კრატერული ტბა
კრატერული ტბა ან ვულკანური ტბა — ტბა, წარმოქმნილი ვულკანური კრატერის, კალდერის, მაარის ან დარტყმითი კრატერის წყლით შევსების გზით. რადგანაც კრატერს, როგორც წესი, აქვს წრის ფორმა და მაღალი კედლები, კრატერულ ტბას აქვს ცოტა შენაკადი და თითქმის არ აქვს მდინარეული ჩამონადენი. კრატერი ჩვეულებრივ ივსება წვიმის წყლით (მაარები - გრუნტის წყლებით) და წონასწორობას აღწევს შეღწევადობისა და აორთქლების შედეგად. დროთა განმავლობაში ეროზიის გამო შეიძლება წარმოიშვას მიწისზედა დინება ან შედინებაც კი, როგორც მაგალითად ტაუპოს ტბა ახალ ზელანდიაში, რომელზეც მიედინება მდინარე უაიკატო.
ვულკანურ კრატერში წყალი ზოგჯერ შეიცავს მინარევებს, რის გამოც ტბაში სიცოცხლე შეუძლებელია. ასეთი ხშირად გაფერადებული, მჟავებით გაჯერებული ტბების მაგალითებია რინკონ-დე-ლა-ვიეხა და ირასუ კოსტა-რიკაში. ნახშირორჟანგის შემცველობა შეიძლება ასევე იყოს საკმაოდ მაღალი და გახდეს ლიმნოლოგიური კატასტროფის მიზეზი, როგორიც მოხდა ნიოსის ტბაზე კამერუნში.
ზოგიერთი კრატერული ტბა
რედაქტირება- აფრიკა
- ამერიკა
- აზია
- ელგიგიტგინი (დარტყმითი კრატერი, ციმბირი, რუსეთი)
- ნემრუთი (კალდერა, თურქეთი)
- კურილის ტბა (კალდერა, კამჩატკის ნახევარკუნძული, რუსეთი)
- ტიანჩის ტბა (მთის კალდერა, ჩრდილოეთი კორეა/ჩინეთი)
- პინატუბო (ფილიპინები)
- კელუდი (ინდონეზია)
- ტობა (კალდერა, ინდონეზია)
- ტოვადა (კალდერა, იაპონია)
- ტაძავა (კალდერა, იაპონია)
- ოკეანეთი
- ტაუპოს ტბა (კალდერა, ახალი ზელანდია)
- ევროპა
- სილიანი (დარტყმითი კრატერი, შვედეთი)
- იესკიუვატნი (კალდერა, ისლანდია)
- კერიდი (ისლანდია)
- ვინდსბორნი (ვულკანური კრატერი, გერმანია)
- ლახერ-ზე (კალდერა, ხშირად აღინიშნება, როგორც მაარი, გერმანია)
- Jezero
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კრატერული ტბის აღწერა დაარქივებული 2007-08-22 საიტზე Wayback Machine. GTZ-ს ფურცლებზე