ინდონეზიის ეროვნული მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ინდონეზიის ეროვნული მუზეუმი (ინდონ. Museum Nasional) — არქეოლოგიური, ისტორიული, ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული მუზეუმი ჯალან მედან მერდეკა ბარატზე, ცენტრალურ ჯაკარტაში, ინდონეზია. ადგილობრივებისათვის მუზეუმი ცნობილია როგორც სპილოს მუზეუმი (ინდონ. Museum Gajah), იმის გამო, რომ მუზეუმის შენობის წინ სპილოს ქანდაკებაა განთავსებული. მუზეუმში დაცული ნამუშევრები ინდონეზიის სხვადასხვა ნაწილშია მოპოვებული და ქვეყნის თითქმის მთლიან ისტორიას მოიცავს. მუზეუმი ორი საუკუნის განმავლობაში ცდილობს ინდონეზიური მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და დაცვას.[2]

ინდონეზიის ეროვნული მუზეუმი
6°10′34″ ს. გ. 106°49′18″ ა. გ. / 6.17611° ს. გ. 106.82167° ა. გ. / -6.17611; 106.82167
დაარსდა 1778
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
მდებარეობა Jakarta Pusat[1]
კლასიფიკაცია არქეოლოგიური მუზეუმი
ოფიციალური საიტი museumnasional.or.id
Map

მუზეუმი ინდონეზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილად და საუკეთესოდ მიიჩნევა.[3] მუზეუმში დაცულია დაახლოებით 141 000 ნივთი, რომელთა შორისაა პრეისტორიული არტეფაქტები, რომლებიც მოიცავს: არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის, კერამიკის, ეთნოგრაფიის, ისტორიისა და გეოგრაფიის კოლექციებს.[4] მუზეუმში ინახება ქვის ბუდისტური და ინდუისტური ქანდაკებები ძველი იავისა და სუმატრის პერიოდიდან.

ჰოლანდიის ოსტინდოეთი

რედაქტირება
 
მუზეუმი XIX საუკუნის მიწურულს
 
მაჯაპაჰიტური ყულაბა აღმოსავლეთი იავადან
 
ოქროს თასი, კლუნგკუნგის სასახლე, ბალი
 
გამოქვაბულის ადამიანის თავისქალა, იავა

1778 წლის 24 აპრილს, ნიდერლანდელი ინტელექტუალების ჯგუფმა დააარსა სამეცნიერო ინსტიტუტი სახელწოდებით, ხელოვნებისა და მეცნიერების სამეფო ბატავიური საზოგადოება (ნიდერლ. Bataviaasch Genootschap van Kunsten en Wetenschappen).[5] ეს კერძო დაწესებულება ხელმძღვანელობდა კვლევებს ხელოვნებისა და მეცნიერებების განხრით, კერძოდ კი ისტორიაში, არქეოლოგიაში, ეთნოგრაფიასა და ფიზიკაში. ისინი ასევე აქვეყნებდნენ კვლევის შედეგებს.[6]:13

დაწესებულების ერთ-ერთმა დამაარსებელმა, იაკობ კორნელის მათიუ რადერმახერმა დე გროტ რივიერის ქუჩაზე, ძველ ბატავიაში დაწესებულებას ნაგებობა აჩუქა. მან ასევე გაიღო კულტურული ნივთებისა და წიგნების კოლექციაც, რომელმაც მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.[7][8]

კოლექციის გაზრდასთან ერთად გენერალმა სერ თომას სტამფორდ რაფლესმა ახალი ნაგებობის აშენება გადაწყვიტა ჰარმონიის საზოგადოების (ამჟამინდელი იალან მაიაპაჰიტის 3) უკან. 1862 წელს ჰოლანდიის ოსტინდოეთის მთვარობამ გადაწყვიტა აეშენებინა ახალი მუზეუმი, რომელიც კოლექციებს არა მხოლოდ შეინარჩუნებდა, არამედ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომსაც გახდიდა.

მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1868 წელს და ადგილობრივებისათვის ცნობილია, როგორც Gedung Gajah (სპილოს ნაგებობა). მას ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც Gedung Arca (ქანდაკებების სახლი).

1931 წელს მუზეუმის კოლექცია პარიზის კოლონიალურ ექსპოიციაზე განათავსეს. სამწუხაროდ, გამოფენების დარბაზში, სადაც ჰოლანდიის ოსტინდოეთის ნამუშევრები იყო განთავსებული, ხანძარი გაჩნდა. შედეგად გამოფენილი ნივთების უმრავლესობა განადგურდა. ზარალის ასანაზღაურებლად ინდონეზიის ეროვნული მუზეუმმა ფულადი კომპენსაცია მიიღო. ეს თანხა დაწესებულებაში კერამიკის ოთახის, ბრინჯაოს ოთახისა და საგანძურების ოთახის მოსაწყობად გამოიყენეს.

