ირანული ინტერმეცო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


ირანული ინტერმეცო,[1] ან სპარსული რენესანსი,[2] — პერიოდი ირანის ისტორიაში, როდესაც ირანის მთიანეთში მოხდა სხვადასხვა ადგილობრივი ირანული მუსლიმი დინასტიების აღმავლობა, კერძოდ, მე-7 საუკუნის არაბული მუსლიმური დაპყრობებისა და სასანიანთა იმპერიის დაცემის შემდეგ. პერიოდი ცნობილია, როგორც შუალედური მონაკვეთი აბასიანების მმართველობასა (არაბების ძლევამოსილება) და მე-11 საუკუნეში „სუნიტების აღორძინებასთან“ ერთად, სელჩუკიანი თურქების აღმავლობას შორის. ირანული აღორძინება შედგებოდა ირანულ ტერიტორიაზე დაფუძნებული ირანული მხარდაჭერისა და განსაკუთრებით, ისლამური ფორმით[3] ირანული ეროვნული სულიერებისა და კულტურის გამოცოცხლებით. თუმცა, არსებობდა ზოგიერთი ირანული ზოროასტრული მოძრაობა (მაგ., მარდავი).[4] აგრეთვე, ის ფოკუსირებული იყო სპარსული ენის აღდგინებით. ამ პერიოდიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სპარსული ლიტერატურული ნიმუში იყო ფირდოუსის შაჰნამე.[5] ირანული დინასტიები და გაერთიანებები, რომელიც წარმოადგენდა ირანულ ინტერმეცოს, იყვნენ: ტაჰირიდები, საფარიდები, ბანუ ილიაები, ღაზნავიდები, საჯიდები, სამანიდები, ზიარიდები, ბუიდები, სალარიდები,[6] რავადიდები, მარვანიდები, შედადიანები,[7] კაკუიდები, ანნაზიდები და ჰასანვეიჰიდები.

ირანული ინტერმეცო
ირანის რუკა მე-10 საუკუნეში, ირანის ინტერმეცოს დროს ბუვეიჰიდების სახელმწიფოსთან, სამანიდების სახელმწიფოსთან და ვასალებთან ერთად, სალარიდები და მისი ვასალები, ზიარიდების სახელმწიფო და სხვა.
ირანის რუკა მე-10 საუკუნეში, ირანის ინტერმეცოს დროს ბუვეიჰიდების სახელმწიფოსთან, სამანიდების სახელმწიფოსთან და ვასალებთან ერთად, სალარიდები და მისი ვასალები, ზიარიდების სახელმწიფო და სხვა.
თარიღი 821–1055 წწ.
ადგილი ირანი
სტატუსი პერიოდი ირანის ისტორიაში
მთავარი ფიგურები
ტაჰირიდების დინასტია

საფარიანთა დინასტია სამანიდების იმპერია ბანუ ილიასი საჯიდის დინასტია ზიარიდების დინასტია კაკუიდები ბუიდების დინასტია ღაზნაურები სალარიდების დინასტია რავადიდთა დინასტია მარვანიდები შადადიდები ანაზიდები

ჰასანვეიჰიდები
შედეგი
  • მრავალი ირანული დინასტიის აღზევება
  • ირანზე არაბთა ბატონობის დასრულება
  • სპარსული ენის აღორძინება
  • ირანული ეროვნული სულიერებისა და კულტურის აღორძინება ისლამური სახით

ისტორიკოს ალისონ ვაკას თანახმად, ირანული ინტერმეცო „ფაქტობრივად, მოიცავს სხვა ირანულ, უმეტესად ქურთულ, მცირე დინასტიებს სომხეთის, ალბანეთის და აზერბაიჯანის სახალიფოს ყოფილ პროვინციებში“.[7] ისტორიკოსი კლიფორდ ედმუნდ ბოსვორთი ისლამური ენციკლოპედიის მეორე გამოცემაში აცხადებს, რომ ირანული ინტერმეცოს პერიოდში რავადიდების მმართველობა ჰყვაოდა.

