კრატერის ტბა (ინგლ. Crater Lake) — კრატერული წარმოშობის ტბა აშშ-ში, ორეგონის შტატში. კრატერის ტბის ეროვნული პარკის მთავარი ღირსშესანიშნავი ობიექტი. მუქი ლურჯი ფერისაა, დამახასიათებელია დიდი სიღრმეები. მდებარეობს ზღვის დონიდან 1883 მ სიმაღლეზე, კასკადოვან მთებში, დიდი ვულკანური კალდერის ფარგლებში. მაქსიმალური სიღრმე 594 მ. ტბა ნაწილობრივ ავსებს 1220 მ სიღრმის კალდერას, რომელიც ჩამოყალიბდა დაახლოებით 7700 წლის წინათ ვულკან მაზამის დანგრევის შედეგად. აშშ-ის უღრმესი ტბა. პირველი ევროპელი ამერიკელი რომელმაც მოინახულა ტბის ნაპირები იყო ჯონ უესლი ჰილმანი. ტბა განთქმულია აგრეთვე მორით, რომელსაც „ტბიურ მოხუცს“ უწოდებენ. მორი 100 წელზე მეტია რაც ტბაში ტივტივებს ვერტიკალური მიმართულებით. წყლის დაბალი ტემპერატურის გამო მორი მეტად კარგად არის შემონახული.

კრატერის ტბა
ინგლ. Crater Lake
„ჯადოსური კუნძული“
„ჯადოსური კუნძული“
კოორდინატები: 42°55′53″ ჩ. გ. 122°06′46″ დ. გ. / 42.93139° ჩ. გ. 122.11278° დ. გ. / 42.93139; -122.11278
მდებარეობა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე ზღვის დონიდან 1883 
სიგრძე 9,7 კმ
სიგანე 8,0 კმ
ფართობი 53 კმ²
მოცულობა 18,7 კმ³
საშუალო სიღრმე 350 
მაქსიმალური სიღრმე 594 
კრატერის ტბა — აშშ
კრატერის ტბა

ვულკანი მაზამა არის კასკადოვანი მთების ვულკანური რკალის ნაწილი, რომელიც ძირითადად შედგება ანდეზიტებისაგან, დაციტებისგან და რიოდაციტებისაგან. კალდერა წარმოიქმნა მძლავრი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად. მოგვიანებით ლავის ამოღვრას მოჰყვა კალდერის ცენტრში ბაქნის წარმოქმნა. ნალექებმა და მეწყრულმა დანალექებმა დაფარეს კალდერის ფსკერი. დროთა განმავლობაში კალდერა გაცივდა, დაგროვდა ატმოსფერული ნალექები და შედეგად წარმოიქმნა ტბა. მოგვიანებით მეწყერმა კალდერის კიდეებზე შექმნა გამოზიდვის კონუსები და ტურბიდიტული დანალექები ტბის ფსკერზე. ფუმაროლები და ცხელი წყაროები იმ პერიოდში მეტად აქტიური იყო. გარკვეული დროის შემდეგ ტბის კალდერის კიდეები შედარებით გასტაბილურდა, ფერდობები დაიფარა ხშირი ტყით. ტბაში არის ორი კუნძული. დამახასიათებელია სუბალპური კლიმატი. ზაფხულში ამინდი რბილი და მშრალია, ზამთარი ცივია. ხელოვნურად არის შეყვანილი კალმახი და ორაგული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება