ბაღდათი

(გადამისამართდა გვერდიდან მაიაკოვსკი)

ბაღდათი (ყოფ. მაიაკოვსკი) — ქალაქი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ბაღდათში არის თეატრი, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, მოქმედებს ბაღდათის წმინდა გიორგისა და წმინდა თამარ მეფის ტაძრები.

ქალაქი
ბაღდათი

ბაღდათის ცენტრი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბაღდათის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°04′04″ ჩ. გ. 42°49′29″ ა. გ. / 42.06778° ჩ. გ. 42.82472° ა. გ. / 42.06778; 42.82472
ადრეული სახელები მაიაკოვსკი
ამჟამინდელი სტატუსი 1981
ცენტრის სიმაღლე 200
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3707[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 434[2]
საფოსტო ინდექსი 1000[3]
ოფიციალური საიტი https://www.baghdati.gov.ge/
ბაღდათი — საქართველო
ბაღდათი
ბაღდათი — იმერეთის მხარე
ბაღდათი

გეოგრაფია

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყალზე, ქუთაისი-აბასთუმნისა და ვანი-ზესტაფონის საავტომობილო გზების კვეთაზე. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრზე, თბილისიდან 232 კილომეტრი, რიონის რკინიგზის სადგურიდან 19 კმ მანძილზე.

ბაღდათში ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14 °C, იანვრის 4,4 °C, ივლისის — 23 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -18 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 42 °C. ნალექების რაოდენობა 1500 მმ წელიწადში.

ბაღდათი ისტორიულ წყაროებში პირველად XVII საუკუნის I ნახევარში იხსენიება, თუმცა არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ დასახლება აქ უკვე შუა ფეოდალურ ხანაში ყოფილა. 1703 წელს ოსმალებმა დაიკავეს და აქ ჯერ ხის, შემდეგ ქვითკირის ციხე ააგეს, რომელშიც 100 იანიჩარისგან შემდგარი გარნიზონი იდგა. ამ დროს ბაღდათი პატარა ქალაქად იქცა. ის ახალციხის საფაშოს თურქობისა და იმერლების ბაზარსა და სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. 1737 წელს ბაღდათის ციხის გარნიზონი ასი კაცისაგან შედგებოდა და ძირითადად ტყვეთა სყიდვით იყო დაკავებული.

რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1770 წლის 2 ივლისს სოლომონ I-მა და გენერალმა ტოტლებენმა ოსმალები ბაღდათიდან გააძევეს. მას შემდეგ, რაც იმერეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ბაღდათის მნიშვნელობა დაკნინდა, ბაზარი და ვაჭრობა გაქრა. 1820-იან წლებში მისი სამოქალაქო მოსახლეობა 30 ოჯახი იყო, ხოლო ციხეში 100-კაციანი გარნიზონი იდგა.[4] 1830-იან წლებში ციხე უკვე მიტოვებული იყო. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წლის 10 იანვარს ბაღდათი გადაწვა სადამსჯელო რაზმმა.[5]

1926 წლისთვის ბაღდათის თემი შედგებოდა 13 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 11 409 ადამიანს. 1930 წელს ბაღდათის თემი ობჩის, საკრაულას და წითელხევის თემებთან ერთად გამოყოფილ იქნა ქუთაისის მაზრიდან, გაერთიანდა ერთ რაიონში და რაიონის ცენტრად გამოცხადდა სოფელი ბაღდათი. 1940 წელს ბაღდათს ეწოდა მაიაკოვსკი. 1981 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. საბჭოთა პერიოდში მაიაკოვსკიში მოქმედებდა ღვინის და საკონსერვო ქარხნები, ავეჯისა და მეფრინველეობის ფაბრიკები. 1990 წელს ეწოდა ბაღდათი.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3707 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1979 4800 -- --
1989[6]   5453 -- --
2002[6]   4724 2173 2551
2014[1]   3707 1793 1914

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ბაღდათში დაიბადა და ბავშვობის წლები გაატარა ვლადიმერ მაიაკოვსკიმ, სწორედ მის პატივსაცემად ეწოდებოდა ქალაქს და რაიონს 1940-1990 წლებში მაიაკოვსკი.

ფოტოგალერეა

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 171 — „განათლება“, თბილისი, 1987
  5. დასავლეთ საქართველოში // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 24 იანვარი, 1906, № 2986, გვ. 1.
  6. 6.0 6.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.