სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტობა (მრავალმნიშვნელოვანი).

ტობა (ინდონ. Danau Toba) — დიდი ტბა ინდონეზიაში, კუნძულ სუმატრის ჩრდილო ნაწილში, ჩრდილოეთი სუმატრის პროვინციაში. განლაგებულია ბატაკის ვულკანური ზეგნის ფარგლებში, ტექტონიკურ ქვაბულში, ამავე სახელწოდების ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გაჩენილ კალდერაში, ზღვის დონიდან 905 მ სიმაღლეზე.

ტობა
ინდონ. Danau Toba
ტობა
ტობა
კოორდინატები: 02°37′ ჩ. გ. 98°49′ ა. გ. / 2.617° ჩ. გ. 98.817° ა. გ. / 2.617; 98.817
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სიმაღლე ზღვის დონიდან 905 
სიგრძე 100 კმ
სიგანე 30 კმ
ფართობი 1300 კმ²
მოცულობა 240 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 505 
გამომდინარე მდინარე ასაჰანი
ტობა (ტბა) — ინდონეზია
ტობა (ტბა)
ტობა (ტბა) — სუმატრა
ტობა (ტბა)

წარმოადგენს 69 000 — 77 000 წლის წინ მომხდარი კოლოსალური ვულკანური ამოფრქვევის ადგილსამყოფელს, რომელმაც გამოიწვია გლობალური კლიმატური ცვლილებანი. მიჩნეულია, რომ ვულკანური ამოფრქვევების შკალით 8 ბალით შეფასებული ეს ამოფრქვევა იყო დედამიწაზე მომხდარი ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა უკანასკნელი 25 მილიონი წლის განმავლობაში. დადგინდა, რომ ვულკან ტობის ამოფრქვევამ გამოიწვია ვულკანური ზამთარი და ტემპერატურის საყოველთაო დაწევა 3 °C-დან 5 °C-მდე დაბალ განედებში და 15 °C-მდე შედარებით მაღალ განედებში. კუნძულ სუმატრაზე მდებარე ტბებიდან ტობა უდიდესია.

ტობის კალდერის კომპლექსი, რომელიც ეკვრის კუნძულ სუმატრის ვულკანურ სარტყელს წარმოიქმნა სამი ძირითადი მეოთხეული ამოფრქვევის შედეგად. უკანასკნელი ამოფრქვევა, რომელმაც დაასრულა კალდერის ჩამოყალიბება, წარმოდგენილია ვულკანური ტუფის დანალექებით, რომელსაც ტობის ახალგაზრდა ტუფები ეწოდება. პიროკლასტური მასალის მოცულობამ გამოტანილი ამოფრქვევის შედეგად, შეფასების თანახმად, მიაღწია 2800 კმ³-ს, რაც აღნიშნულ ამოფრქვევას უახლეს გეოლოგიურ ისტორიაში ცნობილ ამოფრქვევათა შორის ერთ-ერთი უდიდესს ხდის.

ამ ამოფრქვევის შემდეგ აღორძინებული გუმბათი ჩამოყალიბდა ახალი კალდერის ფარგლებში, რომელიც შეუერთდა ორ ნახევარგუმბათს. ამჟამად ტობის კალდერა, რომლის სიგრძე 100, ხოლო სიგანე 30 კმ-ია, წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს კალდერას მსოფლიოში. კალდერის შიგნით, ოთხი ვულკანური კონუსი, სამი ვულკანური კრატერი და ოთხი სტრატოვულკანია.

ტბის ზედაპირის ფართობია 1130 კმ², მაქსიმალური სიგრძე 100 კმ, მაქსიმალური სიგანე 30 კმ, უდიდესი სიღრმე 505 მ, წყლის მოცულობა 240 კმ³. ტბის შუა ნაწილში მდებარეობს კუნძული სამოსირი, რომლის ფართობია 640 კმ². ტობა გამდინარეა. მისგან გამოედინება მდინარე ასაჰანი, რომელიც მალაკის სრუტეს ერთვის. რბილი კლიმატი და განსაკუთრებული ბუნებრივი პირობები ქმნიან ეთნო- და ეკოტურიზმის პირობებს. განვითარებულია თევზჭერა, ადგილობრივი ნაოსნობა. სანაპიროს გასწვრივ ბრინჯის მდელოებია. 2018 წლის 18 ივნისს ტობის ტბაში გემი ჩაიძირა, რის შედეგად 190 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარდა.[1] ხისგან დამზადებულ გემში, რომელიც სამოსირის რაიონიდან სიმალუნგუნის რაიონში მიდიოდა, წყალი შევიდა და გემი მალევე ჩაიძირა. გემის ჩაძირვის სავარაუდო მიზეზებს შორის უამინდობა და გემის გადატვირთულობა დასახელდა.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება