & Nicolson-მა და აშშ-ში გამომცემლობა Little, Brown and Company-მა გამოსცეს მალალას ავტობიოგრაფიული წიგნი „მე ვარ მალალა: გოგო რომელიც სწავლის უფლებისათვის იბრძოდა, თალიბანმა კი მისი მოკვლა სცადა“, რომელიც დაწერილია ბრიტანელი ჟურნალისტის ქრისტინა ლამბის თანაავტორობით. იმავე დღეს, წიგნის გამოშვებაზე კომენტარის გაკეთებისას, თალიბების წარმომადგენელმა, შაჰიდულა შაჰიდმა, პაკისტანურ გაზეთ „The Daily Nation“-თან ინტერვიუში თქვა: „თუ ჩვენ კიდევ ერთი შანსი გვექნება, მას ნამდვილად მოვკლავთ. ისლამი კრძალავს ქალების მკვლელობას, მაგრამ გამონაკლისი შეიძლება იყოს მათთვის, ვინც იბრძვის ჩვენი რელიგიის წინააღმდეგ“[21]. 2014 წელს წიგნი გამოვიდა ინდოეთის ოთხ ენაზე: კანადაზე, მალაიალამზე, მარათჰიზე და ტამილურ ენებზე. 2015 წელს წიგნი გამოიცა რუსულ ენაზე. ამავე წელს ითარგმნა ქართულ ენაზე და გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ[22].

2013 წელს მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას პრემია[23][24] და ასევე სახაროვის პრემია[25][26].

2014 წელს ინდოელ კაილაშ სატიართისთან ერთად გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი „ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩაგვრასთან ბრძოლისა და ბავშვების განათლების უფლებისთვის“[27]. 17 წლის ასაკში გახდა ნობელის პრემიის არსებობის ისტორიაში გახდა მისი ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი[28].

2015 წლის 12 ივლისს მალალამ ლიბანში გახსნა სკოლა სირიიდან დევნილი გოგონებისათვის[29].

2014 წელს კონსტიტუციის ეროვნულმა ცენტრმა დააჯილდოვა ფილადელფიის თავისუფლების მედლით[30][31].

ფართო გამოხმაურება მოჰყვა მალალა იუსაფზაის ინტერვიუს ახალგაზრდა ამერიკელ ჟურნალისტთან და მწერალთან ჰილდა ლიშაკთან, რომელშიც მალალამ ყურადღება გაამახვილა გოგონების ბრძოლაზე უფასო და ხარისხიანი განათლების შესახებ.

სქოლიო რედაქტირება

  1. Memmot, Mark (9 October 2012). „Taliban Say They Shot Teenaged Pakistani Girl Who Exposed Their Cruelty“. NPR. ციტირების თარიღი: 15 October 2012.
  2. მალალა იუსაფზაის ბიოგრაფია. РИА Новости (10.10.2013).
  3. დასახელდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის დარგში
  4. მალალა იუსაფზაის „მსოფლიოს „ბავშვთა პრემია“ მიანიჭეს
  5. Rowell, Rebecca (1 September 2014). Malala Yousafzai: Education Activist. ABDO, გვ. 45. ISBN 978-1-61783-897-2. ციტირების თარიღი: 18 August 2017. 
  6. Thomas, Rebecca (6 November 2015). „Malala Yousafzai: Her father's daughter“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 April 2017.
  7. 7.0 7.1 7.2 Adam B. Ellick. (2009). Class Dismissed. [documentary]. დაარქივებულია ორიგინალიდან 11 October 2012-ში. https://web.archive.org/web/20121011083636/http://www.nytimes.com/video/2012/10/09/world/asia/100000001835296/class-dismissed.html. წაკითხვის თარიღი: 11 October 2012.
  8. Saleem Ali (14 October 2012). „Malala and Sharbat Gula: Pashtun Icons of Hope“. National Geographic. University of Queensland, Australia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 October 2013. ციტირების თარიღი: 29 September 2013.
  9. Throp, Claire (2015). Malala Yousafzai. Heinemann Raintree, გვ. 12. ISBN 978-1-4846-2469-2. ციტირების თარიღი: 19 August 2017. 
  10. „Diary of a Pakistani schoolgirl“. BBC News. 19 January 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2012. ციტირების თარიღი: 11 October 2012.
  11. „Bacha Khan's philosophy of non-violence and Benazir Bhutto's charisma inspires Malala“. The Express Tribune. 16 January 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 October 2012. ციტირების თარიღი: 11 October 2012.
  12. Following in Benazir's footsteps, Malala aspires to become PM of Pakistan en-US. The Express Tribune (10 December 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 August 2016. ციტირების თარიღი: 12 September 2016
  13. „Malala Yousafzai attends first day at Edgbaston High School in Birmingham“. BBC News. 19 March 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 December 2014. ციტირების თარიღი: 30 October 2014.
  14. Elgot, Jessica. (21 August 2015) Malala Yousafzai celebrates string of A* grades at GCSE. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 October 2017. ციტირების თარიღი: 24 October 2017.
  15. 15.0 15.1 Hill, Amelia. (17 August 2017) Schoolgirl campaigner Malala Yousafzai wins Oxford university place. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 October 2017. ციტირების თარიღი: 24 October 2017.
  16. Malala Yousafzai Has Been Accepted to Study at Oxford University (17 August 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 August 2017. ციტირების თარიღი: 17 August 2017.
  17. Malala Yousafzai graduates from Oxford University. BBC. ციტირების თარიღი: 19 June 2020.
  18. Alan Woods. IMT sympathiser shot in Swat — Barbarism must not prevail!
  19. Malala to return to Pakistan despite threats — Europe — Al Jazeera English
  20. Malala discharged from hospital – The Express Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-06. ციტირების თარიღი: 2013-01-05.
  21. Пакистанские талибы вновь пообещали убить девочку-блогера
  22. მე ვარ მალალა
  23. Malala Yousafzai
  24. Malala Yousafzai (Pakistan) 2013: Winner of the Anna Politkovskaya Award
  25. Malala Yousafzai receives 2013 Sakharov Prize for Freedom of Thought. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-13. ციტირების თარიღი: 2020-06-25.
  26. Malala Yousafzai - winner of the Sakharov Prize 2013
  27. Malala Yousafzai
  28. Nobel Laureates by Age
  29. Юная правозащитница открыла школу в Ливане. New Tang Dynasty Television (13 июля 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-13. ციტირების თარიღი: 2015-07-13.
  30. Malala Yousafzai
  31. Malala Yousafzai receives Liberty Medal in Philadelphia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-28. ციტირების თარიღი: 2020-06-25.
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: