ვიკიპედია:WMGE/კონკურსები/2020/ლიტერატურა/ლოლიტა (რომანი)
Lua-ს შეცდომა in მოდული:About at line 38: bad argument #2 to 'format' (string expected, got nil). თარგი:Pp-move-indef
თარგი:Use dmy dates თარგი:Infobox book „ლოლიტა“ რუსი-ამერიკელი მწერლის, ვლადიმირ ნაბოკოვის რომანია, რომელიც 1955 წელს გამოქვეყნდა. რომანის მთავარი გმირი - არასანდო მთხრობელი - შუა ხანს მიტანებული ლიტერატურის მასწავლებელი ჰუმბერტ ჰუმბერტია, რომელსაც ვნება 12 წლის გოგონას, დოლორეს ჰეიზის მიმართ უჩნდება და მას შემდეგ, რაც მისი მამინაცვალი ხდება, ამ ვნების დაკმაყოფილებას ახერხებს. გოგონას დოლორესი ჰქვია, კაცი კი მოფერებით „ლოლიტას“ უწოდებს. ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი გამომცემლობა Olympia Press-მა პარიზში 1955 წელს გამოსცა. რუსული თარგმანი, რომელიც თავად ვლადიმირ ნაბოკოვს ეკუთვნის, Phaedra Publishers-მა გამოსცა ნიუ-იორკში 1967 წელს. „ლოლიტა“ მალევე იქცა კლასიკად. რომანის მიხედვით ჯერ სტენლი კუბრიკმა გადაიღო ფილმი 1962 წელს, შემდეგ კი - ედრიან ლაინმა - 1997 წელს. თეატრის სცენაზეც რამდენჯერმე დაიდგა. არსებობს ორი საოპერო და ორი საბალეტო დადგმა, ბროდვეის კომერციულად წარუმატებელი, მაგრამ გახმაურებული მიუზიკლიც. პოპულარულ კულტურაში სახელი „ლოლიტა“ სქესობრივად ნაადრევად მომწიფებულ გოგონაზე მიანიშნებს. ბევრი მწერლის აზრით, ნაბოკოვის „ლოლიტა“ მე-20 საუკუნის უდიდესი რომანია. [1] შესულია საუკეთესო წიგნების სიებში, მაგალითად, „Time“-ის ას საუკეთესო რომანში, „Le Monde“-ის საუკუნის ას წიგნში, „Modern Library“-ის ას საუკეთესო რომანში.
სიუჟეტი
რედაქტირებარომანის წინასიტყვაობა გამოგონილ გმირს, ფსიქოლოგიური ლიტერატურის გამომცემელ ჯონ რეის ეკუთვნის. რეი აცხადებს, რომ იმ კაცის მემუარებს გამოსცემს, ვინც ფსევდონიმად „ჰუმბერტ ჰუმბერტი“ აირჩია და, მკვლელობაში ბრალდებული, განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა ციხეში - გულის შეტევით. თხრობა 1910 წელს ჰუმბერტ ჰუმბერტის პარიზში დაბადებით იწყება. ბავშვობას ლაჟვარდოვან სანაპიროზე ატარებს, სადაც ერთი გოგონა - ანაბელ ლი უყვარდება. ამ ყმაწვილურ, მოუმწიფებლობის ნიშნით დაღდასმულ სიყვარულს ანაბელის ნაადრევი სიკვდილი წყვეტს. სწორედ ამის გამოა, რომ ჰუმბერტს სქესობრივი ლტოლვა მხოლოდ 9-დან 14 წლამდე გოგოებისადმი უჩნდება, რომლებსაც „ნიმფეტებს“ უწოდებს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს და ლიტერატურის სახელმძღვანელოსაც ამზადებს გამოსაცემად. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის. 1947 წელს კი რამსდეილში, ნიუ-ინგლენდის შტატის პატარა ქალაქში დასახლებას გადაწყვეტს, რათა წიგნზე მშვიდად იმუშაოს. სახლში, სადაც მას უნდა ეცხოვრა, ხანძარი ჩნდება, ახალი საცხოვრებლის ძებნისას კი ქვრივ შარლოტ ჰეიზს გადაეყრება, რომელსაც ოთახის გაქირავება განუზრახავს. ჰუმბერტი შარლოტს ესტუმრება და მხოლოდ ზრდილობის გამო ათვალიერებს კარმიდამოს - ფიქრობს, რომ შემოთავაზებაზე უარს იტყვის. ქალი ბაღსაც აჩვენებს, სადაც მისი 12 წლის ქალიშვილი, დოლორესი (იგივე დოლი, ლო, ლოლა, ლოლიტა) მზეზე ირუჯება. კაცი მას სრულყოფილ „ნიმფეტად“, ძველი სიყვარულის - ანაბელის განსახიერებად აღიქვამს და უმალვე გადაწყვეტს ამ სახლში საცხოვრებლად გადმოსვლას.
ვნებას აყოლილი ჰუმბერტი მუდმივად ეძებს მოთხოვნილების შეუმჩნევლად დაკმაყოფილების გზებს, თუმცა შემთხვევით შეხებაზე შორს არ მიდის. როდესაც გოგონა საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება, ჰუმბერტი შარლოტის წერილს მიიღებს, რომელიც სიყვარულში გამოუტყდება და ულტიმატუმს წაუყენებს: ან ცოლად უნდა შეირთოს, ან მისი სახლიდან დაუყოვნებლივ წავიდეს. თავიდან ის თავზარდაცემულია, შემდეგ კი უფრო და უფრო იხიბლება იმ აზრით, რომ დოლორესის მამინაცვალი გახდება. სწორედ ამიტომ დათანხმდება ქალს ქორწინებაზე. ცოტა ხნის შემდეგ კი შარლოტი მის დღიურს აღმოაჩენს, საიდანაც შეიტყობს, როგორ ეზიზღება კაცს და როგორ სურს მისი ქალიშვილი. გაოგნებული, დამცირებული შარლოტი დოლორესთან ერთად გაქცევას გადაწყვეტს და მეგობრების გასაფრთხილებლად წერილებს წერს. კაცი ცდილობს, ცოლი დაარწმუნოს, რომ მხოლოდ მომავალი რომანის მონახაზი ნახა, მაგრამ ის არ უჯერებს, სახლიდან გარბის და მანქანა ეჯახება. ჰუმბერტი წერილებს გაანადგურებს, დოლორესს კი ბანაკიდან წამოიყვანს - ეუბნება, რომ დედამისი ავად გახდა და საავაადმყოფოში წევს. შემდეგ გოგონა ძვირადღირებულ სასტუმროში მიჰყავს, რომელიც ადრე შარლოტმა ურჩია. ჰუმბერტმა იცის, რომ თავს დამნაშავედ იგრძნობს, თუ ფხიზელ დოლორესს გააუპატიურებს, ამიტომაც საძილე საშუალებას მოტყუებით მიაღებინებს - ეტყვის, რომ ვიტამინია. შემდეგ კი დროის გასაყვანად სასტუმროს ირგვლივ დაეხეტება და ერთ იდუმალ კაცს გადააწყდება, რომელსაც თითქოს ყველაფერი შეუტყვია მის განზრახვაზე. ჰუმბერტი მასთან საუბარს წყვეტს, ბოდიშს უხდის და სასტუმროს ნომერში ბრუნდება, სადაც აღმოაჩენს, რომ მოატყუეს და სუსტი საძილე საშუალება შეაპარეს - დოლორესი საწოლში წრიალებს და დროდადრო ეღვიძება კიდეც. იმ ღამით კაცი მასთან შეხებას ვერ ბედავს. დილით გოგონა გაუმხელს, რომ უკვე დაკარგა ქალწულობა, როცა უფროს ბიჭთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა სხვა ბანაკში, ერთი წლის წინ. სასტუმროდან წამოსვლისას ჰუმბერტი მას ეუბნება, რომ დედამისი მკვდარია.
ჰუმბერტი და დოლორესი მთელ ქვეყანაში მოგზაურობენ, დღეს მანქანაში ატარებენ, ღამეს კი - მოტელში. კაცი გულმოდგინედ ცდილობს გოგონას ყურადღების შენარჩუნებას და სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ საჩუქრებს სთავაზობს. საბოლოოდ ბერდსლიში - ნიუ-ინგლენდის პატარა ქალაქში - დამკვიდრდებიან. ჰუმბერტი თავს დოლორესის მამად ასაღებს და ის გოგონათა კერძო სკოლაში შეჰყავს. ამავე დროს ეჭვიანობს და მკაცრად აკონტროლებს მის ნაცნობთა წრეს, უკრძალავს ბიჭებთან შეხვედრას, წვეულებებზე წასვლას. მხოლოდ სკოლის დირექტორთან საუბრის შემდეგ თანხმდება, რომ დოლორესმა მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სპექტაკლში, რომლის სახელწოდებაც იმ სასტუმროსას ემთხვევა, სადაც ღამით იდუმალ კაცს შეხვდა. პრემიერამდე ერთი დღით ადრე ჰუმბერტი და დოლორესი იჩხუბებენ და გოგონა სახლიდან გაიქცევა. კაცი მას მალევე პოულობს. დოლორესი ეუბნება, რომ ქალაქიდან წასვლა და მოგზაურობის გაგრძელება სურს. თავიდან ჰუმბერტი აღფრთოვანებულია, მერე კი ეჭვი უფრო და უფრო უძლიერდება - თითქოს ვიღაც ისეთი უდგას კვალში, ვისაც გოგონა კარგად იცნობს. ეს კი კლერ ქუილტია - შარლოტის მეგობარი, ცნობილი დრამატურგი, იმ პიესის ავტორი, რომლის მიხედვით დადგმულ სპექტაკლშიც დოლორესს უნდა ეთამაშა. კოლორადოს მთებში გოგონა ავად ხდება და ჰუმბერტს ადგილობრივ საავადმყოფოში მიჰყავს, საიდანაც ერთ ღამეს მას „ბიძა“ წაიყვანს. კაცმა იცის, რომ დოლორესს ნათესავები არ ჰყავს და შეშლილივით დაეძებს გოგონასა და მის გამტაცებელს, მაგრამ ამაოდ. მომდევნო ორ წელს ჰუმბერტი ახალგაზრდა ქალთან - ლოთ რიტასთან ატარებს და როგორღაც ახერხებს, რომ ამ ურთიერთობას გაუძლოს. ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი მოულოდნელად წერილს იღებს დოლორესისგან, რომელიცუკვე 17 წლისაა, გათხოვილია და ორსულადაა; და ძალიან სჭირდება ფული. პისტოლეტით შეიარაღებული ჰუმბერტი მის მისამართს პოულობს და იმ ფულს აძლევს, რომელიც დედისაგან მემკვიდრეობით უნდა მიეღო. იქვე შეიტყობს, რომ დოლორესის ქმარი - ყრუ მექანიკოსი - მისი გამტაცებელი არ არის. საავადმყოფოდან ქუილტის წაუყვანია, რომელიც გოგონას უყვარდა, მაგრამ პორნოგრაფიულ ფილმში გადაღებაზე არ დათანხმდა და კაცმაც საბოლოოდ უარი თქვა მასზე. დოლორესი არც ჰუმბერტის შეთავაზებას თანხმდება - ჩემთან ერთად წამოდიო. ამის შემდეგ მისი მამინაცვალი ნარკოტიკით გაბრუებულ ქუილტის მიაკითხავს სახლში და რამდენჯერმე ესვრის. ცოტა ხნის შემდეგ კი მას აპატიმრებენ. ჰუმბერტის ბოლო ფიქრები ისევ დოლორესს დასტრიალებს, საბოლოოდ აღიარებს, რომ უყვარდა და ითხოვს, მემუარები მხოლოდ ქალის სიკვდილის შემდეგ გამოაქვეყნონ. დოლორესი მშობიარობისას იღუპება, 1952 წლის შობის წინა დღეს.
ეროტიკული მოტივები და პოლემიკა
რედაქტირებალოლიტას ხშირად მოიხსენიებენ „ეროტიკულ რომანად“ - როგორც კრიტიკოსები, ასევე ლიტერატურული ცნობარები. [2] დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით, ეს არის „ექსპერიმენტი, რომელიც ეროტიკული და აღმზრდელობითი რომანის ნაზავს წარმოადგენს“. [3] ასეთივე აღწერას ვხვდებით დესმონდ მორისის „ეპოქათა წიგნში“. [4] ქალთა კვლევების კურსებისათვის მომზადებულ წიგნების მიმოხილვაში ნათქვამია, რომ „ლოლიტა“ „ირონიული ეროტიკული რომანია“. [5] ის, როგორც წესი, ნახსენებია ხოლმე ეროტიკული ლიტერატურის ისტორიის შესახებ დაწერილ ისეთ წიგნებში, როგორიცაა, მაიკლ პერკინსის „საიდუმლო ჩანაწერი: თანამედროვე ეროტიკული ლიტერატურა“. [6] უფრო ფრთხილი შეფასებით, „ლოლიტა“ არის „რომანი ეროტიკული მოტივებით“, ან „ერთ-ერთი იმ ნაწარმოებთაგან, რომლებშიც ეროტიკის ელემენტებია, როგორც „ულისესა“ და „ლედი ჩატერლეის საყვარელში“. [7]
ამგვარი კლასიფიკაცია საკამათოდ მიიჩნევა. მალკოლმ ბრედბერი წერს: „ლოლიტამ“ სახელი გაითქვა, როგორ ეროტიკულმა რომანმა, მაგრამ მალევე აღიარეს დიდ ლიტერატურად - მითოლოგიის უმთავრესი ასპექტების გვიანმოდერნისტულ დისტილატად“. [8] სემუელ შუმანი კი აცხადებს, რომ ნაბოკოვი „სიურრეალისტია, რომელიც დაკავშირებულია გოგოლთან, დოსტოევსკისთან და კაფკასთან“. „ლოლიტასთვის“ ირონია და სარკაზმია დამახასიათებელი. ის არ არის ეროტიკული რომანი“. [9]
ლანს ოლსენი წერს: „ეროტიკის დანახვა მხოლოდ წიგნის პირველ 13 თავში შეიძლება - ხშირად ნახსენები სცენის ჩათვლით, როცა ლო უნებურად უშლის ფეხებს აღგზნებულ ჰუმბერტს“. [10] თავად ნაბოკოვი ბოლოსიტყვაობაში ამბობს, რომ ზოგიერთი მკითხველი „მცდარ გზას დაადგა... იფიქრა, რომ უხამსი წიგნი გამოდგებოდა... ეროტიკული სცენების მონაცვლეობას ელოდა და როცა ისინი შეწყდა, მკითხველმაც მოიწყინა“. [11]
სტილი და ინტერპრეტაცია
რედაქტირებამთხრობელი - ჰუმბერტი ხშირად მიმართავს სიტყვების თამაშს და მკითხველს ამერიკული კულტურის შესახებ საკუთარ წინააღმდეგობრივ მოსაზრებებსაც აცნობს. რომანის ბრწყინვალე სტილი ხასიათდება ორაზროვნებით, მრავალენოვანი კალამბურებით, ანაგრამებითა და ისეთი გამოგონილი სიტყვებით, როგორიც „ნიმფეტია“ - ამ სიტყვას თავისი სიცოცხლე აქვს და მრავალ ლექსიკონშიც დაიდო ბინა. ბევრი მწერალი ჰუმბერტს არასანდო მთხრობელად მიიჩნევს, ნაბოკოვს კი დიდად უფასებს ირონიას. რიჩარდ რორტისთვის ჰუმბერტი „აპათიური მონსტრია“. თავად ნაბოკოვი ამ გმირს „ქედმაღალ, სასტიკ ნაძირალად“ და „საძულველ პიროვნებად“ მოიხსენიებს. [12][13] [14]
კრიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ რადგან მთელ ამბავს ჰუმბერტი მოგვითხრობს, ცოტა რამ ვიცით ლოლიტას პიროვნების შესახებ - ის დაადუმეს, თხრობის საშუალება არ მისცეს. ნომი ტამირ-გეზი წერს: „არა მხოლოდ ლოლიტას ხმა არ ისმის, მისი თვალსაზრისი - როგორ ხედავს სიტუაციას და რას გრძნობს - იშვიათადაა მოწოდებული. მკითხველი თავად უნდა მიხვდეს... და რადგან ამბავს ჰუმბერტი ჰყვება... რომანის ბოლომდე მკითხველი მისი გრძნობებითაა მოცული“. [15] მიკა ჰოუ და სარა ეფლტონ აგიარიც ფიქრობენ, რომ ლოლიტა „დადუმებული და ობიექტის დონემდე დაყვანილია“. [16] კრისტინ კლეგი კი შენიშნავს, რომ ეს მოსაზრება ხშირად მეორდება რომანის კრიტიკისას 1990-იან წლებში. [17] მსახიობმა ბრაიენ კოქსმა, რომელმაც 2009 წელს ჰუმბერტის როლი შეასრულა წიგნის მიხედვით დადგმულ მონოსპექტაკლში, აღნიშნა, რომ რომანი „არ არის ლოლიტას, როგორც ხორციელი არსების შესახებ. ის ლოლიტას მოგონების შესახებაა“. მისივე აზრით, წიგნთან მიახლოებას სასცენო მონოლოგი უფრო შეძლებდა, ვიდრე ფილმი. [18] კრიტიკოსი ელიზაბეთ ჯეინვეი კი მიიჩნევს, რომ „ჰუმბერტი ნებისმიერი კაცია, ვინც სურვილს აჰყოლია და ისე ძალიან უნდა თავისი ლოლიტა, რომ აზრად არ მოსდის, ადამიანი დაინახოს მასში და არა - განსხეულებული ოცნება“. [19]
კლეგი ფიქრობს, რომ რომანში გოგონას გრძნობებისათვის გვერდის ავლა პირდაპირ უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მას „დოლორესი“ ჰქვია და მხოლოდ ჰუმბერტი უწოდებს „ლოლიტას“. რომანის დასაწყისში ჰუმბერტიც შენიშნავს, რომ შესანიშნავად მოახერხა ლოლიტას „სოლიფსიზება“. [20] [21] ერიკ ლემეი წერს: „არანიმფომანიაკებს ბავშვი მაშინ ეხმიანება, თუ უწოდებენ „ლოს“, „ლოლას“, „დოლის“ და ყველაზე უარეს შემთხვევაში - „დოლორესს“. ჰუმბერტი კი ამბობს, ჩემს მკლავებში ყოველთვის ლოლიტა იყოო. და მის მკლავებში თუ სხვაგან ის მუდამ ჰუმბერტის მხდალი „მე“-ს ქმნილება იყო... ჰუმბერტი სირინოზივით მღერის, თავის თავს უმღერის და თავის „მე“-საც და ამ სიმღერასაც „ლოლიტას“ უწოდებს... იმისათვის, რომ დოლორესი ლოლიტად იქცეს, სევდიანი ასაკოვანი კაცის „მე“-ს შეერწყას, ჰუმბერტმა ის ადამიანურობისაგან უნდა დაცალოს“. [22]}}
2003 წელს გამოქვეყნდა ირანელი ემიგრანტის, აზარ ნაფისის მემუარები „ლოლიტას“ კითხვა თეირანში“, სადაც ის ქალთა საიდუმლო სამკითხველო კლუბის შესახებ მოგვითხრობს. ინტერვიუში ნაფისი დოლორესის/ლოლიტას სევდიან და მაცდურ მხარეებზე საუბრობს: „მისი ნამდვილი სახელი „ლოლიტა“ კი არა, „დოლორესია“, რომელიც ლათინურად სევდას, ტკივილს ნიშნავს, ანუ უკავშირდება სევდას, დარდს, შინაგან სისუფთავეს, მაშინ, როცა „ლოლიტა“ მსუბუქი და მაცდური სახელია. რომანის ლოლიტა ორივენარია, ჩვენს კულტურაში კი ამ პატარა გოგოს მხოლოდ ერთი ასპექტითა და უხეში ინტერპრეტაციით წარმოვადგენთ“. მისი სიტყვების დასადასტურებლად ჟურნალისტი მედლინ ბრენდი იხსენებს სწორედ ასე დანახულ ლოლიტას - „ლონგაილენდელ ლოლიტას, ბრიტნი სპირსს, დებ ოლსენებსა და სიუ ლაიონს სტენლი კუბრიკის „ლოლიტადან“. [23]
ნაფისი რომანის არსს ჰუმბერტის სოლიფსიზმსა და ლოლიტას პიროვნების წაშლაში ხედავს. „ლოლიტას ვეცნობით, როგორც ჰუმბერტის ქმნილებას, - წერს ის. - იმისათვის, რომ თავიდან გამოიგონოს, ჰუმბერტმა ლოლიტას ნამდვილი ისტორია უნდა წაართვას და წარმოდგენილით შეუცვალოს... მას კი მაინც აქვს წარსული. მიუხედავად კაცის მცდელობისა, გოგონა ისტორიის გარეშე დატოვოს, ხანდახან მაინც ვახერხებთ მისთვის თვალის მოკვრას“. [24]
ჯერ კიდევ 1958 წელს აფრთხილებდა მკითხველს კრიტიკოსი ლაიონელ ტრილინგი, რა სახის სირთულესთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული ისეთი წიგნის ანალიზი, რომლის მთხრობელიც ერთობ მჭევრმეტყველია და საკუთარი თავისა თუ სხვების მოტყუებასაც არ ერიდება: „თავზარი გვეცემა, როცა ვიაზრებთ, რომ რომანის კითხვისას, ფაქტობრივად, შევურიგდით მასში აღწერილ ძალადობას... ცდუნებას ვერ გავუძელით და მოძალადის თანამზრახველად ვიქეცით - წარმოსახვაში დავუშვით ის, რაც კარგად ვიცოდით, რომ აღმაშფოთებელი იყო“. [25]
