ვოლოდიმირ ტუკმაკოვი (მოჭადრაკე)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვოლოდიმირ ტუკმაკოვი (უკრ. Володи́мир Бори́сович Тукмаков, ინგლ. Vladimir Tukmakov; დ. 5 მარტი, 1946, ოდესა,უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1972), ფიდეს დამსახურებული მწვრთნელი (2004). იყო უკრაინისა და აზერბაიჯანის მოჭადრაკეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ვოლოდიმირ ტუკმაკოვი

ვოლოდიმირ ტუკმაკოვი, 2009 წელი.
ქვეყანა (სპორტი)

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ,

უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 5 მარტი, 1946 (1946-03-05) (78 წლის)
დაბადების ადგილი ოდესა, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (1972)
ფიდე რეიტინგი 2540 (მაისი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2610 (იანვარი 1998)
ჯილდოები და პრემიები

მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“,

საიუბილეო მედალი „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის), ვლადიმერ ილიას ძე ლენინნის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვოლოდიმირი 1946 წლის 5 მარტს ოდესაში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ბავშვობაში ისწავლა და ოდესის პიონერთა სასახლეში დაიწყო მეცადინეობა. მისი პირველი მწვრთნელი სამუილ კოტლერმანი იყო. 1962 წელს სსრკს სპორტის ოსტატი გახდა. 1965 წელს ბარსელონაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე რობერტ ჰარტოჩთან ერთად მეორეზე გავიდა, თუმც დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილი არგუნეს.

მომდევნო წელს სსრკს სტუდენტთა ნაკრებში მიიწვიეს და 1972 წლამდე 9 ოქროს მედალი მოიგო. 1966, 1967, 1968, 1969, 1971, 1972 წლებში გუნდური ოქროს მედლები აიღო, ხოლო 1966, 1967 და 1971-ში ინდივიდუალურებიც.

1970 წელს აპრილ-მაისში კიევში უკრაინის 39-ე პირველობაზე გამოვიდა, 8 მოიგო, 2 წააგო, 7 ყაიმით დაასრულა და ჩემპიონი გახდა. ივლის-აგვისტოში ბუენოს-აირესში საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა, პირველზე კი ბობი ფიშერი გავიდა. ტუკმაკოვმა 7 მოიგო, 1 წააგო, 9 ყაიმით დაარულა და პირველადგილოსანს 3,5 ქულით ჩამორჩა. ნოემბერ-დეკემბერში რიგაში სსრკ-ს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო. მან 9 პარტიაში იმარჯვა, 11 ყაიმით დაასრულა, ერთი წააგო და ჩემპიონ ვიქტორ კორჩნოის ქულანახევრით ჩამორჩა. სსრკს პირველობაზე ვერცხლის მედალი კიდევ ორჯერ 1972 და 1983 წლებშიც აიღო.

გამოდიოდა პრესტიჟულ ტურნირებზე და რამდენიმე მოიგო. 1973 წელს მადრიდის ტურნირზე მეორე იყო ანატოლი კარპოვის შემდეგ, მომდევნო წელს კი ამსტერდამში IBM-ის ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა, ვლასტიმილ იანსასთან და ბორისლავ ივკოვთან ერთად. წარუმატებლად გამოვიდა ლენინგრადში (ამჟამად სანკტ-პეტერბურგი) ზონათაშორის ტურნირზე, სადაც მე-16 ადგილს დასჯერდა.

1977 წელს დეჩინის ტურნირი დიულა საქსთან ერთად მოიგო, ხოლო 1978-ში ლას-პალმასში ერთპიროვნულად იმარჯვა. იმავე წელს ვილნიუსის ტურნირი მოიგო, მან მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ტიგრან პეტროსიანს გადაუსწრო. 1979 წელს უკრაინის სსრ-ს ნაკრების შემადგენლობაში სსრკ-ს სპარტაკაიდა მოიგო. ხოლო 1981 წელს სსრკ-ს გუნდური ჩემპიონატი. 1980 წელს მალტის ტურნირზე იმარჯვა. 1982 წლის ივლისში ლას-პალმასში ზონალურ ტურნირზე გამოვიდა და ცოტა დააკლდა წარმატებამდე. მან 5 მოიგო, 3 წააგო, 5 დაასრულა ყაიმით, მეოთხე-მეხუთე ადგილებს დასჯერდა და პირველადგილოსან ზოლტან რიბლის ქულნახევრით ჩამორჩა. მეორე ადგილები დაიკავა 1982 წელს ერევანში (არტურ იუსუპოვის შემდეგ) და 1984 წელს ტილბურგში (ტონი მაილსის შემდეგ).

1984 წლის 24-29 ივნისს ლონდონში სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ნაკრებს დაუპირისპირდა. სარეზერვო მოთამაშემ ორი მოჭადრაკე შეცვალა. პირველად, მეოთხე დაფაზე ვასილი სმისლოვის ნაცვლად მიუჯდა მაგიდას და იუგოსლაველ ლუბომირ ლუბოევიჩს ორი პარტია ეთამაშა, საიდანაც ერთი მოუგო და ერთიც ყაიმით დაუსრულა. მეორედ მესამე დაფას ლევ პოლუგაევსკის ნაცვლად მიუჯდა, ერთი პარტია ითამაშა ვიქტორ კონჩნოისთან და ყაიმით დაასრულა.