ინდონეზიის რესპუბლიკა

რედაქტირება

ინდონეზიის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1950 თებერვალში დაწესებულების სახელი შეიცვალა და „ინდონეზიის კულტურული ინსტიტუტი გახდა (ინდონ. Lembaga Kebudayaan Indonesia). 1962 წლის 17 სექტემბერს, დაწესებულება ინდოენზიის მთავრობის ხელში გადავიდა და ცნობილი გახდა, როგორც „ცენტრალური მუზეუმი“ (ინდონ. Museum Pusat). განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბრძანებულებით (No. 092/0/1979), 1979 წლის 28 მაისს მუზეუმს ოფიციალურად ეწოდა ინდონეზიის ეროვნული მუზეუმი (Museum Nasional).

XX საუკუნის ბოლო მეოთხედში, მუზეუმის ხელნაწერებისა და ლიტერატურის კოლექცია ინდონეზიის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა. სახვითი ხელვნების კოლექცია, რომელიც ნახატებს მოცავდა, ინდონეზიის ეროვნულ გალერეაში განთავსდა.[6]:15

1977 წელს, ინდონეზიასა და ნიდერლანდებს შორის დადებული შეტანხმების შედეგად, ინდონეზური კულტურული საგანძურის ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. გადაცემულ არტეფაქტებს შორის იყო: ლომბოკის საგანძური, ნაგარაკრეტაგამას პალმის ფოთოლზე შესრულებული ხელნაწერი, იავური პრაჯნაპარამიტას ქანდაკება.[6]:15

კოლექციები

რედაქტირება

მუზეუმს ეკუთვნის 61 600 პრეისტორიული და ანთროპოლოგიური ფაქტების კოლექცია. 5 000-მდე არქეოლოგიური არტეფაქტი აღმოჩენილია როგორც ინდონეზიაში, ასევე აზიის სხვა ნაწილებში. მუზეუმის კოლექცია ყველაზე მდიდარ და ყველაზე სრულყოფილ კოლექციად მიიჩნევა ინდონეზიაში. ის ასვე ერთ-ერთი საუკეთესო ამ ტიპის მუზეუმია მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.[9]

მუზეუმის კოლექციაში შედის კლასიკური ინდუისტურ-ბუდისტური ქვის ქანდაკებები უძველესი იავასა და სუმატრადან. ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში ასევე ინახება ინდონეზიური ეთნოგრაფიის კლასიკური ნიმუში, კალეიდოსკოპი, ასევე აზიური კერამიკის იშვითი ნიმუშები. მუზეუმის ჭურჭლისა და კერამიკის კოლექციაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩინური კერამიკის ნაკეთობები, რომლებიც ხანის დინასტიისა (ძვ. წ. II საუკუნე) და ცინის დინასტიის (XVII საუკუნე) პერიოდით თარიღდება. კოლექციაში ასევე დაცულია კერამიკის ნიმუშები როგორც ინდონეზიიდან, ასევე მისი მეზობელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან. ინდონეზიის ეროვნული მუზეუმის აღნიშნული კოლექცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე მსხვილი კერამიკის კოლექციაა.[6]:15

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Rusmiyati, Murwaningrum D., M. Amperawan Marpaung et al. Katalog Museum IndonesiaKementerian Pendidikan Dasar dan Menengah, 2018. — ISBN 978-979-8250-66-8
  2. Rosi, Adele (1998). Museum Nasional Guide Book. Jakarta: PT Indo Multi Media, Museum Nasional and Indonesian Heritage Society, გვ. 2. 
  3. „Museum Nasional in Jakarta, Indonesia“. Lonely Planet (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-04-08.
  4. „A Big Plan for Indonesia’s National Museum“. Global Indonesian Voices - GIV (ინგლისური). 2017-07-16. ციტირების თარიღი: 2017-11-29.[მკვდარი ბმული]
  5. Rosi, Adele (1998). Museum Nasional Guide Book. Jakarta: PT Indo Multi Media, Museum Nasional and Indonesian Heritage Society, გვ. 4. 
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 (2014) რედ. Trigangga: Potret Museum Nasional Indonesia, Dulu, Kini dan Akan Datang - Pameran "Potret Museum Nasional Indonesia, Dulu, Kini dan Akan Datang", Museum Nasional Indonesia, 17-24 Mei 2014. Jakarta: National Museum of Indonesia, Directorate General of Culture, Ministry of Education and Culture of the Republic of Indonesi]. 
  7. VCM – Shared Cultural Heritage. ციტირების თარიღი: 2020-04-05
  8. https://munas.kemdikbud.go.id/mw/index.php[მკვდარი ბმული] Encyclopedia National Museum of Indonesia
  9. Lonely Planet review on Museum Nasional.