ნიოსის ტბა
ნიოსის ტბა (ფრანგ. Lac Nyos) — კრატერული ტბა კამერუნში. მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის მენჩუმის დეპარტამენტში.
ნიოსი | |
---|---|
ფრანგ. Lac Nyos | |
კოორდინატები: 06°26′17″ ჩ. გ. 10°17′56″ ა. გ. / 6.43806° ჩ. გ. 10.29889° ა. გ. | |
მდებარეობა | კამერუნი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1091 მ |
სიგრძე | 2 კმ |
სიგანე | 1,2 კმ |
ფართობი | 1,58 კმ² |
მოცულობა | 0,15 კმ³ |
მაქსიმალური სიღრმე | 208 მ |
გამომდინარე მდინარე | ჟონგა |
1986 წლის 21 აგვისტოს, ტბაზე მოხდა ლიმნოლოგიური კატასტროფა, რომელმაც შეიწირა 1700 ადამიანის სიცოცხლე[1]. ორი წლით ადრე, 1984 წლის 15 აგვისტოს, მსგავსი კატასტროფა დატრიალდა ასევე კამერუნში, მანუნის ტბაზე, სადაც მსხვერპლთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია. ორივე კატასტროფის დროს ტბიდან დიდი სისწრაფით ამოიფრქვა ნახშირორჟანგი (CO2). გაზმა გაანადგურა ტბის გარშემო 27 კმ-ის რადიუსში არსებული ყველა ცოცხალი არსება[1].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Lake Nyos Dam Assessment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-31. ციტირების თარიღი: 2012-07-12.