ტაუპოს ტბა
ტაუპო (ინგლ. Taupo) — ტბა ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთის კუნძულზე. ახალი ზელანდიის უდიდესი ტბა. მდებარეობს ვულკანურ პლატოზე, ზღვის დონიდან 356 მ სიმაღლეზე. ფართობი 616 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 3487 კმ², წყლის მოცულობა 59 კმ³. უდიდესი სიღრმე 186 მ. დრენირებულია ახალი ზელანდიის უდიდესი მდინარით — უაიკატოთი. ტბას ერთვის მდინარეები: უაიტაჰანუი, ტონგარირო, ტაურანგა-ტაუპო.
ტაუპო | |
---|---|
ინგლ. Taupo | |
ტაუპოს ტბა | |
კოორდინატები: 38°49′00″ ს. გ. 175°55′00″ ა. გ. / 38.81667° ს. გ. 175.91667° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 356 მ |
სიგრძე | 46 კმ |
სიგანე | 33 კმ |
ფართობი | 616 კმ² |
მოცულობა | 59 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 193 კმ |
საშუალო სიღრმე | 110 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 186 მ |
აუზის ფართობი | 1388 კმ² |
კალდერაში მოქცეული ვულკანური წარმოშობის ტბაა. ქვაბულის გენეზისი უკავშირდება სუპერვულკანის ამოფრქვევას. მოიცავს რამდენიმე ვულკანური წარმოშობის კრატერის ნაშთს, მათ შორის ვულკან ტაუპოს კრატერის რელიქტსაც. ტაუპოსა და მეზობლად მდებარე ვულკანების კატასტროფული ამოფრქვევების შედეგად დაახლ. 1800 წლის წინ შეიქმნა მოზრდილი კალდერა, რომელიც თანადროულ დროში ტბამ დაიკავა. ტაუპოს ტბა პირველად მოინახულეს ევროპელებმა 1830-იან წწ. ტბის სახელწოდება მომდინარეობს მაორიდან („ტაუპო ნუი ტია“) და ნიშნავს „დიდ მოსასხამს“.
ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულია ზომიერი კლიმატი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მერყეობს 23.3 °C-იდან 11.2 °C-მდე. წვიმის სახით ნალექები მთელი წლის განმავლობაშია. ტბის ირგვლივ იმართება მასობრივი ველოსიპედური შეჯიბრებები.
განვითარებულია ტურიზმი. დასვენების პოპულარული ადგილია. ტაუპოს ტბას წლიურად სტუმრობს 1,2 მლნ. ადამიანი. არის მრავალრიცხოვანი გეოთერმული წყაროები. ტბის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე გაშენებულია ქალაქი ტაუპო. თევზჭერა. მოიპოვება კალმახი.
ტბის სანაპიროსთან აღმართულ კლდებზე შემორჩენილია მაორული ნახატები, რომელთა ხილვაც მხოლოდ ნავით მისვლით არის შესაძლებელი. ტაუპოს ტბიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ტონგარიროს ეროვნული პარკი.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტაუპოს ტბა – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- ტაუპოს ტბა (ინგლისური)
- ტაუპოს ტბა დაარქივებული 2018-02-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ტაუპოს ტბა (ინგლისური)
- ტაუპოს ტბა დაარქივებული 2005-02-08 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ტაუპოს ტბა დაარქივებული 2006-10-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)