ედვარდ დანიელსონი
ედვარდ დანიელსონი (ინგლ. G. Edward Danielson; დ. 1939 — გ. 2005) — ამერიკელი ინჟინერი და ასტრონომი.
1979 წლის 8 ივლისს მან და ამერიკელმა ასტრონომმა დევიდ ჯუიტმა საპლანეტათაშორისო სადგურის ვოიაჯერ 2-ის მიერ გადაღებულ სურათებზე აღმოაჩინეს პლანეტა იუპიტერის თანამგზავრი ადრასტეა.
1982 წლის 16 ოქტომბერს, 43 წლის ედვარდ დანიელსონმა და 24 წლის დევიდ ჯუიტმა 200 დიუმიანი ჰეილის ტელესკოპით, 1911 წლის შემდეგ პირველებმა გადაუღეს სურათი შემობრუნებულ ჰალეის კომეტას. კალიფორნიის ასტრონომებმა კომეტა აღმოაჩინეს, როდესაც ის ჯერ კიდევ სატურნის ორბიტის მიღმა იყო, მზიდან 1.6 მილიარდ კილომეტრზე დაშორებით.[1][2]
2009 წელს მის საპატივცემულოდ პლანეტა მარსის ერთ-ერთ კრატერს ეწოდა დანიელსონი.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Science: Comet Trekking
- ↑ Comet Halley 1982
- ↑ Gazetteer of Planetary Nomenclature | Danielson. International Astronomical Union. ციტირების თარიღი: 5 March 2015