მაზამა
მაზამა (ინგლ. Mount Mazama) — დანგრეული სტრატოვულკანი კასკადოვან მთებში. სიმაღლე 2487 მ. აგებულია ანდეზიტებით, დაციტებითა და რიოდაციტებით. ძველი წელთაღრიცხვის 4860 წელს მოხდა გიგანტური ამოფრქვევა, რასაც მოჰყვა პემზის გასროლა 140 კმ რადიუსის მანძილზე. ცარიელი მაგმური კერა დაინგრა, წარმოიქმნა კალდერა, რომელიც მოგვიანებით წყლით აივსო. კრატერის ტბის წარმოქმნა სწორედ მაზამის მოქმედებასთანაა დაკავშირებული.
მაზამა | |
---|---|
კოორდინატები: 42°54′59″ ჩ. გ. 122°05′04″ დ. გ. / 42.91639° ჩ. გ. 122.08444° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
სიმაღლე | 2487 მ |
ქედი | კასკადოვანი მთები |