ჰუმბერტის ვერსია ცოტა კრიტიკოსმა თუ მიიღო ბოლომდე. 1958 წელს დოროთი პარკერმა რომანი ასე აღწერა: „სულისშემძვრელი და გულისმომკვლელი ამბავი კაცისა - კულტურული, გემოვნებიანი კაცისა, რომელსაც მხოლოდ პატარა გოგოების სიყვარული შეუძლია“, ლოლიტას შესახებ კი თქვა: „საშინელი პატარა ქმნილება, ეგოისტი, გაუთლელი, ვულგარული, ავი ზნისა“. [26] 1959 წელს რომანისტმა რობერტსონ დევისმა მთლიანად გაამართლა მთხრობელი, როცა დაწერა: „ლოლიტას“ თემა „ცბიერი უფროსის მიერ უმანკო ბავშვის გარყვნა კი არ არის, არამედ გარყვნილი ბავშვის მიერ სუსტი უფროსის ექსპლუატაციაა. სასიამოვნო თემა არ არის, მაგრამ მას კარგად იცნობენ სოციალური მუშაკები, მოსამართლეები და ფსიქიატრები“. [27]
გარე ვიდეოფაილები | |
---|---|
Presentation by Martin Amis at the New York Public Library, "Lolita and American Morality", February 10, 1998, C-SPAN |
სტალინიზმის შესახებ დაწერილ წიგნში „საშინელი კობა“ მარტინ ემისი ვარაუდობს, რომ შესაძლოა „ლოლიტა“ ტოტალიტარიზმზე მიმანიშნებელი რთული მეტაფორა იყოს - იმაზე, რამაც ნაბოკოვის ბავშვობის რუსეთი დაანგრია (მიუხედავად ბოლოსიტყვაობაში მწერლის შენიშვნისა - მძულს სიმბოლოები და ალეგორიებიო). ემისის წარმოდგენით, ტირანის ამბავი ტირანისავე თვალთახედვითაა მოთხრობილი. „ნაბოკოვი ყველა ნაწარმოებში იკვლევს ილუზიასა და იძულებას, სისასტიკესა და ტყუილს და წარმოუდგენელ სიღრმეებსაც სწვდება. თვით „ლოლიტა“ - განსაკუთრებით „ლოლიტა“ - ტირანიის კვლევაა“, - წერს ის.
პუბლიკაცია და გამოხმაურება
რედაქტირებანაბოკოვმა „ლოლიტა“ 1953 წლის 6 დეკემბერს დაასრულა, დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ. [28] აპირებდა, ფსევდონიმით გამოექვეყნებინა (თუმცა ერთ-ერთი გმირის ანგრამული სახელი ვივიენ დარქბლუმი (Vivian Darkbloom) ყურადღებიან მკითხველს თავის სათქმელს ეტყოდა). [29] ხელნაწერის წიგნად გამოცემაზე უარი თქვეს გამომცემლობებმა: Viking, Simon & Schuster, New Directions, Farrar, Straus, Doubleday. [30] ბოლოს ავტორმა რომანის გამოქვეყნება საფრანგეთში სცადა. მთარგმნელმა დუსია ერგაზმა ის მორის ჟიროდიას მიაწოდა Olympia Press-ში, რომლის გამოცემული „წიგნების სამი მეოთხედი პორნოგრაფიული ნაგავი იყო“. [31] ნაბოკოვმა ბევრი არაფერი იცოდა ამ გამომცემლობაზე და არც იმას მიაქცია ყურადღება, რომ გამომცემელი მთავარი გმირის საქციელს ამართლებდა; და მეგობრის, მორის ბიშოპის გაფრთხილების მიუხედავად, ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, Olympia Press-ს რომანი ავტორის სახელით უნდა გამოექვეყნებინა. [32]
„ლოლიტა“ 1955 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ორ მწვანე, რბილყდიან ტომად, „რომლებიც სავსე იყო ტიპოგრაფიული შეცდომებით“. [33] მართალია, წიგნის პირველი ტირაჟი (5000 ცალი) ბოლომდე გაიყიდა, მაგრამ მას მნიშვნელოვანი გამოხმაურება არ მოჰყოლია. [34] წლის ბოლოს გრემ გრინმა „London Sunday Times“-ში მას 1955 წლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი უწოდა და თავის სამეულშიც შეიყვანა. [35] ამ შეფასებას საპასუხო წერილი მოჰყვა „London Sunday Express“-ში, რომლის რედაქტორიც - ჯონ გორდონი რომანზე ამბობდა, ყველაზე ბინძური წიგნია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს, „აღვირახსნილი პორნოგრაფიაა“ და მეტი არაფერიო. [36] ამის შემდეგ, ბრიტანეთის ჰოუმ-ოფისის დავალებით, მებაჟეებს მოსთხოვეს, ქვეყანაში შემოსული წიგნის ყველა ეგზემპლარი ამოეღოთ. [37] 1956 წელს საფრანგეთშიც იგივე გამეორდა და შინაგან საქმეთა მინისტრმა „ლოლიტა“ აკრძალა. აკრძალვა ორ წელს გაგრძელდა. [38] 1959 წელს ლონდონში Weidenfeld & Nicolson-ის მიერ წიგნის გამოქვეყნებამ კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორის, პარლამენტის კონსერვატორი წევრის, ნაიჯელ ნიკოლსონის პოლიტიკური კარიერაც კი შეიწირა. [39]
რომანი დანიურ და ჰოლანდიურ ენებზეც ითარგმნა. შვედური თარგმანის ორი ვარიანტი კი თავად ავტორის თხოვნით არ უხილავს მკითხველს. [40][41]
შეერთებულ შტატებში ერთხანს იხმაურეს, მაგრამ მერე ყველაფერი მიჩუმდა. იქ წიგნი 1958 წლის აგვისტოში გამოსცა G. P. Putnam’s Sons-მა. მისი გამოსვლიდან რამდენიმე დღეში უკვე მესამე ტირაჟის დაბეჭდვა გახდა საჭირო. „ქარწაღებულნის“ შემდეგ „ლოლიტა“ პირველი წიგნი იყო, რომლის 100 ათასი ეგზემპლარიც პირველ სამ კვირაში გაიყიდა. [42] „New York Times“-ის გავლენიანმა მიმომხილველმა, ორვილ პრესკოტმა წიგნი ერთმნიშვნელოვნად დაიწუნა: „მოსაწყენი, მოსაწყენი და მოსაწყენი, პრეტენზიულად და უკიდურესად სულელურად შეთხზული“. ამ მიმოხილვას წიგნის გაყიდვაზე მცირე გავლენაც არ მოუხდენია. [43]
ნაბოკოვის რომანზე ბევრს კამათობენ თანამედროვე საზოგადოებაშიც, როცა სულ უფრო ნათელი ხდება, რა დიდი ზიანის მომტანია ბავშვისათვის სექსუალური ძალადობა. 2008 წელს წიგნიც გამოვიდა იმის შესახებ, თუ როგორ სჯობს კოლეჯში მისი სწავლება. „ნარატიული სტრატეგიების ნაზავი, დახვეწილი ალუზიური პროზა და საკამათო თემა სტუდენტებისათვის მის წარდგენას ართულებს“, - ვკითხულობთ წიგნში, რომლის ერთ-ერთი ავტორიც მასწავლებლებს მოუწოდებს, აღნიშნონ, რომ რომანში დოლორესის ტანჯვაც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების ცენტრში ჰუმბერტია. [44] მრავალი კრიტიკოსი ჰუმბერტს მოძალადეს უწოდებს, მათ შორის აზარ ნაფისიც ბესტსელერში „ლოლიტას“ კითხვა თეირანში“. [45] თუმცა, როგორც დევიდ ლარმური შენიშნავს რომანის შესახებ დაწერილი კრიტიკული წერილების მიმოხილვაში, ბევრიც თავს იკავებს სიტყვა „მოძალადის“ გამოყენებისაგან. [46] რომანის ბოლოს ჰუმბერტი აღიარებს დანაშაულს - ძალადობას, გაუპატიურებას. თუმცა ნაბოკოვის ბიოგრაფი ბრაიან ბოიდი აღნიშნავს, რომ ეს არ იყო გაუპატიურება „ჩვეულებრივი აზრით“. თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად კი იხსენებს, რომ თავად გოგონამ შესთავაზა კაცს „იმ საძაგლობის“ გაკეთება, რაც უკვე ესწავლა საზაფხულო ბანაკში. [47] ასეთ დამოკიდებულებას უმოწყალოდ აკრიტიკებს პიტერ რაბინოვიცი ესეში „ლოლიტა“: სოლიფსიზებული თუ სოდომიზებული?“. [48]
წყაროები და კავშირები
რედაქტირებაკავშირი ნაბოკოვის სხვა ნაწარმოებებთან
რედაქტირება1928 წელს ნაბოკოვმა დაწერა ლექსი „ლილიტი“ სექსუალურად მიმზიდველ მცირეწლოვან გოგონაზე, რომელიც კაცს მხოლოდ იმიტომ აცდუნებს, რომ „სახალხოდ დამცირებული დატოვოს“. [49] 1939 წელს დაწერა ნოველა „ჯადოქარი“, რომლის ინგლისური თარგმანიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1986 წელს გამოქვეყნდა. ეს ნაწარმოები მრავალმხრივ ჰგავს „ლოლიტას“, თუმცა განსხვავებაც ბევრია: მოქმედება ცენტრალურ ევროპაში ხდება, მთავარი გმირი კი გერთან ვნებას ვერ იკმაყოფილებს და ბოლოს თავს იკლავს. მცირეწლოვნებით გატაცების თემას ნაბოკოვი 1926 წელს დაწერილ „საბავშვო ზღაპარშიც“ ეხება. 1932 წელს დაწერილ სხვა მოთხრობაში „სიცილი წყვდიადში“ 16 წლის მარგო პეტერსს უკვე ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობის გამოცდილება, როცა შუახნის ალბინუსს გულში ჩაუვარდა.
