სოკოტრა
სოკოტრა (Socotra ან Sukutra; არაბულად: سقطرى Suqutrā, DMG Suquṭrā) — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში (უდიდესი კუნძული - კ. სოკოტრა), იემენის რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს გვარდაფუის კონცხის აღმოსავლეთით (აფრიკა). ფართობი - 3,6 ათ. კმ². უმთავრესად აგებულია კრისტალური ქანებით. სიმაღლე - 1503 მეტრამდე (კუნძულ სოკოტრაზე). ჰავა ტროპიკული და მშრალია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 21 °C , ივლისისა - 28 °C. ნალექები 250-300 მმ წელიწადში. მცენარეულობა ნახევარუდაბნოსია. აშენებენ ფინიკის პალმებს, რქოსან საქონელს. 2008 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1263 ინგლ. • რუს. • ფრ. |
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: