სისტანი
სისტანი (სპარს. سیستان), ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც საკესტანი (სპარს. سَكِستان - საკების მიწა) — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი დღევანდელი აღმოსავლეთი ირანის (სისტანი და ბელუჯისტანის ოსტანი) და სამხრეთი ავღანეთის (ნიმრუზის პროვინცია, ჰელმანდის პროვინცია, ყანდაარის პროვინცია) ტერიტორიაზე. რეგიონი ძირითადად უდაბნოს წარმოადგენს, რომელსაც ავღანეთის უდიდესი მდინარე ჰელმანდი კვეთს და ტბა ხამუნში ჩაედინება, რომელიც ამ ორი ქვეყნის საზღვრის ნაწილს წარმოადგენს.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასისტანის სახელი მომდინაეობს საკესტანიდან, რაც საკების მიწას ნიშნავს. საკები იყოვნენ სკვითური ტომი, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის 2-1 სააუკუნეებში მიგრირდნენ ირანის მთიანეთსა და ინდის ხეობაში, სადაც მათ ინდო-სკვითების სამეფო შექმნეს. ბუნდაჰიშნსა და ზოროასტრიზმის შუა-სპარსულზე დაწერილ ტექსტებში რეგიონს სეიანსიჰი ეწოდება. არაბთა მიერ ირანის დაპყრობის შემდეგ სიჯისტანი/სისტანი ეწოდება.
ძველ-სპარსულად რეგიონს საკების გამოჩენამდე ზარანკა (წყლის მიწა) ერქვა. ეს ძველი ფორმა ასევე ავღანეთის ნიმრუზის პროვინციის დედაქალაქის ზარანჯის სახელის ფუძეა.
ენციკლოპედია ირანიკას განმარტებით: რეგიონის და მისი მოსახლეობის დასახელება პირველად ძველ-სპარსულში დარიოს I-ის ბეჰისთუნის წარწერაში ჩნდება როგორც ზ-რ-კ. ეს დასახელება ასახულია: ელამურ ენაში (სირ-რა-ან-ქა), აქადურ ენში (ზა-რა-ან-გა), ეგვიპტურ ენაში (სრნგ ან სრნკ).[2]
შაჰნამეში სისტანად ასევე მოიხსენება ზაბულისტანი, დღევანდელი ავღანეთის აღმოსავლეთი ნაწილი. ფერდოუსის ეპოსში ზაბულისტანი აღწერილია როგორც მითოლოგიური გმირის როსტამის სამშობლო.
ისტორია
რედაქტირებაადრეული ისტორია
რედაქტირებაპრეისტორიულ ხანაში, ჯიროფტული კულტურა მოიცავდა სისტანის და დღევანდელი ქერმანის ოსტანის ტერიტორიებს (სავარაუდოდ ძველი წელთაღრიცხვის 3 ათასწლეულამდე). ამ კულტურის შეხაებ ცნობილი გახდა შაჰრი-სუჰტეს გათხრების შედეგად.
შემდგომ ტერიტორია არიელებმა (ინდო-არიელები და ირანელი ხალხები) დაიკავეს. საბოლოოდ არაქოზიად ცნობილი სამეფო ჩამოყალიბდა. ძვ. წ. აღ. 550 წელს არაქოზია აქემენიანთა იმპერიამ დაიპყრო. დაჰან-ი გოლემანის არქეოლოგიური ძეგლი იყო დიდი აქამენიდური ცენტრი. ძვ. წ. აღ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელმა აქამენიდთა იმპერიის დაპყრობისას ამ ტერიტორიაზე, შექმნა ალექსანდრია არაქოსია (დღევანდელი ყანდაარი)
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ რეგიონი სელევკიდების სახელმწიფოს დაექვემდებარა. ძვ. წ. 180 წელს სისტანი გადავიდა ბერძნულ-ბაქტრიული სამეფოს ხელში, ძვ. წ. 20-10 წლებში რეგიონის ლიდერი იყო ინდო-ირანელი მეფე გონდოფარესი.
II საუკუნის შუა პერიოდიდან ტერიტორია გადადის საკების ხელში (საიდანაც მომდინარეობს მისი დღევანდელი სახელი). III საუკუნიდან ხდება სასანიანების ვასალი, ხოლო V საუკუნეში ეფთალიტების მმართველობაში გადავიდა და 640-იანებში რაშიდუნების ხალიფატმა დაიპყრო.
სასანიანების პერიოდი
რედაქტირება240 წელს შაპურ I-ის დროს ჩმოყალიბდა ცალკე პროვინცია — საკასტანად. პროვინციის დედაქალაქი იყო ანტიკური ზარანჯი, რომელიც შაპურ I-ის მამამ არდაშირ I (224–242) აღადგინა. შაპურის შვილი ნარსე პირველი იყო ვინც პროვინციის მმართველად დაინიშნა და 271 წლამდე მართავდა. 281 წელს ის თავისი ბიძაშვილის ბაჰრამ II-ის წინააღმდეგ აჯანყდა, მის ძირითად დასაყრდენს საკები წარმოადგენდნენ. ბაჰრამ II-მ 283 წელს შეძლო აჯანყების ჩახშობა და მისი შვილი ბაჰრამ III დანიშნა ახალ მმართველად.
ისლამური დაპყრობა
რედაქტირება640-იანების შუა პერიოდში, რაბების მიერ ირანის დაპყრობის დროს, ირანის უკანასკნელი სასანიდი მეფე იეზდიგერდ III საკესტანში გაიქცა, სადაც ადგილობრივი მმართველი აპარვიზი მას დაეხმარა.
650-იანებში აბდ-ალაჰ იბნ ამირმა საკესტანის დასამორჩილებლად მაჯუში-იბნ-მასუდის ხელმძღვანელობით გააგზავნა ჯარი, რომლებმაც მძიმე მარცხი განიცადეს და უკანდახევა მოუწიათ.
1 წლის შემდეგ აბდ-ალაჰმა გააგზავნა ახალ ჯარი, რაბი-იბნ-ზიად ალ-ჰარითის წინამძღოლობით. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა დედაქალაქ ზარანჯთან, სადაც რეგიონის მმართველი აპარვიზი დამარცხდა. მშვიდობის სანაცვლოდ აპარვიზს მძიმე გადასახადი დაეკისრა რაც 1000 მონა ბიჭს და 1000 ოქროს ჭურჭელს შეადგენდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Gnoli, Gherardo (1967). Ricerche storiche sul Sīstān antico, Centro Studi e Scavi Archeologici in Asia Roma: Reports and memoirs (it). ISBN 978-88-6323-123-6.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ UNESCO. Asbads (windmill) of Iran.
- ↑ Schmitt, Rüdiger (15 December 1995). „DRANGIANA or Zarangiana; territory around Lake Hāmūn and the Helmand river in modern Sīstān“. ენციკლოპედია ირანიკა.