კატმაი
კატმაი (ინგლ. Katmai) — მოქმედი ვულკანი ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის ნახევარკუნძულზე, ალეუტის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. სიმაღლე 2047 მ. აგებულია ანდეზიტებითა და დაციტებით. 1912 წლის 6 ივნისს მოხდა უძლიერესი ამოფრქვევა; კრატერის ადგილზე წარმოიშვა კალდერა ტბით, რომლის ზომებია 4,5×3 კმ. სიღრმე დაახლოებით 1200 მ. ამოფრქვევის შემდეგ კალდერაში მოხდა ბლანტი ლავის უმნიშვნელო ამოფრქვევა, რომელმაც შექმნა ვულკანური გუმბათი. 1956 წელს კვლავ ახლდა ძლიერი აფეთქებები. კატმაი სტრატოვულკანია. ამოფრქვევას წინ უსწრებს ვულკანური მიწისძვრა. კატმაის კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია ფიჭვის ტყით, ზედა ნაწილში მთის ტუნდრაა. ჩრდილოეთ კალთაზე მყინვარებია. შედის კატმაის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. ბინადრობს ალასკის მურა დათვი, გვხვდება ფრინველების 150 სახეობა.
კატმაი | |
---|---|
კატმაი და კრატერული ტბა, 1980 წლის სექტემბერი | |
კოორდინატები: 58°16′43″ ჩ. გ. 154°57′24″ დ. გ. / 58.27861° ჩ. გ. 154.956917° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
სიმაღლე | 2047 მ |
ქედი | ალეუტის ქედი |
ბოლო ამოფრქვევა | 1912 |