ცერეცო
ცერეცო (ლათ. Anethum graveolens) — ერთწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი ღერო, დანაწევრებული და განტოტვილი, მწვანე ან მოყვითალო ფოთლები, რთული ქოლგაყვავილედი.
მცენარე ძლიერ არომატურლია, იყენებენ სალათაზე დასაჭრელად. მომწიფების ფაზაში მყოფ თესლს საკაზმ-სანელებლად ხმარობენ და ამჟავებენ კიტრს, პამიდორს, კომბოსტოს. საქართველოში გავრცელებული ჯიშია „სოხუმური“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 203, თბ., 1987 წელი.