ნარსე (სპარს. نرسه‎‎,; გ. 302) — სასანიდური ირანის მე-7 შაჰინშაჰი 293-302 წლებში, შაპურ I-ის ვაჟი, ბაჰრამ I-ის უმცროსი ძმა.

ნარსე
نرسه
სასანიდური ირანის მე-7 შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 293
მმართ. დასასრული: 302
წინამორბედი: ბაჰრამ III
მემკვიდრე: ჰორმიზდ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 293
დინასტია: სასანიანები
მამა: შაპურ I
დედა: ღურძადი
რელიგია: ზოროასტრიზმი

ნარსე ტახტზე ასვლამდე მართავდა საქასტანის პროვინციას. მისი ძმისა და ძმისშვილის (ბაჰრამ I და ბაჰრამ II) სასტიკი პოლიტიკის გამო იმპერიის მოსახლეობამ სწორედ ნარსეს დაუჭირა მხარი. მან შემოიკრიბა დიდებულები და 293 წელს აჯანყება დაიწყო. რამდენიმე თვეში შაჰინშაჰის ტიტული მიიღო მისი ძმის შვილიშვილის, ბაჰრამ III-ის დამხობის შედეგად.

ნარსეს მმართველობის დროს, 296-299 წლებში მიმდინარეობდა რომაულ-სპარსული ომები, რომელიც დასრულდა ნიზიბისის ზავით. ხელშეკრულების თანახმად რომის იმპერია გახდა სომხეთისა და იბერიის სამეფოს პროტექტორატი და ორ იმპერიას შორის საზღვრად დადგინდა მდინარე ტიგროსი.

გარდაიცვალა 302 წელს. ნარსეს შემდეგ სასანიდების შაჰი გახდა მისი ვაჟი, ჰორმიზდ II.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Klaus Schippmann: Grundzüge der Geschichte des sasanidischen Reiches. WBG, Darmstadt 1990.
  • Ursula Weber: Narseh, König der Könige von Ērān und Anērān. In: Iranica Antiqua 47 (2012), S. 153–302.
  • Ursula Weber, Josef Wiesehöfer: König Narsehs Herrschaftsverständnis. In: Henning Börm, Josef Wiesehöfer (Hrsg.): Commutatio et contentio. Studies in the Late Roman, Sasanian, and Early Islamic Near East. Wellem Verlag, Düsseldorf 2010, S. 89ff.
  • Josef Wiesehöfer: Das Reich der Sāsāniden. In: Klaus-Peter Johne (Hrsg.): Die Zeit der Soldatenkaiser. 2 Bde., Akademie Verlag, Berlin 2008, S. 531ff.