ედვარდ ემერსონ ბარნარდი
ედვარდ ემერსონ ბარნარდი (ინგლ. Edward Emerson Barnard; დ. 16 დეკემბერი, 1857, ნეშვილი, აშშ — გ. 6 თებერვალი, 1923, უილიამს ბეი, უისკონსინი, აშშ) — ამერიკელი დამკვირვებელი ასტრონომი, ვაშინგტონის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.
ედვარდ ემერსონ ბარნარდი | |
---|---|
ინგლ. Edward Emerson Barnard | |
დაბ. თარიღი | 16 დეკემბერი, 1857[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ნეშვილი[6] |
გარდ. თარიღი | 6 თებერვალი, 1923[1] [7] [2] [3] [4] [5] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | Williams Bay[6] |
მოქალაქეობა | აშშ[8] |
საქმიანობა | ასტრონომი, ფოტოგრაფი[9] და უნივერსიტეტის პროფესორი[6] |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი[6] , ლიკის ობსერვატორია[9] და ვანდერბილტის უნივერსიტეტი[6] |
ალმა-მატერი | ვანდერბილტის უნივერსიტეტი[9] |
ჯილდოები | ჟიულ ჟანსენის პრემია[6] , ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი[6] , ლალანდის პრემია[6] , ბრიუსის მედალი[6] , ჟანსენის მედალი[6] და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ღარიბ ოჯახში, ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ასტრონომიითა და ფოტოგრაფიით. 19 წლის ასაკში მან შეაგროვა ფული პატარა ტელესკოპისთვის. 1881-1882 წლებში მან აღმოაჩინა სამი ახალი კომეტა, რის შემდეგაც ადგილობრივმა ფილანტროპებმა გადაიხადეს ვანდერბილტის უნივერსიტეტში სწავლის საფასური. სწავლის დასრულების შემდეგ ბარნარდმა დაიცვა დისერტაცია და გახდა პროფესიონალი ასტრონომი-დამკვირვებელი.
1887-1895 წლებში იყო ლიკის ობსერვატორიის ასტრონომი, რომელიც ატარებდა დაკვირვებებს პლანეტებსა და მკრთალ ვარსკვლავებზე. მიიღო ირმის ნახტომისა და ნისლეულების მრავალი ფოტო. ის ცნობილია „ბნელი ნისლეულების“ (გაზისა და მტვრის ვარსკვლავთშორისი ღრუბლების) შესწავლით, რომლებსაც მას შემდეგ ბარნარდის ობიექტებს უწოდებენ, რადგან მან შეადგინა მათი ატლასი. 1892 წელს მან აღმოაჩინა ამალთეა, იუპიტერის მეხუთე თანამგზავრი. 1916 წელს მან აღმოაჩინა მის სახელობის ბარნარდის ვარსკვლავი, ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მზის სისტემასთან, მეტსახელად „მფრინავი“ მისი სწრაფი მოძრაობის გამო.
გარდაიცვალა 1923 წელს სოფელ უილიამს ბეიში.
ხსოვნა
რედაქტირებამის საპატივცემულოდ დაერქვა:
- (819) ბარნარდიანა — ასტეროიდი;
- ბარნარდი — კრატერი მთვარეზე;
- ბარნარდი — კრატერი მარსზე;
- ბარნარდი — გალაკტიკა;
- რეგიონი იუპიტერის თანამგზავრ განიმედეზე;
- მთა კალიფორნიაში.
- (907) როდა — ასტეროიდი მეცნიერის მეუღლის საპატივცემულოდ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 SNAC — 2010.
- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 Czech National Authority Database
- ↑ 4.0 4.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 https://collections.library.vanderbilt.edu/repositories/2/resources/1722
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ 9.0 9.1 9.2 https://web.archive.org/web/20070211031623/http://www.vanderbilt.edu/News/register/Oct29_01/story5.html