ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იემენური კულტურა — უძველესი ისტორია ისლამის გავლენის ქვეშ. უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის გამო, იემენმა მეზობლებისგან ძალიან გამორჩეული კულტურა შეიძინა.

იემენის მუსიკა ცნობილია საზღვარგარეთ, როგორც პან-არაბული პოპ-კულტურა. არაბულ სამყაროში იემენი დიდი ხანია კულტურული ცენტრია. იემენის ეროვნული ჰიმნი არის „გაერთიანებული რესპუბლიკა“, რომელიც დაწერა აბდალაჰ ალ-ფადჰული აბდულ ვაჰაბ ნომანმა .

იუნესკომ ტრადიციული პოეტური სიმღერა სანა, სახელწოდებით al Ghina al San'ani, გამოაცხადა კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად 2003 წლის 7 ნოემბერს.

იემენის თეატრის ისტორია მინიმუმ ერთი საუკუნით თარიღდება და იწყება 1900-იანი წლებიდან. როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალური (მთავრობის მიერ დაფინანსებული) თეატრალური დასები გამოდიან ქვეყნის მთავარ ურბანულ ცენტრებში. იემენის ბევრმა მნიშვნელოვანმა პოეტმა და ავტორმა, ალი აჰმედ ბა კატირმა, მუჰამედ ალ-შარაფიმ და ვაჯდი ალ-აჰდალიმა, დაწერეს დრამატული ნაწარმოებები. სასცენო წარმოდგენისათვის ადაპტირებულია იემენელი ავტორების - მოჰამედ აბდულ-ვალის და აბდულაზიზ ალ-მაქალეჰოს ლექსები, რომანები და მოთხრობები. დადგმულია არაბ ავტორთა პიესების სპექტაკლები არაბი ავტორების თავფიკ ალ-ჰაკიმის და სადალალა ვანოუსის მიერ შექმნილი ასევე დადგეს დასავლელი ავტორების, მათ შორის, შექსპირის, პირანდელოს, ბრეხტის და ტენესის უილიამსის ნაწარმოებები. ისტორიულად რომ ვთქვათ, სამხრეთ საპორტო ქალაქი ადენი არის იემენური თეატრის აკვანი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, დედაქალაქ სანაში, გაიმართა მრავალი თეატრალური ფესტივალი. ფესტივალი ხშირად აღინიშნება თეატრის მსოფლიო დღესთან ერთად .

სამზარეულო

რედაქტირება
 
ფატუტი, იემენური შემწვარი პური კვერცხით

იემენური სამზარეულო სრულიად განსხვავდება უფრო ფართოდ ცნობილი შუა აღმოსავლეთის სამზარეულოსგან და ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში უცხოური გავლენა აშკარად იგრძნობა.

იემენში საქონლის ხორცზე მეტად მიირთმევენ ქათმის, ცხვრის და თხის ხორცს. ასევე - თევზს, განსაკუთრებით სანაპირო ზონებში. [1]

ყველის, კარაქის და რძის სხვა პროდუქტები ნაკლებად გვხვდება იემენელთა საკვებ რაციონში. ცხიმებიდან ყველაზე ხშირად იყენებენ მცენარეული ზეთს და ერბოს, რომელიც გამოიყენება პიკანტურ კერძებში. გადამდნარი კარაქის (ერბო) სახეობა რომელიც ცნობილია როგორც სემნი, გამოიყენება საკონდოტრო წარმოებაში. იემენში მუსლიმებისათვის ღორის მოხმარება აკრძალულია შარიათის კანონების შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ რეგიონს აქვს საკუთარი ვარიაცია, სალტა ითვლება ეროვნულ კერძად. ინგრედიენტებია: ყავისფერი ჩაშუშული ხორცი( ძირითადად ცხვრის ან ქათმის), რომელსაც ეწოდება მარაკი , ცერეცო (ჰოლბა) და საჰავკი ან საჰაუკა (დაკეპილი ჩილის წიწაკის, პომიდვრის, ნივრისა და მწვანილის ნარევი). შემდეგ ემატება: ბრინჯი, კარტოფილი, ომლეტი და ბოსტნეული. მას მიირთმევენ ტრადიციულად იემენის ბრტყელ პურთან ერთად, რომელიც ჭურჭლის დანიშნულებას ასრულებს და გამოიყენება საჭმელად.


შაკშუკა პოპულარული კერძია იემენში. შაკშუკა მზადდება კვერცხის, ხორცის, პომიდორის, წიწაკის, ხახვისა და სუნელებისგან (ხშირად მათ შორისაა ძირა და წიწაკა ). მას ჩვეულებრივ ჭამენ იემენის ბრტყელ პურთან ან თეთრ პურთან ერთად.

სხვა პოპულარული კერძებია ფატა, ფატუტი, ფულ მადამესი და მუტაბაკი

 
იემენელი კაცი ღეჭავს და ყიდის კათს

კათი (Catha edulis), ფართოდ გაშენებული მცენარეა იემენში და ზოგადად საღეჭ რეზინად გამოიყენება. მისი წვენი გადაყლაპვისას ამფეტამინის მსგავს ეფექტს წარმოშობს. იემენელები ნაშუადღევს ტრადიციულ კოსტიუმებს ატარებენ და ნარკოტიკული მოქმედების მქონე კათს ღეჭავენ. კათის ღეჭვა იემენის ბიზნესკულტურის ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ როგორც წესი, უცხოელები ღეჭვის პროცესში არ მონაწილეობენ.

ფეხბურთი იემენში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. იემენის ფეხბურთის ეროვნული გუნდი ასპარეზობს ფიფას და აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ლიგებში. ქვეყანა ასევე მასპინძლობს ბევრ საფეხბურთო კლუბს. ისინი ეროვნულ და საერთაშორისო ლიგებში ასპარეზობენ.

იემენის მთები გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას გარე სპორტისთვის, როგორიცაა ველოსიპედებით სეირნობა, კლდეზე ცოცვა, ლაშქრობა, თხილამურები, სამთო ხტომა და სპორტის სხვა უფრო რთული სახეობები, მათ შორის ალპინიზმი . მთის საფეხმავლო და სალაშქრო ტურები მოიცავს სარავატის მთებსა და ჯაბალ ან ნაბი შუეიბს.

იემენისა და სოკოტრას კუნძულის სანაპირო ზონები ასევე ბევრ შესაძლებლობას იძლევა წყლის სპორტისთვის, როგორიცაა სერფინგი, ბოდიბორდინგი, ნაოსნობა, ცურვა და ყვინთვა . კუნძულ სოკოტრაში მდებარეობს მსოფლიოში სერფინგის საუკეთესო მიმართულებები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Etheredge, Laura (2011). Saudi Arabia and Yemen. The Rosen Publishing Group. pp. 111–112. ISBN 1615303359[მკვდარი ბმული].