ირინე ხარისმა სუკანდარი
ირინე ხარისმა სუკანდარი (ინდონ. Irine Kharisma Sukandar; ინგლ. Irene Kharisma Sukandar; დ. 7 აპრილი, 1992, ჯაკარტა,ინდონეზია) ― ინდონეზიელი მოჭადრაკე, საერთაშორისო ოსტატი მამაკაცთა შორის (2014)[1], დიდოსტატი ქალთა შორის (2009)[2]. პირველი მოჭადრაკე ქალი ინდონეზიაში, რომელიც მანდილოსნებში დიდოსტატი გახდა.
ირინე ხარისმა სუკანდარი, 2013 წელი, ივლისი. ინჩხონი, სამხრეთ კორეა. | |
ქვეყანა (სპორტი) | ინდონეზია |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 აპრილი, 1992 |
დაბადების ადგილი | ჯაკარტა ,ინდონეზია |
წოდება | საერთაშორისო ოსტატი (2014) |
ფიდე რეიტინგი | 2378 |
მაქსიმალური რეიტინგი | 2432 (სექტემბერი 2016) |
საიტი | ikhasu.com |
ბიოგრაფია
რედაქტირებაირინე ხარისმა სუკანდარი 1992 წლის 7 აპრილს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ადრეულ ასაკში ისწავლა და ინდონეზია მსოფლიოს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებზე რამდენჯერმე წარადგინა. საუკეთესო შედეგი 2005 წელს ჰქონდა, ბელფორში 14 წლამდელ გოგონებში მეოთხე იყო[3]. ჯაკარტაში საერთაშორისო ქალთა ტურნირზე იასპარეზა და მესამეზე გავიდა.
2004 წელს ქალთა ნაკრებში მიიწვიეს და კალვიაში საჭადრაკო ოლიმპიადაზე წაიყვანეს. იგი მესამე დაფაზე გამოვიდა, 8 პარტია მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და ინდივიდუალური ოქრო მოიპოვა. ნაკრები კი 59-ე ადგილზე გავიდა.
2005 წლის ივნისში ტაილანდის ქალაქ პატაიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის მე-6 გათამაშებაში, 16 წლამდელ მოჭადრაკე გოგონათა სექციაში იასპარეზა და ვიეტნამელ პჰამ ბიჩ ნგოცთან ერთად გამარჯვებული გახდა. მომდევნოო წელს ამავე გათამაშებას მისმა მშობლიურმა ჯაკარტამ უმასპინძლა და ამჯერად 18 წლამდელ გოგონათა ჩემპიონატი ერთპიროვნულად მოიგო. 2006-დან 2010 წლამდე ზედიზედ ოთხჯერ გახდა ინდონეზიის ჩემპიონი ქალთა შორის.
2006-ში დოჰაში აზიის თამაშებში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2007-ში აზიის 16 წლამდელთა ოლიმპიადაზე იასპარეზა. იმავე წელს ჯაკარტაში საერთაშორისო ქალთა ტურნირზე გამოვიდა და მეორე ადგილი დაიკავა.
2008 წელს ხარკივში Rector Cup-ის მე-10 გათამაშება მოიგო. ტაი-ბრეიკში მასპინძელი მოჭადრაკე გალინა ბრესლავსკა დაამარცხა[4]. 2009 წელს აზიის გუნდურ ჩემპიონატზე და აზიის დახურულ თამაშებში მიიღო მონაწილეობა[5].
2010 წლის ივლისში სუკანდარმა ბანდარ-სერი-ბეგავანში, ბრუნეის საერთაშორისო ტურნირზე, ინდოელ რამნათ ბჰუვანეშთან ერთად პირველი ადგილი აიღო და საერთაშორისო ოსტატის წოდებაც შეასრულა[6]. 2011-ში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების თამაშებზე ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა.
2013 წელი წარმატებული გამოდგა ირინესთვის. მაისში ჰალდიკეში ალექსანდრე დიდის ტურნირი მოიგო. ივლის-ივნისში ინჩხონში, აზიის შიდა დარბაზის და საბრძოლო ხელოვნების თამაშებში მიიღო მონაწილეობა და ელვისებურ ჭადრაკში გუნდური ბრინჯაო აიღო.