რომანი „საჩუქარი“ მწერალმა რუსულად დაწერა 1935-37 წლებში. მის მესამე თავში „ლოლიტას“ პირველი თავის მიახლოებით შინაარსს უყვებიან მთავარ გმირს, ფიოდორ ჩერდინცევს. მისი ბატონი შჩოგოლევი იმ რომანზე საუბრობს, რომელსაც დაწერდა, „დრო რომ ჰქონოდა“: კაცი მხოლოდ იმიტომ ირთავს ცოლად ქვრივს, რომ დაუახლოვდეს პატარა გოგონას, რომელიც მას ყოველმხრივ ეწინააღმდეგება. შჩოგოლევის თქმით, ასეთი რამ მის მეგობარს გადახდა თავს, მკითხველისთვის კი ცხადი ხდება, რომ იგი თავის თავსა და გერს, ზინას გულისხმობს (რომელიც 15 წლის იყო, როცა დედამისზე დაქორწინდა). ზინა ფიოდორის ცხოვრების სიყვარული ხდება.
1947 წლის აპრილში ნაბოკოვმა ედმუნდ უილსონს მისწერა: „მოკლე რომანს ვწერ კაცზე, რომელსაც პატარა გოგოები მოსწონდა. „ზღვისპირა სამეფო“ - ასე ერქმევა“. [50] რვა წელში ეს ნაწარმოები „ლოლიტად“ იქცა. სათაური „ზღვისპირა სამეფო“ კი ნაბოკოვმა გამოიყენა 1974 წელს დაწერილ ფსევდოავტობიოგრაფიულ რომანში „შეხედეთ არლეკინებს!“. მთხრობელს „ლოლიტას“ მსგავსი წიგნი აქვს დაწერილი და მოზარდ ქალიშვილთან, ბელთან ერთად მოგზაურობს, მოტელიდან მოტელში გადადის - მას შემდეგ, რაც გოგონას დედა გარდაიცვლება. მთხრობელის მეოთხე ცოლი კი სწორედ ბელს ჰგავს და მათ დაბადების დღეც ერთ დღეს აქვთ.
1962 წელს დაწერილ რომანში „მკრთალი ალი“ გამოგონილი ავტორის, ჯონ შეიდის ლექსში ნახსენებია ქარიშხალი „ლოლიტა“, რომელიც ამერიკის სანაპიროს 1958 წელს დაატყდა თავს. მთხრობელი ჩარლზ კინბოტი შენიშნავს: ნეტავ, რატომ შეურჩიეს ეს გაუგებარი ესპანური სახელი ქარიშხალსო? აღნიშნულ წელს „ლოლიტა“ არც ერთი ქარიშხლისთვის არ დაურქმევიათ - რომანი „ლოლიტა“ კი გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დაუმთავრებელ რომანში „ლორას ორიგინალი“, რომელიც მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა, მოქმედი გმირი, ასაკოვანი ჰუბერტ ჰ. ჰუბერტი ბავშვის, ფლორას ხელში ჩაგდებას ცდილობს. თუმცა „ლოლიტას“ ჰუმბერტ ჰუმბერტისაგან განსხვავებით, წარმატებას ვერ აღწევს.
ლიტერატურული პასტიში, ალუზიები და პროტოტიპები
რედაქტირებარომანში უამრავი ალუზიაა, რომლებიც კლასიკურ თუ თანამედროვე ლიტერატურას გვახსენებს. ფაქტობრივად, ყველა მათგანი მოხვდა ალფრედ ეპელის რედაქციითა და კომენტარებით გამოქვეყნებულ „ანოტირებულ ლოლიტაში“. მრავალი მინიშნება უკავშირდება ჰუმბერტის საყვარელ პოეტს, ედგარ ალან პოს.
ჰუმბერტის პირველ შეყვარებულს ანაბელ ლი ერქვა, როგორც ქალიშვილს პოს ლექსიდან „ანაბელ ლი“. ეს ლექსი მრავალჯერაა ნახსენები რომანში, ჰუმბერტი მის სტრიქონებს თავისი სიყვარულის გადმოსაცემად სესხულობს. მე-11 თავში სიტყვასიტყვით მეორდება პოს ფრაზა: „ჩემი ძვირფასის გვერდით - ჩემი ძვირფასის - ჩემი ცხოვრებისა და ჩემი პატარძლის“. [51] რომანის პირველ თავში პასტიშის ნიმუშიცაა, რომელიც ისევ ამ ლექსს უკავშირდება. „ქალბატონო და ბატონო ნაფიცო მსაჯულებო! ექსპონატი ნომერი ერთი ისაა, რის გამოც შური გასჩენოდათ სერაფიმებს, სიმართლის უცოდინარ, უბრალო, ფრთაკეთილ სერაფიმებს“. პოს ლექსის მე-11 სტრიქონშია „ზეცის ფრთიანი სერაფიმები“ და 21-ე-22-ე სტრიქონებში - „ანგელოზებს, ასეთი ბედნიერნი რომ არ იყვნენ ზეცაში, შეშურდათ მისი და ჩემი“. [52] თავდაპირველად ნაბოკოვს სურდა, რომ რომანისთვის „ზღვისპირა სამეფო“ (The Kingdom by the Sea) დაერქმია, რაც ანაბელ ლის გაერითმებოდა, როგორც პოს ლექსის პირველ სტროფში. [53] ამ ფრაზის ვარიანტია პირველ თავში ნახსენები „ზღვისპირა სათავადო“: „...რომ არ შემყვარებოდა ერთ ზაფხულს გოგონა - პირველი გოგონა-ბავშვი. ერთ ზღვისპირა სათავადოში“. [52]
ჰუმბერტ ჰუმბერტის სახელი და გვარი მკითხველს პოს „უილიამ უილსონს“ გაახსენებს - მოთხრობას, რომლის მთავარ გმირსაც მისივე ორეული ასდევნებია. ჰუმბერტსაც ჰყავს ორეული - კლერ ქუილტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰუმბერტ ჰუმბერტი მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ არის - ფსევდონიმია. ორეულის თემა ნაბოკოვის სხვა ნაწარმოებშიც გვხვდება - „ლოლიტამდე“ დაწერილ რომანში „სასოწარკვეთა“.
პირველი ნაწილის 26-ე თავში ჯოისის ცნობიერების ნაკადის პაროდიაა. [54]
რამდენადაც ჰუმბერტი კარგად იცნობს ფრანგულ ლიტერატურას (მისი ერთ-ერთი საქმიანობა საგანმანათლებლო ნაშრომების წერაა, რომლებშიც ფრანგ მწერლებს ინგლისელ მწერლებს ადარებს), რომანში ნახსენებია: გუსტავ ფლობერი, მარსელ პრუსტი, ფრანსუა რაბლე, შარლ ბოდლერი, პროსპერ მერიმე, ონორე დე ბალზაკი და სხვები.
ნაბოკოვს ძალიან უყვარდა ლუის კეროლის ნაწარმოებები და „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ რუსულადაც კი თარგმნა. აღსანიშნავია, რომ კეროლს „პირველი ჰუმბერტ ჰუმბერტი“ უწოდა. [55] „ლოლიტაში“ რამდენიმე მცირე ალუზიაა, რომლებიც „ელისის“ წიგნებს გვახსენებს, თუმცა ავტორი თავს არიდებდა კეროლთან დაკავშირებულ პირდაპირ ალუზიებს. წიგნში „მაწანწალა: ჩარლი ჩაპლინის ცხოვრება“ ჯოის მილტონი ამტკიცებს, რომ ნაბოკოვის შთაგონების წყარო ჩარლი ჩაპლინისა და მისი მეორე ცოლის, ლიტა გრეის ურთიერთობა იყო. ლიტას სინამდვილეში ლილიტი ერქვა და შეცდომით ლოლიტადაც მოიხსენიებენ ხოლმე. გრემ ვიკერსი კი აცხადებს, რომ ჰუმბერტის პროტოტიპები ლუის კეროლი და ჩარლი ჩაპლინი იყვნენ. მისი წიგნის სათაურია: „ლოლიტას“ დევნა: როგორ გარყვნა კიდევ ერთხელ პოპკულტურამ ნაბოკოვის პატარა გოგო“. ეპელის „ანოტირებულ „ლოლიტაში“ ჩარლი ჩაპლინი ნახსენები არ არის, სხვა მკვლევრებმა კი მაინც შენიშნეს ნაბოკოვის წიგნში რამდენიმე ირიბი მინიშნება ჩაპლინის ცხოვრებაზე. ბილ დილეინი აღნიშნავს, რომ ბოლოს ლოლიტა და მისი ქმარი ალასკაში, გამოგონილ ქალაქ გრეი-სტარში, მიემგზავრებიან, ჩაპლინის ფილმი „ოქროს ციებ-ცხელებაც“ ალასკაშია გადაღებული და მასში თავდაპირველად მთავარი როლი ლიტა გრეის უნდა შეესრულებინა. ლოლიტას პირველი სქესობრივი კავშირი აქვს ბიჭთან, სახელად ჩარლი ჰოლმსთან, რომელსაც ჰუმბერტი აღწერს, როგორც „მუნჯ... მაგრამ დაუოკებელ ჩარლის“. ჩაპლინმა ერთ მხატვარს ლიტა გრეი დაახატვინა ჯოშუა რეინოლდსის სურათის, „უმანკოების ხანის“ მიბაძვით. როდესაც ჰუმბერტი ლოლიტას სკოლაში მიდის, კლასში ამ ნახატის ასლი ხვდება. დილენეის სტატიაში სხვა პარალელებიცაა. [56]
წინასიტყვაობაში ნახსენებია „ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პატივცემულმა მოსამართლემ, ჯონ მ. ვულსიმ 1933 წლის 6 დეკემბერს“. იგულისხმება ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში აღძრული საქმე და ვულსის გადაწყვეტილება, რომ ეს წიგნი არ იყო უხამსობით გამორჩეული და მისი გაყიდვა შეიძლებოდა.