1985 წელს ლუგანოს ღია პირველობაზე იმარჯვა, ხოლო 1987/88 წლებში რეჯო-ემილიას ტურნირზე. 1990 წელს იუდიტ პოლგართან ერთად ამსტერდამში OHRA-B მოიგო. 1989 და 1994 წლებში კანადის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. 1988 წელს ხიხონში სწრაფ ჭადრაკის ტურნირზე იასპარეზა და ანატოლი კარპოვთან ერთად პირველზე გავიდა.

წარმატებით თამაშობდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე. მოსკოვის „ცსკას“-ს შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ევროპის საკლუბო თასი, 1986, 1988 და 1990 წლებში. სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინის სახელით გამოდის. 1996 წელს ხორვატული Borovo Vukovar '9-ის შემადგენლობაში ვერცხლის მედალი აიღო, ხოლო 2000-ში ბოსნის-ჰერცეგოვინის ŠK Bihac შემადგენლობაში მეორე დაფაზე მოთამაშემ ინდივიდუალური ოქრო.

ამჟამად როგორც მოთამაშე ნაკლებად აქტიურია და ფიდეს რეიტინგშიც ადგილს ინარჩუნებს. (2007 წლის ოქტომბერში 2551 პუნქტი ჰქონდა). 2007 წელს ოდესაში სწრაფი ჭადრაკის ტურნირზე გამოვიდა. შეჯიბრში ძლიერმა მოჭადრაკეებმა მოიყარეს თავი. მან კარგად დაიწყო, ჯერ კორჩნოისთან ითამაშა ყაიმი, შემდეგ კი იმ დროისთის რეიტინგული მოთამაშები ილია სმირინი და ეტიენ ბაკრო დაამარცხა, თუმც შემდეგ გადაიღალა და ყველა პარტია დასთმო.

 
ვოლოდიმირ ტუკმაკოვი, 1974 წელი. ამსტერდამი

ნაკრებები

რედაქტირება
წელი ტურნირი ჩატარების ადგილი ქვეყანა დაფა რეიტინგი + = შედეგი % ტურნირის რეიტინგი გუნდური შედეგი პირადი შედეგი
1973 ევროპის ჩემპიონატი ბათი სსრკ სარეზერვო 2545 3 2 0 4 з 5 80 2626 ოქრო ოქრო
1983 ევროპის ჩემპიონატი პლოვდივი სსრკ 6 2580 1 4 1 3 з6 50 2478 ოქრო 4
1984 საჭადრაკო ოლიმპიადა სალონიკი სსრკ 4 2550 5 4 1 7 з 10 70 2593 ოქრო 7
1989 ევროპის ჩემპიონატი ჰაიფა სსრკ სარეზერვო 2565 3 3 0 4½ з 6 75 2662 ოქრო ოქრო
1993 მსოფლიოს ჩემპიონატი ლუცერნი უკრაინა 4 2600 1 3 1 2,5 з 5 50 2570 ვერცხლი 4

სამწვრთნელო კარიერა

რედაქტირება

2004 წლიდან 2011-მდე ტუკმაკოვი უკრაინის მამაკაცთა ნაკრებს წვრთნიდა და ორჯერ ოლიმპიური ოქროს მედალი მოაგებინა. პირველად 2004 წელს კალვიაში ნაკრების კაპიტანიც იყო და გამარჯვებულმა ფიდეს უფროსი მწვრთნელის წოდება მიიღო. 2009 წელს უკრაინა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა, ხოლო 2010 წელს ოლიმპიური ოქრო მეორედ მოაგებინა.

2013-დან 2016 წლამდე ნიდერლანდელ დიდოსტატ ანიშ გირს ავარჯიშებდა[1], ხოლო 2017-დან დიდოსტატ უესლი სოს ამზადებს[2]. 2010 წელს ფიდემ საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა და სამწვრთნელო „ოსკარი“ გადასცა.

ორდენები

რედაქტირება

მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“ - 1985 წელი საიუბილეო მედალი „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის), ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ - 5 ნოემბერი, 1969 წელი

  • Tukmakov, Vladimir (2012). Profession: Chessplayer - Grandmaster at Work. Russell Enterprises Inc. ISBN 9781936490288.
  • Tukmakov, Vladimir (2012). Modern Chess Preparation - Getting Ready for Your Opponent in the Information Age. New In Chess. ISBN 9789056913779.
  • Tukmakov, Vladimir (2015). Risk & Bluff in Chess. The Art of Taking Calculated Risks. New In Chess. ISBN 9789056915957.
  • Tukmakov, Vladimir (2019). Coaching the Chess Stars. Thinkers Publishing. ISBN 9789492510501.
  • Tukmakov, Vladimir (2020). Modern Chess Formula - The Powerful Impact of Engines. Thinkers Publishing. ISBN 9789492510815.
  • Tukmakov, Vladimir (2020). A Feast of Chess in Time of Plague - Candidates Tournament 2020 - Part 1 - Yekaterinburg. Thinkers Publishing. ISBN 9789492510921.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Tata 08: A special guest (21 January 2014).
  2. „Wesley So partners with Tukmakov“. Chess News (ინგლისური). 2017-01-27. ციტირების თარიღი: 2017-06-09.