ბაღდათის ციხე, თხმელის ციხე — ციხესიმაგრე ისტორიულ დასავლეთ საქართველოში, იმერეთში (ბაღდათის ტერიტორია), მდინარე ხანისწყლის ნაპირას. ვახუშტი ბატონიშვილის და თურქი ისტორიკოსის მეჰმედ რაშიდის ცნობით ბაღდათის ციხე ააგეს ოსმალებმა და შიგ თავიანთი მეციხოვნე ჩააყენეს (1703 წ.). ბაღდათის ციხე თავდაპირველად თხმელისაგან იყო აგებული და თხმელის ციხესაც ეძახდნენ. მოგვიანებით თურქებმა აქ ქვის ციხეც ააშენეს. 1703-1770 წლებში ბაღდათის ციხე იმერეთის ერთი იმ ოთხ ციხეთაგანი იყო, სადაც თურქთა გარნიზონი იდგა და ამოწმებდა იმერეთიდან მესხეთში მიმავალ გზას. დასავლეთ საქართველოს 1737 წლის რუკის მიხედვით, ბაღდათის ციხის გარნიზონი ასი კაცისაგან შედგებოდა და ძირითადად ტყვეთა სყიდვით იყო დაკავებული, 1770 წლის 2 ივლისს ბაღდათის ციხეს ალყა შემოარტყა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ჯარმა და გენერალ ტოტლებენის ხელქვეით მყოფმა რუსთა ჯარმა. ციხის გარნიზონმა იმერეთის დედოფალ მარიამს მიმართა, მისგან უვნებლობის ფიცი მიიღო და ციხეც მას ჩააბარა. დღეისათვის ბაღდათის ციხის მხოლოდ სარდაფია შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 378.
  • მ. რეხვიაშვილი, იმერეთი XVIII საუკუნეში, თბ. 1982