მუსლიმური ირანული დინასტიები

რედაქტირება

ტაჰირიდები (821–873 წწ.) 

რედაქტირება

ტაჰირიდების დინასტია (სპარს. سلسله طاهریان) იყო ირანული დინასტია, რომელიც მართავდა დიდი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, ხორასანის რეგიონს (შედგებოდა ირანის ნაწილებისგან, დღევანდელი ავღანეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი). ტაჰირიდების დედაქალაქი მდებარეობდა ნიშაბურში.

საფარიდები (861–1003 წწ.)

რედაქტირება

საფარიდების დინასტია (სპარს. سلسله صفاریان) იყო ირანული იმპერია,[8] რომელიც მმართველობას ავრცელებდა სისტანზე (861–1003 წწ.), ისტორიული რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანსა და სამხრეთ-დასავლეთ ავღანეთში.[9] მათი დედაქალაქი იყო ზარანი.

საჯიდები (889–929 წწ.)

რედაქტირება

საჯიდების დინასტია (სპარს. ساجیان) იყო ისლამური დინასტია, რომლის მართველობა გაგრძელდა 889–890-დან 929 წლამდე. საჯიდები მართავდნენ აზერბაიჯანს და სომხეთის ნაწილებს, თავდაპირველად მარაღადან და ბარდადან, ხოლო მოგვიანებით, არდებილიდან.[10] საჯიდები წარმოშობით იყვნენ უშრუსანას ცენტრალური აზიის პროვინციიდან და ჰქონდათ ირანული (სოღდური)[11][12] ფესვები.

სამანიდები (875/819–999 წწ.)

რედაქტირება

სამანიდების დინასტია (სპარს. سلسلهٔ سامانیان), ასევე, ცნობილი, როგორც სამანიდების იმპერია ან მარტივად, სამანიდები (819–999 წწ.),[13] (სპარს. سامانیان Sāmāniyān) იყო ირანული იმპერია[14] ცენტრალურ აზიასა და დიდ ხორასანში. დინასტიას ეწოდა მისი დამაარსებლის, სამან ხუდას სახელი, რომელიც სუნიტი მუსლიმი გახდა[15], მიუხედავად ზოროასტრული თეოკრატიული დიდგვაროვნებისა.[16]

სამანიდების ფესვები მოდიოდა ქალაქი ბალხიდან (თანამედროვე ავღანეთი). შესაბამისად, დინასტიამ ხელს უწყობდა ხელოვნების, მეცნიერებისა და ლიტერატურის დაწინაურებას და, ამდენად, მიიზიდა მკვლევრების ყურადღება, როგორებიც არიან რუდაქი და ავიცენა. სამანიდების კონტროლქვეშ ყოფნის დროს, ბუხარას იყო ბაღდადი მტერი. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სამანიდებმა ააღორძინეს სპარსეთი უფრო მეტად, ვიდრე ბუიდებმა და საფარიდებმა, განაგრძობდნენ რა არაბული ენის შესამჩნევ ხარისხში მფარველობას. მიუხედავად ამისა, ცნობილი განკარგულების თანახმად, სამანიდების ხელისუფლება აცხადებდა, რომ „აქ, ამ რეგიონში, ენა არის სპარსული და ამ სამეფოში მეფენი არიან სპარსელი მეფეები.“[17]

 
ბუიდების პერიოდის ოქროს ტოლჩა, მოხსენიებულია ბუიდის მმართველი იზ ალ-დაულა ბახტიარ იბნ მუიზ ალ-დაულა, 966-977 ძვ. წ., ირანი. [18]

ზიარიდები (930–1090 წწ.)

რედაქტირება

ზიარიდების დინასტია (სპარს. زیاریان) იყო გილაკური წარმოშობის ირანული დინასტია, რომელიც მართავდა ტაბარისტანს 930 წლიდან 1090 წლამდე. ყველაზე დიდი გაფართოების დროს, იკავებდა დასავლეთ და ჩრდილოეთ ირანის დიდ ნაწილს.

ბანუ ილიასი (932–968 წწ.)