მეორე ნაწილის 29-ე თავში ჰუმბერტი ამბობს, რომ ლოლიტა ბოტიჩელის ვენერას ჰგავს - „ისეთივე ნატიფი ცხვირი, ისეთივე ბუნდოვანი მშვენება“. სავარაუდოდ, სანდრო ბოტიჩელის „ვენერას დაბადებაზე“ ან „ვენერასა და მარსზე“ მიანიშნებს.
მეორე ნაწილის 35-ე თავში, ჰუმბერტის მიერ ქუილტისთვის გამოტანილ განაჩენში პაროდირებულია ტომას სტერნზ ელიოტის ლექსის, „ფერფლის ოთხშაბათის“ რიტმი. ნაბოკოვი ასევე მიმართავს ანაფორას.
რომანში მრავალი სხვა მინიშნებაა კლასიკურ ლიტერატურაზე, მათ შორის ლორდ ბაირონის „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობასა“ და ლორენს სტერნის პოეზიაზე.
სხვა შესაძლო პროტოტიპები
რედაქტირებაალექსანდერ დოლინინი მიიჩნევს, რომ ლოლიტას პროტოტიპი 11 წლის ფლორენს ჰორნერი იყო, რომელიც 1948 წელს 50 წლის მექანიკოსმა, ფრენკ ლა სალმა გაიტაცა [57] თავიდან მან გოგონა ხუთცენტიანი რვეულის მოპარვის გამო დაიჭირა, შემდეგ კი მასთან ერთად მოგზაურობდა 21 თვის განმავლობაში და, სავარაუდოდ, ძალადობდა კიდეც. თავი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტად მოჰქონდა და გოგონას ემუქრებოდა, რომ გასცემდა და ქურდობის გამო ის „ისეთ ადგილას მოხვდებოდა, სადაც მისნაირები იყვნენ“. ჰორნერის საქმე დიდად არ გახმაურებულა, თუმცა დოლინინი სხვადასხვა ფაქტობრივ დამთხვევაზე მიანიშნებს.
ნაბოკოვს სასტუმროში მამა-შვილად რეგისტრირებულ მოძალადესა და მის მსხვერპლზე წერა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როცა „ჯადოქარზე“ მუშაობდა. თუმცა „ლოლიტას“ მეორე ნაწილის 33-ე თავში ჰორნერის შემთხვევას პირდაპირ ახსენებს:
“ | „განა ისე არ მოვექეცი დოლის, როგორც ფრენკ ლა სალი, ორმოცდაათი წლის მექანიკოსი მოექცა თერთმეტი წლის სალი ჰორნერს 1948 წელს?“ | ” |
ჰაინც ფონ ლიხბერგის „ლოლიტა“
რედაქტირებაგერმანელი აკადემიკოსი, მიხაელ მაარი, წიგნში „ორი ლოლიტა“ აღწერს, როგორ აღმოაჩინა 1916 წელს დაწერილი მოთხრობა „ლოლიტა“, სადაც შუახნის მთხრობელი საზღვარგარეთ გაემგზავრება, ბინას დაიქირავებს და უმალვე შეიპყრობს პატარა გოგონასთან სიახლოვის სურვილი. [58] ეს გოგონა, სახელად ლოლიტა, იმავე სახლის ბინადარია. მაარი შენიშნავს, რომ შესაძლოა, ნაბოკოვს კრიპტომნეზია („ფარული ხსოვნა“) ჰქონოდა, როცა რომანს წერდა 50-იან წლებში. მკვლევრის განცხადებით, 1937 წლამდე ნაბოკოვი ბერლინის იმავე ნაწილში ცხოვრობდა, სადაც ამ მოთხრობის ავტორი - ჰაინც ფონ ეშვეგე (ფსევდონიმი: ჰაინც ფონ ლიხბერგი) და, დიდი ალბათობით, იცნობდა კიდეც მის ნაწარმოებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო გერმანიაში. [59][60] „The Philadelphia Inquirer“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ მაარის თანახმად, პლაგიატში ნაბოკოვის დადანაშაულება გაუმართლებელი იქნებოდა. იქვეა მოტანილი მისი სიტყვებიც: „ლიტერატურა ყოველთვის იყო ვეება ბრძმედი, რომელიც ნაცნობ თემებს იერსახეს უცვლიდა... მოთხრობაში მსგავსიც არაფერია იმისა, რაც „ლოლიტაში“ აღგვაფრთოვანებს. და რომანიც არანაირად არ ეყრდნობა მოთხრობას“. ამავე მოთხრობის შესახებ „Harper’s Magazine“-ში იხილეთ ჯონათან ლითემის ესე: „გავლენის ექსტაზი: პლაგიატი“. [61]
ნაბოკოვი „ლოლიტას“ შესახებ
რედაქტირებაბოლოსიტყვაობა
რედაქტირება1956 წელს ნაბოკოვმა „ლოლიტას“ ბოლოსიტყვაობა დაწერა („წიგნზე, სათაურით „ლოლიტა“), რომელიც პირველად რომანის ამერიკულ გამოცემას დაერთო და მას შემდეგ ყველა გამოცემას ახლავს. [62]
ნაბოკოვი, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მიუხედავად წინასიტყვაობაში ჯონ რეის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა, ამ ამბავს მორალი არა აქვს. [63]
მისი თქმით, „შთაგონების თრთოლამ“ პირველად მაშინ დაუარა, როცა გაზეთში იმ მაიმუნის შესახებ წაიკითხა, პარიზის ბოტანიკურ ბაღში ნახშირით რომ ხატავდა - მეცნიერები თვეობით ცდილობდნენ, რომ ხატვაზე დაეყოლიებინათ და მანაც საბოლოოდ გალიის გისოსები დახატაო. არც ეს სტატია შემორჩენილა და არც მაიმუნის ნახატი. [64]
იმ ამერიკელი კრიტიკოსის პასუხად, რომელიც „ლოლიტას“ მწერლის მიერ „რომანტიკულ რომანთან“ გაბმულ რომანად მიიჩნევს, ნაბოკოვი წერს, რომ ამ „დახვეწილ ფორმულაში“ „რომანტიკული რომანის“ „ინგლისური ენით“ ჩანაცვლება უფრო სწორი იქნებოდა. [65]
ბოლოსიტყვაობას კი საყვარელი მშობლიური ენის გახსენებით ამთავრებს, რომელზე წერაც აღარ გააგრძელა შეერთებულ შტატებში დასახლების შემდეგ: „ჩემი პირადი ტრაგედია - რომელიც არავის ეხება და, რასაკვირველია, არც უნდა ეხებოდეს - ისაა, რომ მომიხდა, უარი მეთქვა მშობლიურ იდიომაზე, საზღვრებში მოუქცეველ ჩემს მდიდარ, უსასრულოდ დამყოლ რუსულ ენაზე და რაღაც მეორეხარისხოვანი ინგლისურით მეწერა“. [66]
შეფასება
რედაქტირებანაბოკოვი რომანს მაღალ შეფასებას აძლევდა. 1962 წელს BBC-ისთვის მიცემულ ტელეინტერვიუში ამბობდა:
“ | ლოლიტა“ გამორჩეულად მიყვარს. ყველაზე რთულად დასაწერი წიგნი იყო - ისეთ თემას ეხებოდა, ჩემს ემოციურ ცხოვრებას რომ ძალიან დაშორებოდა და დიდი სიამოვნება მივიღე, როცა სხვადასხვა უნარი გამოვიყენე, რათა მისთვის სიცოცხლე მიმეცა. [67] | ” |
ერთი წლის თავზე, „Playboy“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი განაცხადა:
“ | არა, არასდროს ვინანებ „ლოლიტას“ დაწერას. ლამაზი თავსატეხის მოფიქრებას ჰგავდა - თავსატეხისა და ამავე დროს სწორი პასუხის. ისინი ხომ ერთმანეთს ირეკლავენ - გააჩნია, საიდან შეხედავ. რა თქმა უნდა, მან სრულად დაჩრდილა ინგლისურ ენაზე დაწერილი ჩემი სხვა ნამუშევრები: „სებასტიან ნაითის ნამდვილი ცხოვრება“, „მარცხენა ზოლი“, მოთხრობები, მემუარები... მაგრამ ამის გამო ვერ გავუწყრები. უცნაური ხიბლი აქვს ამ მითიურ ნიმფეტს. [14][68] | ” |
იმავე წელს „Life“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნაბოკოვმა ასე უპასუხა კითხვას, თუ რომელი ნაწარმოებისაგან მიიღო ყველაზე დიდი სიამოვნება:
“ | ჩემი წიგნებიდან ყველაზე სასიამოვნო განცდა „ლოლიტამ“ დამიტოვა - ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე სუფთა, ყველაზე აბსტრაქტული და გულდასმით მოფიქრებულია. ჩემი ბრალი უნდა იყოს ის, რომ ქალიშვილებს ლოლიტას აღარ არქმევენ. როგორც ვიცი, 1956 წლიდან ეს სახელი მხოლოდ პუდელის ლეკვებს ჰქვიათ. [69] | ” |
რუსული თარგმანი
რედაქტირებარუსულ თარგმანს ახლავს „პოსტკრიპტუმი“, რომელშიც ნაბოკოვი მშობლიურ ენასთან კავშირს განიხილავს. [70] ინგლისურენოვანი გამოცემის ბოლოსიტყვაობას იხსენებს და აცხადებს: მხოლოდ „მეცნიერულმა კეთილსინდისიერებამ შემანარჩუნებინა რუსულ ტექსტში ამერიკული ბოლოსიტყვაობის ბოლო აბზაცი“. შემდეგ განმარტავს: „ამ თარგმანის ისტორია იმედგაცრუების ისტორიაა. ის „გასაოცარი რუსული ენა“, რომელიც, ჩემი წარმოდგენით, მუდამ სადღაც მელოდა, ერთგული გაზაფხულივით აყვავებული იმ დაკეტილი კარის მიღმა, რომლის გასაღებიც ამდენი წლის შემდეგ ისევ ხელში მქონდა, არარსებული აღმოჩნდა. კარის მიღმა კი მხოლოდ დამწვარი კუნძები და შემოდგომის უსასოო სიცარიელეა და გასაღებიც უფრო საკეტის საღებს ჰგავს ჩემს ხელში“.
