კვაჭალათი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

კვაჭალათისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ლიხაურის თემში (სოფლები: აჭი, კვაჭალათი, ლიხაური, ნიაბაური). მდებარეობს ზღვის დონიდან 140 მ., ოზურგეთიდან 6 კმ. მდინარე აჭისწყლის ხეობაში. სოფელში დაიბადა სიმონ სურგულაძე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

სოფელი
კვაჭალათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ლიხაური
კოორდინატები 41°52′55″ ჩ. გ. 42°01′07″ ა. გ. / 41.88194° ჩ. გ. 42.01861° ა. გ. / 41.88194; 42.01861
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 694[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %, სომხები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კვაჭალათი — საქართველო
კვაჭალათი
კვაჭალათი — გურიის მხარე
კვაჭალათი

სოფლის სახელწოდება შესაძლოა ქვიანი ჭალიდან მოდიოდეს. სოფელში იდგა XVIII საუკუნის დავითისა და კონსტანტინეს სახელობის ეკლესია, რომელიც 1918 წელს ოსმალეთის იმპერიის შემოსევის დროს იქნა დანგრეული. ეკლესია იყო ბაზილიკური ტიპის, ნაშენი ქვით დუღაბზე. დღეისათვის შემორჩენილია ეკლესიის საძირკველი და ქვის ფრაგმენტები.[2]

1923 წელს კვაჭალათში ტერორისტული აქტის შედეგად ფირალმა გოგია ღლონტმა მოკლა საბჭოთა რევოლუციონერი ალექსანდრე ობოლაძე. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეფრინველეობის ფერმა. გავრცელებული იყო მეჩაიეობა.

მოსახლეობა

რედაქტირება

1874 წელს სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 60 კომლს.[3]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1911[4] 1300
2002   939
2014   694 350 344

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პორტალი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-28. ციტირების თარიღი: 2019-09-28.
  3. ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 92.
  4. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 167.