ბანუ ილია იყო სოღდიური წარმოშობის ირანული დინასტია, რომელიც მართავდა ქერმანს 932 წლიდან 968 წლამდე. მათი დედაქალაქი იყო ბარდასირი.

ღაზნავიდები (977–1186 წწ.)

ღაზნავიდები იყვნენ სპარსეთის მუსლიმური დინასტის წარმომადგენლები და თურქული მამლუქების იმპერია, რომლებიც მართავდნენ ირანის დიდ ნაწილს, ხორასანს და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის ნახევარკუნძულს 977-დან 1186 წლამდე.

ბუიდები (934–1062 წწ.)

რედაქტირება

ბუიდების დინასტია, ასევე, ცნობილი, როგორც ბუიდების დინასტია ან ბუიდები (სპარს. بوییان Buyiān, კასპ. Bowyiyün), ცნობილი, როგორც Buwaihids ან Buyyids), იყვნენ შიიტი ირანული დინასტია,[19][20][21][22] რომელიც წარმოშობით იყო დაილამანიდან. ბუიდებმა დააარსეს კონფედერაცია, რომელიც აკონტროლებდა ირანისა და ერაყის უმეტესობას მე-10 და მე-11 საუკუნეებში. მართლაც, მართლაც, როგორც დაილამელი ირანელები, ბუიდებმა შეგნებულად აღადგინეს სპარსეთის სასანიდების დინასტიის სიმბოლოები და პრაქტიკა. ფაქტობრივად, დაწყებული 'აბუდ ალ-დაულადან, ისინი იყენებდნენ სასანიანთა ანტიკურ წოდებას, კერძოდ, შაჰინშაჰი (სპარს. شاهنشاه) სიტყვასიტყვით ნიშნავდა მეფეთ-მეფეს.

სალარიდები (942–979 წწ.)

რედაქტირება

სალარიდების დინასტია (ასევე, მოხსენიებული როგორც მუსაფირიდები ან ლანგარიდები) იყო ისლამური სპარსული დინასტია, რომელიც, ძირითადად, ცნობილია ირანული აზერბაიჯანის, შირვანისა და სომხეთის ნაწილის მართველობით 942 წლიდან 979 წლამდე პერიოდში.

რავადიდები (955–1070/1116 წწ.)

რავადიდთა დინასტია იყო სუნიტი მუსლიმური ქურთული[23] დინასტია, რომლის ცენტრი მოიცავდა ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ადარბაიჯანს (აზერბაიჯანი) მე-8 საუკუნის ბოლოსა და მე-13 საუკუნის დასაწყისში.

 
სალარიდის მმართველის ვაჰსუდან იბნ მუჰამედის მონეტა. დათარიღებულია ძვ. წ. 954-955.

მარვანიდები (983/990–1084 წწ.)

რედაქტირება

მარვანიდები იყვნენ ქურთული სუნიტი მუსლიმური დინასტიის წარმომადგენლები ზემო მესოპოტამიის (თანამედროვე, ჩრდილოეთ ირანი/სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთი) დიარ ბაქრის რეგიონსა და სომხეთში, კერძოდ კი, მათი ცენტრი მდებარეობდა ქალაქ ამიდში (დიარბაქირი).

შედადიადები (951–1199 წწ.)

რედაქტირება

შედადიანები იყვნენ ქურთული სუნიტი მუსლიმური დინასტია, რომელიც მართავდა სომხეთისა და არანის სხვადასხვა ნაწილს ახ. წ. 951 წლიდან 1199 წლამდე. დინასტიამ დააარსა დვინი. სომხეთში დიდხნიანი ზეობის გამო, ისინი ხშირად ქორწინდებოდნენ სომხეთის ბაგრატუნის სამეფო ოჯახის წევრებთან.

კაკუიდები (1008–1141 წწ.)

რედაქტირება

კაკუიდები (სპარს. آل کاکویه) იყვნენ დაილამიტური წარმოშობის შიიტი მუსლიმური დინასტია, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა დასავლეთ ირანში, ჯიბალსა და ქურთისტანში (დაახ. 1008–დაახ. 1051 წწ.). მოგვიანებით, ისინი გახდნენ იეზდის, ისპაანისა და აბარკუჰის ათაბაგები (მმართველები) დაახ. 1051 წლიდან 1141 წლამდე. კაკუიდებს ნათესაობა აკავშირებდათ ბუიდებთან.[24]

ანაზიდები (990/991–1117 წწ.)

