ბაჰრამ III
ბაჰრამ III (სპარს. بهرام دم,; გ. 293) — სასანიდური ირანის მე-6 შაჰინშაჰი 293 წელს, ბაჰრამ II-ის ვაჟი.
ბაჰრამ III | |
---|---|
بهرام دوم | |
სასანიდური ირანის მე-6 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 293 |
მმართ. დასასრული: | 293 |
წინამორბედი: | ბაჰრამ II |
მემკვიდრე: | ნარსე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 293 |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | ბაჰრამ II |
დედა: | შაბურდუხთაქი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
მამის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა ფარსში. მისი მმართველობა მხოლოდ 4 თვემდე გაგრძელდა. რომაელთა შემოსევების გამო ხელისუფლება დასუსტდა და სახელმწიფო ხაზინა დაცარიელდა. 293 წელს ირანში დიდმა აჯანყებამ იფეთქა. დიდებულებმა ბაჰრამის ბაბუის ძმა, ნარსე გამოაცხადეს შაჰინშაჰად, ხოლო ბაჰრამი კი შეიპყრეს და ციხეში გამოკეტეს.
მისი სიკვდილის მიზეზი უცნობია. სავარაუდოა, რომ სიკვდილით დასაჯეს, რადგან ტახტიდან ჩამოგდების წელსვე (293) გარდაიცვალა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწყარო
რედაქტირება- Bosworth, Clifford (1999). The Sāsānids, the Byzantines, the Lakhmids, and Yemen. Albany: SUNY Press. ISBN 0-7914-4355-8.
- Yarshater, Ehsan (1968). The Cambridge History of Iran. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-20092-X. ISBN 0-511-46774-5.
- Ayatollahi, Habibollah (2003). The Book of Iran: The History of Iranian Art. City: Center for International-Cultural Studies. ISBN 964-94491-4-0.
- Baker, Patricia L. (2005). Iran, 2nd: the Bradt Travel Guide. City: Bradt Travel Guides. ISBN 1-84162-123-4.
- Henning, Walter Bruno (1974). Acta Iranica. Téhéran: Bibliothèque Pahlavi. ISBN 90-04-03902-3.
- Neusner, Jacob (1997). A History of the Jews in Babylonia: from Shapur I to Shapur II. Boston: Brill Academic Publishers. ISBN 90-04-02144-2.