ადაპტაციები
რედაქტირება„ლოლიტას“ მიხედვით ორი ფილმი გადაიღეს და ოპერა, მიუზიკლი, ოთხი სპექტაკლი, ორი ბალეტი დადგეს. არსებობს აგრეთვე ნაბოკოვის სცენარი (რომელიც ფილმად არ გადაუღიათ), დაუსრულებელი ოპერა და „წარმოსახვითი ოპერა“, რომელიც ოპერისა და ცეკვის ელემენტებს აერთიანებს.
- ფილმი „ლოლიტა“ 1962 წელს სტენლი კუბრიკმა გადაიღო და მასში ჯეიმს მეისონი, შელი უინტერსი, პიტერ სელერსი მონაწილეობენ, ლოლიტას როლს კი სიუ ლაიონი ასრულებს. ნაბოკოვი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზეც წარადგინეს, როგორც ფილმის ადაპტირებული სცენარის ავტორი, თუმცა მისი ნამუშევრიდან ცოტა რამ თუ მოხვდა ეკრანზე. სტენლი კუბრიკმა და ჯეიმს ჰერისმა არსებითად შეცვალეს ნაბოკოვის სცენარი, მაგრამ ავტორად მოხსენიება არც ერთს არ მოუსურვებია. ფილმში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება კლერ ქუილტის პერსონაჟი, დოლორესთან შეხვედრამდე პატარა გოგონებით ჰუმბერტის გატაცებაზე კი მინიშნებაც არ არის. მუსიკა არანჟირების სახელოვანმა ოსტატმა, ნელსონ რიდლმა შეთხზა. საუნდტრეკი შეიცავს სინგლს „Lolita Ya Ya”. [71]
- რომანის მიხედვით მიუზიკლი „ლოლიტა, ჩემი სიყვარული“ 1971 წელს დადგეს ალან ჯეი ლერნერმა და ჯონ ბერიმ. კრიტიკოსებმა მას ხოტბა შეასხეს, რადგან ამბავი სიფრთხილითა და ოსტატობით იყო გადატანილი სცენაზე. თუმცა წარმოდგენის ჩვენება მაინც შეწყდა. [72] შოუ, ლერნერის ჩანაწერებზე დაყრდნობით, 2019 წლის მარტში აღადგინა იორკის თეატრის კომპანიამ. მასზე ერიკ ჰააგენსენმა (სცენარის ავტორი) და დენიზ კორდელმა (რეჟისორი) იმუშავეს. [73]
- ნაბოკოვის სცენარი, რომელსაც კუბრიკის ფილმი უნდა დაყრდნობოდა და რომელიც ავტორმა კიდევ ერთხელ შეასწორა 1973 წლის დეკემბერში, 1974 წელს გამოაქვეყნა McGraw-Hill-მა. მასში ის სიახლეა, რომ ქუილტის პიესა „ჯადოქარზე ნადირობა“, რომელსაც დოლორესის სკოლაში დგამენ, შეიცავს სცენას, რომელიც სასტუმროში ნანახი სურათის ზუსტი ასლია. ეს ის სასტუმროა - „მოჯადოებული მონადირე“ - სადაც ჰუმბერტი ლოლიტას მისი ცდუნების უფლებას აძლევს. [74]
- 1982 წელს ედვარდ ოლბიმ რომანის მიხედვით პიესა „ლოლიტა“ დაწერა. კრიტიკოსებმა პიესა გააცამტვერეს. ფრენკ რიჩი ოლბის კარიერის საბედისწერო დასასრულსაც კი წინასწარმეტყველებდა. რიჩის თქმით, პიესის პერსონაჟი ქუილტი კუბრიკის ფილმისას ჰგავდა. [75]
- 1992 წელს რუსმა კომპოზიტორმა როდიონ შჩედრინმა ნაბოკოვის რომანი საფუძვლად დაუდო რუსულენოვან ოპერას, რომლის პრემიერაც შვედეთის სამეფო ოპერაში გაიმართა 1994 წელს. მოსკოვში ის 2004 წელს აჩვენეს. ოპერა რუსეთის თეატრის კავშირის ჯილდოზე, „ოქროს ნიღაბზე“ წარადგინეს. გერმანელმა მაყურებელმა ის 2011 წელს ვისბადენის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ნახა. გერმანული ვერსია ოთხიდან სამ საათამდე შემოკლდა, თუმცა დასასრულს ლოლიტა სიცოცხლეს გამოეთხოვა, რაც წინა, უფრო გრძელ ვერსიაში არ ყოფილა. ეს საოპერო დადგმა კარგად შესრულებულ, მაგრამ მუსიკალურად მონოტონურ ნამუშევრად მიიჩნიეს. [76][77][78] 2001 წელს შჩედრინმა ოპერის პარტიტურიდან „სიმფონიური ფრაგმენტები“ ამოიღო, რომლებიც „ლოლიტა-სერენადის“ სახელწოდებით გამოქვეყნდა.
- 1997 წელს ფილმი „ლოლიტა“ ედრიან ლაინმა გადაიღო. მასში ჯერემი აირონსი, დომინიკ სუეინი და მელანი გრიფიტი მონაწილეობენ.
- 1999 წელს ბოსტონელმა კომპოზიტორმა, ჯონ ჰარბისონმა, ოპერა „ლოლიტაზე“ მუშაობა დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ შეწყვიტა, როცა ბოსტონში სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები გამოაშკარავდა. ჰარბისონმა ოპერის გაგრძელებაზე უარი 2005 წელს თქვა, მისი ფრაგმენტები კი შვიდწუთიან ნაწარმოებში გააერთიანა, რომელსაც ასე უწოდა: „დარქბლუმი: უვერტიურა წარმოსახვითი ოპერისათვის“. ვივიენ დარქბლუმი (Vivian Darkbloom), რომლის სახელი და გვარიც ვლადიმირ ნაბოკოვის (Vladimir Nabokov) ანაგრამას წარმოადგენს, „ლოლიტას“ ერთ-ერთი პერსონაჟია. [79]
- 2003 წელს რუსმა რეჟისორმა ვიქტორ სობჩაკმა არამუსიკალური წარმოდგენის სცენარი დაწერა, რომელიც ლონდონის თეატრ The Lion & Unicorn-ში დაიდგა. მასში აღარ ჩანს ქუილტის პერსონაჟი და მოქმედება თანამედროვე ლონდონშია გადმოტანილი. სცენის მიღმა კითხულობენ გრძელ პასაჟებს ნაბოკოვის პროზიდან. [80]
- ასევე 2003 წელს მაიკლ ვესტმა, ნაბოკოვის გამოუყენებელ სცენარზე დაყრდნობით, დაწერა პიესა, რომელიც დუბლინში დაიდგა. „Sunday Times“-ის მიმომხილველ კარინა ბაკლის თქმით, ეს წარმოდგენა იტალიურ commedia dell’arte-ს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბნელ დრამას, რომელიც პედოფილიას ეხება. [80] ჰიროკო მიკამი კი შენიშნავს, რომ ლოლიტასა და ჰუმბერტის პირველი სქესობრივი კავშირი ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს გოგონა იმსახურებდა გაკიცხვას ამ ურთიერთობის წამოწყებისთვის, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა კი ჩვეულებრივ რამედ უნდა მიჩნეულიყო. თუმცა კრიტიკოსი იმასაც აღიარებს, რომ პიესაში სწორად არის ასახული, როგორ ნადგურდება საბოლოოდ ლოლიტას ცხოვრება. [81]
- 2003 წელს იტალიელმა ქორეოგრაფმა, დავიდე ბომბანამ, „ლოლიტას“ მიხედვით, 70-წუთიანი ბალეტი შექმნა. გამოყენებული იყო დმიტრი შოსტაკოვიჩის, დიერდ ლიგეტის, ალფრედ შნიტკესა და სალვატორე შარინოს მუსიკა. ბალეტის პრემიერა შვეიცარიაში, Grand Ballet de Genève-ში გაიმართა 2003 წლის ნოემბერში. 2004 წელს კი დავიდე ბომბანა დაჯილდოვდა, როგორც „უცხოეთში მოღვაწე საუკეთესო იტალიელი ქორეოგრაფი“. [82]
- ამერიკელმა კომპოზიტორმა ჯოშუა ფაინბერგმა და ქორეოგრაფმა ჯოან სონიემ, „ლოლიტაზე“ დაყრდნობით, „წარმოსახვითი ოპერა“ შექმნეს. 70-წუთიანი წარმოდგენა პირველად მონტკლერში, ნიუ-ჯერსიში აჩვენეს 2009 წლის აპრილში. იმ დროს, როცა სხვა გმირები მდუმარედ ცეკვავენ, ჰუმბერტი თავის ამბავს ჰყვება, ხშირად მაყურებლისკენ ზურგშექცეული, მისი გამოსახულება კი დიდ ეკრანებზე მოჩანს. „New York Times“-ში სტივ სმითი აღნიშნავს, რომ ჰუმბერტი უფრო შეშლილ ურჩხულადაა გამოყვანილი, ვიდრე თავაზიან მაცდუნებლად, შესაბამისად, მის მიმართ სიმპათია ვერავის გაუჩნდება. [83] სმითის თქმითვე, ეს წარმოდგენა „მულტიმედიური მონოდრამაა და არა ოპერა, ტრადიციული აზრით“. კომპოზიტორი კი ჰუმბერტს აღწერს, როგორც „მეტად მაცდურსა და ამავე დროს მეტად უკეთურს“. როგორც თავად ამბობს, სურდა, ყურადღების მიღმა დაეტოვებინა რომანის სიუჟეტი და პაროდიის ელემენტები, სანაცვლოდ კი მაყურებელი „შეშლილის ტვინში ჩაეხედებინა“. ფიქრობს, რომ ნაბოკოვის მსგავსად იქცეოდა, რომელიც ზედაპირზე რაღაცას დებდა და მერე ანადგურებდა. ამისთვის კი, კომპოზიტორის წარმოდგენით, მუსიკა მართლაც გამოდგება. [84]
