შაჰრი-სუჰტე
შაჰრი-სუჰტე (სპარს. شهر سوخته; „დამწვარი ქალაქი“) — ბრინჯაოს ხანის სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარე ქალაქი. განეკუთვნება ჯიროფტის კულტურას. მდებარეობს ირანში, სისტანისა და ბელუჯისტანის ოსტანში, მდინარე ჰელმანდის ნაპირზე. ქალაქის დაარსების თარიღად მიიჩნევენ ძვ. წ. 3200 წელს. დასახლებული იყო ძვ. წ. 1800 წლამდე. ქალაქის მოულოდნელი დაწინაურების და დაცემის მიზეზები საიდუმლოებითაა მოცული.
შაჰრი-სუჰტე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2014 (38-ე სესია) |
ნომერი | 1456 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1456 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქალაქი მოიცავდა 151 ჰექტარს და ურბანული საზოგადოების ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე უდიდეს დასახლებას წარმოადგენდა. ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სასაფლაო, რომლის ფართობია 25 ჰა და შეიცავს დაახლოებით 25-40 ათას საფლავს[1].
ქალაქი აღმოაჩინა და გამოიკვლია უნგრულ-ბრიტანული წარმოშობის არქეოლოგმა აურელ სტეინმა 1900-იან წლებში[2][3].
შაჰრი-სუჰტე 2014 წლის 22 ივნისს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sandro Salvatori And Massimo Vidale, Shahr-I Sokhta 1975-1978: Central Quarters Excavations: Preliminary Report, Istituto italiano per l'Africa e l'Oriente, 1997, ISBN 978-88-6323-145-8
- ↑ Aurel Stein, Innermost Asia. Detailed Report of explorations in Central Asia, Kansu and Eastern Iran, Clarendon Press, 1928
- ↑ Aurel Stein, An Archaeological Journey in Western Iran, The Geographical Journal, vol. 92, no. 4, pp. 313-342, 1938
- ↑ Myanmar’s first site inscribed to World Heritage List