ტიანჩის ტბა
ტიანჩის ტბა (აგრეთვე ცნობილი როგორც ციური ტბა) — კრატერული ტბა ჩინეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე, ზღვის დონიდან 2189,1 მ სიმაღლეზე. მოქცეულია ვულკან პექტუსანის კალდერაში. ფართობი 9,82 კმ². მაქსიმალური სიღრმე 384 მ. ნაპირები მეტად ციცაბოა, მრავალ ადგილას თითქმის შვეული. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ივნისის შუა რიცხვებამდე ტბის ზედაპირი დაფარულია ყინულით. იკვებება წვიმის წყლით. წყალი მეტად გამჭვირვალეა. გამდინარეა. ტბიდან გამოედინება მდინარე სუნგარის ერთ-ერთი შენაკადი ერდაობაიხე. 1979 წლიდან ტბა შედის საერთაშორისო ბიოსფერული ნაკრძალის შემადგენლობაში. არის თევზი.
ტიანჩის ტბა | |
---|---|
![]() ვულკან პექტუსანის კრატერში მოქცეული ტიანჩის ტბა | |
კოორდინატები: 42°00′22″ ჩ. გ. 128°03′25″ ა. გ. / 42.00611° ჩ. გ. 128.05694° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2189,1 მ |
ფართობი | 9,82 კმ² |
საშუალო სიღრმე | 213 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 384 მ |
გამომდინარე მდინარე | ერდაობაიხე |