იუპიტერის შიდა თანამგზავრები

იუპიტერის შიდა თანამგზავრები, ამალთეას ჯგუფი — ოთხი თანამგზავრისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ყველაზე ახლოს მდებარეობენ (მათი ორბიტების დიდი ნახევარღერძი მოქცეულია 128000-221900 კმ-ს შორის) პლანეტა იუპიტერთან. ესენია: 1) მეტისი, 2) ადრასტეა, 3) ამალთეა და 4) თებე. აღნიშნული ჯგუფის თანამგზავრები გამოირჩევიან პლანეტის ირგვლივ სინქრონული ბრუნვით, ორბიტების მცირე დახრით, დაბალი ექსცენტრისიტეტით და არ მოძრაობენ რეტროგრადული მიმართულებით.

იუპიტერის შიდა თანამგზავრები

შიდა ორი თანამგზავრი (მეტისი და ადრასტეა), ორბიტაზე ერთ დღეზე ნაკლებ დროში ბრუნავს, ხოლო ეს უკანასკნელი იუპიტერის სისტემის სიდიდით მეხუთე და მეშვიდე თანამგზავრებია. დაკვირვებები მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფის ყველაზე დიდი თანამგზავრი, ამალთეა, მის ორბიტაზე კია არა, არამედ ჩამოყალიბდა პლანეტისგან შორს, ან რომ ის არის მზის სისტემის მიერ დატყვევებული სხეული.[1] ეს თანამგზავრები, ისევე როგორც მრავალი ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებული შიდა პატარა თანამგზავრი, მათგან გამოტყორცნილი მტვრით, ავსებს და მხარს უჭერს იუპიტერის სუსტი რგოლების სისტემას. ასე მაგალითად მეტისი და ადრასტეა ქმნიან იუპიტერის მთავარ რგოლს, ხოლო ამალთეა და თებე — საკუთარ სუსტ გარე რგოლებს.[2][3]

ფიზიკური და ორბიტალური მაჩვენებლები

რედაქტირება
ნომერი სახელი ეპონიმი სურათი აბსოლ.
ვარსკვ. სიდიდე
დიამეტრი (კმ) მასა
(×1016 კგ)
დიდი ნახევარღერძი
(კმ)
ორბიტალური პერიოდი
(დღე-ღამე)
დახრა (°) ექსცენტრ. აღმოჩენის თარიღი გამოცხადების წელი აღმომჩენი ჯგუფი
XVI მეტისი მეტისი
(Μῆτις)
 
10.5 43
(60 × 40 × 34)
≈ 3.6 128000 +0.2948
(+7სთ 04წთ 29წმ)
0.060 0.0002 1979 1980 სინოტი
(ვოიაჯერ 1)
შიდა
XV ადრასტეა ადრასტეია
(Ἀδράστεια)
 
12.0 16.4
(20 × 16 × 14)
≈ 0.20 129000 +0.2983
(+7სთ 09წთ 30წმ)
0.030 0.0015 1979 1979 ჯუიტი,
დანიელსონი
(ვოიაჯერ 2)
შიდა
V ამალთეა ამალთეა
(Ἀμάλθεια)
 
7.1 167
(250 × 146 × 128)
208 181400 +0.4999
(+11სთ 59წთ 53წმ)
0.374 0.0032 1892 1892 ბარნარდი შიდა
XIV თებე თებე
(Θήβη)
 
9.0 98.6
(116 × 98 × 84)
≈ 43 221900 +0.6761
(+16სთ 13წთ 35წმ)
1.076 0.0175 1979 1980 სინოტი
(ვოიაჯერ 1)
შიდა
  1. Anderson, J. D.; Johnson, T. V.; Schubert, G.; Asmar, S.; Jacobson, R. A.; Johnston, D.; Lau, E. L.; Lewis, G.; Moore, W. B.; Taylor, A.; Thomas, P. C.; Weinwurm, G. (27 May 2005). „Amalthea's Density is Less Than That of Water“. Science. 308 (5726): 1291–1293. Bibcode:2005Sci...308.1291A. doi:10.1126/science.1110422. PMID 15919987. S2CID 924257.
  2. Burns, Joseph A.; Simonelli, Damon P.; Showalter, Mark R.; Hamilton, Douglas P.; Porco, Carolyn C.; Throop, Henry; Esposito, Larry W. (2004). „Jupiter's Ring-Moon System“ (PDF). In Bagenal, Fran; Dowling, Timothy E.; McKinnon, William B. (eds.). Jupiter: The Planet, Satellites and Magnetosphere. Cambridge University Press. pp. 241–262. Bibcode:2004jpsm.book..241B. ISBN 978-0-521-81808-7.
  3. Burns, Joseph A.; Showalter, Mark R.; Hamilton, Douglas P.; Nicholson, Philip D.; de Pater, Imke; Ockert-Bell, Maureen E.; Thomas, Peter C. (14 May 1999). „The Formation of Jupiter's Faint Rings“ (PDF). Science. 284 (5417): 1146–1150. Bibcode:1999Sci...284.1146B. doi:10.1126/science.284.5417.1146. PMID 10325220. S2CID 21272762. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 5 December 2020.