- 2009 წელს რიჩარდ ნელსონმა მონოდრამა შექმნა - სცენაზე მხოლოდ ჰუმბერტი იდგა, რომელიც ციხის საკნიდან ლაპარაკობდა. პრემიერა ლონდონში შედგა, ჰუმბერტის როლს კი ბრაიან კოქსი ასრულებდა. კოქსს სწამს, რომ წიგნის არსს ეს მონოდრამა უფრო მიუახლოვდა, ვიდრე რომელიმე ეკრანიზაცია თუ თეატრალური დადგმა - რომანი ლოლიტას შესახებ კი არ არის, არამედ ჰუმბერტის მოგონებებში სახეშეცვლილ გოგოზეაო. [85]
- 2013 წლის აგვისტოში იუმორისტთა ჯგუფმა „Four Humors“ მინესოტის სასცენო ხელოვნების ფესტივალზე საკუთარი თეატრალური ვერსია წარმოადგინა, სახელწოდებით: „Four Humors ლოლიტა: სამი კაცის შოუ“. ანონსში ეწერა: „ერთსაათიანი სპექტაკლი, სტენლი კუბრიკის ორსაათნახევრიანი ფილმის, ვლადიმირ ნაბოკოვის ხუთსაათიანი სცენარისა და ვლადიმირ ნაბოკოვის სამასგვერდიანი რომანის მიხედვით, წარმოდგენილი სამი ბრიყვის მიერ“. [86]
მიბაძვით შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები
რედაქტირება- 1959 წელს იტალიელმა რომანისტმა და მკვლევარმა, უმბერტო ეკომ, ნაბოკოვის რომანის მოკლე პაროდია - „გრანიტა“ გამოაქვეყნა. მასში მოთხრობილია უმბერტო უმბერტოსა („უმბერტო“ ავტორის სახელიცაა და ჰუმბერტის იტალიური ფორმაც) და ასაკოვანი გრანიტათი მისი ზღვარგადასული გატაცების ამბავი. [87] [88] [89]
- 1992 წელს გამოქვეყნდა კიმ მორისის „ლექსები კაცებისთვის, რომლებიც ლოლიტაზე ოცნებობენ“. ამ ლექსების ავტორი თითქოს ლოლიტაა, რომელიც რომანში გადმოცემულ ამბებს იხსენებს - მოკლე, პოეტურ დღიურს ქმნის. მორისი მას უმანკო, დაუნდობლად გამეტებულ სულად ხატავს. კამილ პალიას დოკუმენტურ ფილმში: „გაშიშვლებული ლოლიტა“ პოეტი ჩივის, რომ რომანში ლოლიტას „ხმა არ ისმის“. [90] მორისის ვერსიის მიხედვით, კომპოზიტორმა სიდ რაბინოვიჩმა ოპერა დაწერა და ახალი მუსიკის ფესტივალზე წარმოადგინა ვინიპეგში 1993 წელს. [91]
- მწერალ გრეგორ ფონ რეცორის ეკუთვნის 1993 წელს გამოქვეყნებული „უცნობი ლოლიტალენდში. ესე“, რომლის ინგლისური თარგმანიც პირველად „Vanity Fair“-ში დაიბეჭდა.
- 1995 წელს გამოქვეყნებულ პია პერას რომანში „ლოს დღიური“ მთხრობელი თავად ლოლიტაა, სიუჟეტი და სახელები კი ნაწილობრივ შეცვლილია (მაგალითად, ლოლიტა არ კვდება, მისი გვარი კი ახლა „მეიზია“). ნაბოკოვის მემკვიდრეობის დამცველებმა სცადეს, ამ რომანის ინგლისური თარგმანის გამოცემა შეეჩერებინათ, მაგრამ სასამართლომ ის „პაროდიად“ მიიჩნია და გამოქვეყნება არ აკრძალა. [92] „ამგვარი წიგნის დასაწერად მხოლოდ ორი მიზეზი არსებობს: ჭორაობა და სტილი“, - წერს კრიტიკოსი რიჩარდ კორლისი და იქვე ამატებს, რომ „ლოს დღიური“ „ორივე მხრივ წარუმატებელი აღმოჩნდა“. [93]
- სტივ მარტინმა დაწერა მოთხრობა „ორმოცდაათი წლის ლოლიტა“, რომელიც შესულია 1999 წელს გამოცემულ კრებულში „სრული ბოდვა“ („Pure Drivel“). ამ იუმორისტულ ტექსტში ნაჩვენებია, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო დოლორეს ჰეიზის ცხოვრება. მარტინის მოთხრობაში ის ბევრ ქმარს გამოიცვლის. რიჩარდ კორლისი წერს: „ექვს გვერდზე მარტინი ოსტატურად აღწერს ქალს, რომელმაც იცოდა, როგორ უნდა გამოეყენებინა თავისი მომხიბვლელობა და იყენებდა კიდეც - იმ დროიდან, როცა 11 წლისამ ჰუმბერტ ჰუმბერტი გაიცნო; და ეს მის კარიერად იქცა“. [93]
- ემილი პრეიგერი თავისი რომანის, „როჯერ ფიშბაიტის“ წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ ის ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტას“ პაროდიად დაწერა - „როგორც პასუხი წიგნსა და იმ ხატზე, რომლადაც მისი მთავარი გმირი - ლოლიტა იქცა“. პრეიგერის რომანში მოქმედება 90-იან წლებში ხდება, მთხრობელი კი 13 წლის „ლოლიტა“ - ლაქი ლეიდი ლინდერჰოფია. [94]
მინიშნებები მედიაში
რედაქტირებალიტერატურული მემუარები
რედაქტირება- „ლოლიტას კითხვა თეირანში“ აზარ ნაფისის მემუარებია. მასში აღწერილია, როგორ ეცნობოდნენ ქალები მთავრობის მიერ აკრძალულ დასავლურ კლასიკას ირანის ისლამურ სამყაროში, სადაც 80-იან წლებში ფუნდამენტალისტთა „ზნეობის დამცველი რაზმები“ ბატონობდნენ. [95] მკითხველთა კლუბის წევრების ცხოვრებაზე მონათხრობს კრიტიკული კომენტარები შერევია „ლოლიტასა“ და სამი სხვა დასავლური რომანის შესახებ. „ლოლიტა“, რომელსაც ავტორი „ყველაზე მეტად აკრძალულ“ რომანს უწოდებს, ირანში ცხოვრების მეტაფორად იქცევა. მართალია, ნაფისი აცხადებს, რომ ეს მეტაფორა ალეგორიას არ უახლოვდება, მაგრამ მაინც სურს „მსხვერპლსა და ციხის მცველთან“ პარალელების გავლება. როგორც ლოლიტას, ირანელებს ისე ახვევს თავს ამ ქვეყნის რეჟიმი „თავის ოცნებას“ და მათ „საკუთარი წარმოსახვის ნაყოფად აქცევს“. ორივე შემთხვევაში „ეს ადამიანის სოლიფსიზების, მისთვის სიცოცხლის წართმევის დანაშაულია“. 2011 წლის თებერვალში მერილენდის უნივერსიტეტის მუსიკალურ სკოლაში აზარ ნაფისის მემუარების მიხედვით შექმნილი საოპერო წარმოდგენის პრემიერა გაიმართა. მუსიკის ავტორი დოქტორანტი ელიზაბეთ მელ გრინი იყო, ლიბრეტოს თანაავტორი კი - ირანელ-ამერიკელი პოეტი მითრა მოთლეჰი. აზარ ნაფისმა, რომელიც წარმოდგენის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა, პრემიერის შემდეგ მაყურებლის კითხვებსაც უპასუხა. [96]
ფილმები
რედაქტირება- ბრიტანული კომედიური სერიალის „ჰენკოკის ნახევარი საათი“ („Hancock's Half Hour“) ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეპიზოდში „გამქრალი გვერდი“ ტონი ჰენკოკმა, ფაქტობრივად, ყველა წიგნი წაიკითხა ბიბლიოთეკაში, „ლოლიტას“ გარდა. ის ყოველთვის გატანილი ხვდება და მუდმივად კითხულობს: ხომ არ დაუბრუნებიათო? როცა, ბოლოს და ბოლოს, წიგნს აბრუნებენ, მკითხველები დიდ ალიაქოთს ატეხენ - ყველას მისი გატანა უნდა. სერიალის სწორედ ეს მონაკვეთია აღწერილი 2003 წელს გამოქვეყნებულ ჯ. კ. პიტლინგის სტატიაში, რომელიც ბრიტანეთში საჯარო ბიბლიოთეკების მნიშვნელობის შემცირებას ეხება. [97]
- ფილმში „ტკბილი ირმა“ („Irma la Douce“ (1963)) მხიარულ პარიზელ მეძავ ირმას ამავე საქმიანობის მიმდევარი ნაცნობი ჰყავს, რომელსაც ლოლიტა ჰქვია. შუა ხნის ლოლიტა ქუჩაში მირბის და ამ დროს გულის ფორმის სათვალე უკეთია, როგორც კუბრიკის ფილმის მთავარ გმირს.