რედაქტირება
 
ჰასანვეიჰიდების დინასტიის მიერ გამოშვებული მონეტები.

ანაზიდები იყვნენ ქურთული სუნიტი მუსლიმური დინასტიის წარმომადგენლები, რომლებიც მართავდნენ ირანისა და დღევანდელი ერაყის საზღვარზე არსებულ სადავო ტერიტორიას დაახლოებით 130 წლის განმავლობაში.[25] ანაზიდები ქორწინდებოდნენ ჰასანვაიჰიდებზე, რომლებიც ამავდროულად, მათი მეტოქეების იყვნენ.[25] ანაზიდი მმართველების ლეგიტიმაცია მომდინარეობდა ბუიდების ამირა ბაჰა ალ-დავლადან და დინასტია ეყრდნობოდა შადჰანჯანის ქურთებს.

ჰასანვეიჰიდები (959–1015 წწ.)

რედაქტირება

ჰასანვაიჰიდები მიეკუთვნებოდნენ ძლიერ შიიტურ ქურთულ დინასტიას, რომელიც მეფობდა ირანის დასავლეთ ნაწილებში, როგორიცაა ირანული აზერბაიჯანი და ზაგროსის მთები შაჰრიზორსა და ხუზისტანს შორის ძვ. წ. 959-დან 1015 წლამდე. ბოლო ჰასანვეიჰიდი მმართველი გარდაიცვალა 1015 წელს სარმაჯში, ბისოთუნის სამხრეთით, როდესაც სელჩუკებმა დაიწყეს რეგიონში შესვლა.