დეკემბერში, მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების თამაშებზე, ქალთა შორის სწრაფი და ელვისებური ჭადრაკის შეჯიბრში, ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
ორჯერ მოიგო აზიის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი. 2012 წელს ხოშიმინში[7] და 2014-ში შარჯაში.
2015 წელს მოსკოვში „მოსკოვ ოფენის“ ტურნირზე, „G“ ჯგუფის სექციაში პირველზე გავიდა, 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა დააგროვა და მასპინძელ ალინა კაშინსკაიას მთელი ორი ქულით აჯობა[8].
მარტში სოჭში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც 64 მონაწილეს შორის რეიტინგით 39-ე ადგილზე იყო. იგი პირველივე ტურში ქართველ სალომე მელიასთან დამარცხდა 1:3 და ასპარეზობაც დაასრულა[9].
2016 წელს შტატ ვირჯინიის ქალაქ ჰერნდონში Continental Class Championships-ზე ოსტატთა სექციაში სამ სხვა მოჭადრაკესთან ერთად პირველი ადგილი დაიკავა. მალევე ჩრდილოეთ კაროლინას ტურნირი მოიგო, 5 შესაძლებლობიდან 5 ქულით.
მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ 2017 წელს თეირანში გამოვიდა, პირველივე ტურში ჩინელ ჭუ ჩენთან 0,5:1,5 დამარცხდა და აქაც პირველივე ტურში დაასრულა შეჯიბრი[10]. 2018 წელს კანბერაში Doeberl Cup-ზე გახდა საუკეთესო ქალი მოჭადრაკე. მან 9 პარტიაში 5,5 ქულა დააგროვა. ნოემბერში Hjorth Open-ზე იმარჯვა, 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით. 2019 წელს აზიის ქალთა პირველობაზე ვერცხლის მედალი აიღო.
2021 წლის ნოემბერში რიგაში FIDE Women's Grand Swiss ტურნირზე 50 მონაწილეს შორის 24-ე ადგილი დაიკავა[11].
ნაკრები
რედაქტირებანაკრების შემადგენლობაში 5-ჯერ იასპარეზა ოლიმპიადაზე. 2004, 2006, 2008, 2010 და 2014 წლებში. 2004-ში მესამე დაფაზე იჯდა და ინდივიდუალურ ოქროს მედალს დაეუფლა. მომდევნო წლებში პირველე დაფაზე აინაცვლა, თუმც წარმატებას ვეღარ მიაღწია. ოლიმპიადაზე 58 ჩატარებული პარტიიდან 32 მოიგო, 10 წააგო, 16 ყაიმით დაასრულა.
განათლება
რედაქტირებადაამთავრა გუნადარმის უნივერსიტეტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- [1]
- [2]
- [3]
- [4] დაარქივებული 2022-03-08 საიტზე Wayback Machine.
- [5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Title Applications (IM): Sukandar, Irine Kharisma
- ↑ Title Applications (WGM): Sukandar, Irine Kharisma
- ↑ World Youth Chess Championship 2005, Belfort
- ↑ Anastasiya Karlovich (13 March 2008). "Kharkiv: Rebellion of the Youngsters". ChessBase.
- ↑ Irene Kharisma Sukandar team chess record at Olimpbase.org
- ↑ "Brunei Invitational IM Tournament" დაარქივებული 2017-03-14 საიტზე Wayback Machine. . Chessdom. 30 July 2010.
- ↑ "Indonesian wins Asian chess tournament" დაარქივებული 2013-11-10 საიტზე Wayback Machine. . The Jakarta Post. 13 May 2012.
- ↑ Albert Silver (8 February 2015). "Moscow Open won by Inarkiev and Tingjie". ChessBase.
- ↑ 2015 FIDE Knockout Matches
- ↑ 2017 FIDE Knockout Matches
- ↑ 2021 FIDE Chess.com Women's Grand Swiss. Chess-Tournament-Results-Server (2021-11-07). ციტირების თარიღი: 2022-02-02