თებე (თანამგზავრი)
თებე (ძვ. ბერძნ. Θήβη), იუპიტერ XIV, S/1979 J 2 (სიმბოლო: ) — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის იუპიტერის შიდა თანამგზავრთა ჯგუფში. პლანეტიდან სიშორით მეოთხე. აღმოაჩინა სტივენ სინოტმა 1979 წლის 5 მარტს გადაღებული კოსმოსის სატესტო ფოტოებში[1]. მოგვიანებით ის კიდევ უფრო ადრე, 1979 წლის 27 თებერვლით დათარიღებულ ფოტოებზე აღმოაჩინეს. 1983 წელს თანამგზავრს ოფიციალურად დაერქვა მითოლოგიური ნიმფა თებეს სახელი, რომელიც იყო მდინარე მეფის ასოპოსის ქალიშვილი და ზევსის (იუპიტერის ბერძნული ეკვივალენტი) სატრფო[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ IAUC 3470: Satellites of Jupiter 1980 April 28 (открытие Фивы)
- ↑ IAUC 3872: Satellites of Jupiter and Saturn 1983 September 30 (название спутника)