  1. Such an obviously coined designation was introduced by Vladimir Minorsky, "The Iranian Intermezzo", in Studies in Caucasian history (London, 1953) and has been taken up by Bernard Lewis, among others, in his The Middle East: A brief history of the last 2,000 years (New York, 1995).
  2. Harter, Conrad Justin (2016). Narrative and Iranian Identity in the New Persian Renaissance and the Later Perso-Islamicate World (Thesis). University of California Irvine.
  3. Bernard Lewis. The Middle East: 2,000 Years of History from the Rise of Christianity to the Present Day. pp. 81–82.
  4. Robinson, Chase F. (2010-11-04). The New Cambridge History of Islamb. Cambridge University Press. ISBN 978-1-316-18430-1. 
  5. Ferdowsi and the Ethics of Persian Literature. ციტირების თარიღი: 2023-09-19
  6. Vacca, Alison (2017) Non-Muslim Provinces under Early Islam: Islamic Rule and Iranian Legitimacy in Armenia and Caucasian Albania. Cambridge University Press, გვ. 5–7. ISBN 978-1107188518. 
  7. 7.0 7.1 Vacca, Alison (2017) Non-Muslim Provinces under Early Islam: Islamic Rule and Iranian Legitimacy in Armenia and Caucasian Albania. Cambridge University Press, გვ. 7. ISBN 978-1107188518. „The Iranian intermezzo in fact includes a number of other Iranian ethnic groups, mostly Kurdish, minor dynasties in the former caliphal provinces of Armenia, Albania, and Azerbaijan before the arrival of the Seljuks, such as the Kurdicized Arab Rawwādids in Azerbaijan and the Kurdish Marwānid family in eastern Anatolia from the tenth to the eleventh centuries. Finally, the most famous Kurdish dynasty, the Shaddādids, came to power in Dabīl/Duin in the tenth century, ruling until the twelfth. The Shaddādids named their children after Sasanian shāhanshāhs and even claimed descent from the Sasanian line. It is the other branch of the Shaddādid family, which controlled Ani, that Minorsky offers as the "prehistory" of Salāḥ al-Dīn.“ 
  8. The Cambridge History of Iran, By Richard Nelson Frye, William Bayne Fisher, John Andrew Boyle, Published by Cambridge University Press, 1975, ISBN 0-521-20093-8, ISBN 978-0-521-20093-6; p. 121.
  9. Nancy Hatch Dupree – An Historical Guide To Afghanistan – Sites in Perspective (Chapter 3)... Link დაარქივებული 27 September 2007 საიტზე Wayback Machine.
  10. Iranicaonline.org AZERBAIJAN iv. Islamic History to 1941
  11. Clifford Edmund Bosworth, The New Islamic Dynasties: A Chronological and Genealogical Manual, Columbia University, 1996. p. 147: "The Sajids were a line of caliphal governors in north-western persia, the family of a commander in the 'Abbasid service of Soghdian descent which became culturally Arabised."
  12. V. Minorsky, Studies in Caucasian History, Cambridge University Press, 1957. p. 111
  13. Encyclopædia Britannica, Online Edition, 2007, Samanid Dynasty, LINK
  14. Aisha Khan, A Historical Atlas of Uzbekistan'", Rosen, 2003, ISBN 0-8239-3868-9, ISBN 978-0-8239-3868-1, p. 23; Richard Nelson Frye, William Bayne Fisher, John Andrew Boyle, eds., The Cambridge History of Iran, Cambridge University Press, 1975, ISBN 0-521-20093-8, ISBN 978-0-521-20093-6, p. 164; The New Encyclopædia Britannica, 1987, ISBN 0-85229-443-3, p. 891; Sheila Blair, The Monumental Inscriptions from Early Islamic Iran and Transoxiana, Brill, 1992, ISBN 90-04-09367-2, p. 27.
  15. Elton L.Daniel, The History of Iran, p. 74
  16. C. E. Bosworth, ed and tr, The Ornament of Histories: A History of the Eastern Islamic Lands AD 650–1041, I. B. Tauris, 2011, p. 53.
  17. Richard Foltz, Iran in World History, Oxford University Press, 2016, pp. 56–58.
  18. Ewer.
  19. Nagel, Tilman. „Buyids“. Encyclopedia Iranica. ციტირების თარიღი: 2012-02-08.
  20. Madelung, Wilferd. „Deylamites“. Encyclopædia Iranica. ციტირების თარიღი: 8 February 2012.
  21. Clifford Edmund Bosworth, The New Islamic Dynasties: A Chronological and Genealogical Manual, Columbia University, 1996. pp. 154–155.
  22. "Buyid Dynasty". Encyclopædia Britannica. 25 January 2008.
  23. Christoph Baumer, History of the Caucasus: Volume 1: At the Crossroads of Empires, (Bloomsbury Publishing, 2021), 265.
  24. The Political and Dynastic History of the Iranian World, C.E. Bosworth, The Cambridge History of Iran, Vol. 5, ed. J. A. Boyle, John Andrew Boyle, (Cambridge University Press, 1968), 37.
  25. 25.0 25.1 Aḥmad, K. M. (1985). „ʿANNAZIDS“. Iranica Online. II.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Azakai, Parviz (2017), "آل حسنویه", Center for the Great Islamic Encyclopedia (in Persian)
  • Gunter, Michael M. (2010), Historical Dictionary of the Kurds, Scarecrow Press, ISBN 9780810875074
  • James, Boris (2019), "Constructing the Realm of the Kurds (al-Mamlaka al-Akradiyya): Kurdish In-betweenness and Mamluk Ethnic Engineering (1130-1340 CE)", Grounded Identities, doi:10.1163/9789004385337_003
  • Kennedy, Hugh (2016). The Prophet and the Age of the Caliphates. Routledge. ISBN 978-1-317-37639-2.
  • Peacock, Andrew (2011). "Shaddadids". Encyclopædia Iranica.
  • Peacock, Andrew (2017). "Rawwadids". Encyclopædia Iranica, online edition. New York.
  • Thomson, Robert W. (1996). Rewriting Caucasian History :The Medieval Armenian Adaptation of the Georgian Chronicles: The Original Georgian Texts and the Armenian Adaptation. Clarendon Press.