- ვუდი ალენის ფილმში „მანჰეტენი“ („Manhattan“ (1979)), როცა მერი (დაიან კიტონი) აღმოაჩენს, რომ აიზეკ დეივისი (ვუდი ალენი) 17 წლის ქალიშვილს ხვდება, ამბობს: „სადღაც ნაბოკოვი იცინის“. ალენ ა. სტოუნის დაკვირვებით, „მანჰეტენის“ რეჟისორის შთაგონების წყარო „ლოლიტა“ უნდა გამხდარიყო. [98] გრემ ვიკერსი ამ ფილმის ქალიშვილს აღწერს, როგორც „ლოლიტას, რომელსაც ნება დართეს, საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვა“ და ბოლოს ის კაცს „გრაციოზულად, სულგრძელობითა და ოპტიმისტური განწყობით“ შორდება. [99]
- ტრეისი ლემასტერი მრავალ პარალელს ხედავს „ლოლიტასა“ და 1999 წელს გამოსულ ფილმ „ამერიკულ სილამაზეს“ („American Beauty“), შორის. ორივეშია ვარდის ფურცლები, სპორტით გატაცება. გარდა ამისა, მისი მტკიცებით, „ამერიკულ სილამაზეში“ გულშემატკივრების სცენა „ლოლიტას“ ჩოგბურთის სცენას ირეკლავს. [100]
- ჯიმ ჯარმუშის ფილმში „დამტვრეული ყვავილები“ („Broken Flowers“ (2005)) ბილ მიურეის გმირი თვალში საცემად სექსუალურ გოგონას გადაეყრება, რომელსაც ლოლიტა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მიურეის გმირი ამბობს, საინტერესოდ შერჩეული სახელიაო, როჯერ ებერტი შენიშნავს: „თითქოს არც დედამ და არც ქალიშვილმა არ იცის, სახელი „ლოლიტა“ ლიტერატურულ ასოციაციებს თუ იწვევს“. [101]
- 2009 წელს გადაღებულ ფილმში „კარგი ბიჭი“ („The Good Guy“) ბეთი (ალექსის ბლედელი) და მისი მეგობარი „ლოლიტას“ კითხულობენ მკითხველთა კლუბში. შემდეგ ბეთი დენიელს (ბრაიან გრინბერგი) ეკითხება: „ლოლიტა“ წაკითხული თუ გაქვსო? - რაზეც ის ციტატით უპასუხებს: „ლოლიტა, ჩემი ცოდვა, ჩემი სული, ოთხი ფუტი და ათი - ცალწინდა“.
პოპულარული მუსიკა
რედაქტირება- „Moi… Lolita“ („მე... ლოლიტა“) ფრანგი მომღერლის, ალიზეს სადებიუტო სინგლია, რომელიც შესულია მის პირველ ალბომში „Gourmandises“ („ნუგბარი“). ალბომის გამოსვლისას ის 15 წლის იყო. [102]
- The Police-ის სიმღერაში „ნუ დგახარ ჩემთან ასე ახლოს“ („Don't Stand So Close to Me“), რომელიც მოსწავლე გოგონასა და იმ მასწავლებელს ეხება, რომელიც მას შეჰყვარებია, ბოლო სტრიქონი ასეთია: მასწავლებელი „კანკალს იწყებს, ხველას იწყებს/ სწორედ იმ ბებერი კაცივით/ნაბოკოვის წიგნიდან“. პირდაპირი მინიშნებაა „ლოლიტას“ პროტაგონისტ ჰუმბერტზე. [103]
- სადებიუტო ალბომში „ერთ-ერთი ბიჭი“ („One of the Boys“) შესულ ამავე სახელწოდების სიმღერაში კეიტი პერი ამბობს, რომ „ლოლიტა“ რელიგიურად შეისწავლა“, ალბომის გარეკანზე კი სტენლი კუბრიკის ფილმის ლოლიტას ჰგავს. [104]
- 2012 წელს გამოსულ ლანა დელ რეის ალბომში „დაიბადო, რომ მოკვდე“ („Born to Die“) მრავალი მინიშნებაა „ლოლიტაზე“, ალბომს კი ბონუს-ტრეკიც ახლავს, სახელწოდებით „ლოლიტა“. [105] თავად მომღერალმა „The New Yorker“-ის მიმომხილველთან ასე აღწერა ალბომში წარმოდგენილი პიროვნება: „განგსტერ ნენსი სინატრასა“ და „კაპიუშონში ჩამალული ლოლიტას“ ნარევი. მიმომხილველი შენიშნავს, რომ სინატრასა და ლოლიტას ხსენება სრულიად გამართლებულია დიდებული ბექ-ტრეკების ფონზე და რომ ალბომში შესულ სინგლში „უმეტოქეოდ“ („Off to the Races“) მუდმივად მეორდება რომანის პირველი წინადადება: „ჩემი ცხოვრების ნათელი, წელქვემოთ მოდებული ცეცხლი“. [106]
ციტირებული წყაროები
რედაქტირება- Appel, Alfred, Jr. (1991). The Annotated Lolita, revised, New York: Vintage Books. ISBN 978-0-679-72729-3. One of the best guides to the complexities of Lolita. First published by McGraw-Hill in 1970. (Nabokov was able to comment on Appel's earliest annotations, creating a situation that Appel described as being like John Shade revising Charles Kinbote's comments on Shade's poem Pale Fire. Oddly enough, this is exactly the situation Nabokov scholar Brian Boyd proposed to resolve the literary complexities of Nabokov's Pale Fire.)
- Boyd, Brian (1991). Vladimir Nabokov: The American Years. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0-691-06797-1.
- Nabokov, Vladimir (1973). Strong Opinions. ISBN 978-0-07-045737-9.
- Nabokov, Vladimir (1997). Lolita. New York: Vintage International. ISBN 978-0-679-72316-5.
- Nafisi, Azar (2008). Reading Lolita in Tehran, paper reissue, Random House Trade Paperbacks. ISBN 978-0-8129-7930-5.
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Appel, Alfred, Jr. (1974). Nabokov's Dark Cinema. New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-501834-9. A pioneering study of Nabokov's interest in and literary uses of film imagery.
- Connolly, Julian W. (2005). The Cambridge Companion to Nabokov. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-53643-1. Essays on the life and novels.
- Johnson, Kurt, & Coates, Steve (1999). Nabokov's Blues: The Scientific Odyssey of a Literary Genius. New York: McGraw-Hill. ISBN 978-0-07-137330-2. The major study of Nabokov's lepidoptery, frequently mentioning Lolita.
- Lennard, John (2008). Vladimir Nabokov, Lolita. Tirril: Humanities-Ebooks. ISBN 978-1-84760-097-4. An introduction and study-guide in PDF format.
- Nabokov, Vladimir (1955). Lolita. New York: Vintage International. ISBN 978-0-679-72316-5. The original novel.
- Wood, Michael (1994). The Magician's Doubts: Nabokov and the Risks of Fiction. Princeton: Princeton University Press. ISBN 978-0-691-04830-7. A widely praised monograph dealing extensively with Lolita
აუდიოწიგნები
რედაქტირება- 2005: Lolita (read by Jeremy Irons), Random House Audio, ISBN 978-0739322062
გარე ბმულები
რედაქტირება- Cover images of various editions
- Lolita USA – The itineraries of Humbert's and Lolita's two voyages across the U.S.A. 1947–1949, with maps and pictures.
- Lolita Calendar – A detailed and referenced inner chronology of Nabokov's novel.
თარგი:Vladimir Nabokov თარგი:Lolita
- ↑ Popova, Maria. (30 January 2012) The Greatest Books of All Time, as Voted by 125 Famous Authors. The Atlantic. ციტირების თარიღი: 8 October 2018
- ↑ Whelock, Abby (2008). Facts on File: Companion to the American Short Story. Infobase, გვ. 482. ISBN 978-1438127439.
- ↑ Prokhorov, Aleksandr Mikhaĭlovich (1982). Great Soviet encyclopedia. Macmillan, გვ. 292.
- ↑ Morris, Desmond (1983). The book of ages. J. Cape, გვ. 200. ISBN 978-0-224-02166-1.
- ↑ Lanigan, Esther F.; Stineman, Esther; Loeb, Catherine (1979) Women's studies: a recommended core bibliography. Loeb Libraries, გვ. 329. ISBN 978-0-87287-196-0.
- ↑ Perkins, Michael (1992). The Secret Record: Modern Erotic Literature. Masquerade, გვ. 106–8. ISBN 978-1-56333-039-1.
- ↑ Kon, Igor Semenovich (1993). Sex and Russian society. Indiana University Press, გვ. 35. ISBN 978-0-253-33201-1.
- ↑ Bradbury, Malcolm (1996). Dangerous pilgrimages: transatlantic mythologies and the novel. Viking, გვ. 451. ISBN 978-0-670-86625-0.
- ↑ Schuman, Samuel (1979). Vladimir Nabokov, a reference guide. G. K. Hall, გვ. 30.
- ↑ Olsen, lance (1995). Lolita: a Janus text. Twayne Publishers, გვ. 143. ISBN 978-0-80578355-1.
- ↑ „Afterword“, Lolita, Vintage, p. 313
- ↑ Quoted in Levine, Peter (აპრილი 1995) [1967]. „Lolita and Aristotle's Ethics“. Philosophy and Literature. 19 (1): 47. doi:10.1353/phl.1995.0045.
- ↑ Gold, Herbert (Summer–Fall 1967). „Vladimir Nabokov, The Art of Fiction No. 40“. The Paris Review (41). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2016. ციტირების თარიღი: 31 იანვარი 2016.
- ↑ 14.0 14.1 Toffler, Alvin. (January 1964) Playboy Interview: Vladimir Nabokov EN. Longform Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 January 2016. ციტირების თარიღი: 31 January 2016.
- ↑ Pifer, Ellen (2003). Vladimir Nabokov's Lolita: A casebook. Oxford & New York: Oxford University Press, გვ. 24. ISBN 978-0-679-72316-5.
- ↑ Howe, Mica; Aguiar, Sarah Appleton (2001), He said, she says: an RSVP to the male text, Fairleigh Dickinson Univ Press, p. 132, ISBN 978-0838639153
- ↑ Clegg, Christine (2000). „5“, Vladimir Nabokov, Lolita: A reader's guide to essential criticism. Cambridge: Icon Books. ISBN 978-1-84046-173-2.
- ↑ Grove, Valerie (29 აგვისტო 2009). „Brian Cox plays Humbert Humbert in Lolita“. The Times. London.
- ↑ Jong, Erica (5 ივნისი 1988). „Summer Reading; Time Has Been Kind to the Nymphet: 'Lolita' 30 Years Later“. The New York Times.
- ↑ Bronfen, Elisabeth (1992). Over her dead body: death, femininity and the aesthetic. Manchester University Press, გვ. 379. ISBN 978-0719038273.
- ↑ Nabokov 1997, p. 60
- ↑ Lemay, Eric. Dolorous Laughter. ციტირების თარიღი: 2 October 2012.
- ↑ 2nd audio portion of 50 Years Later, 'Lolita' Still Seduces Readers. NPR. ციტირების თარიღი: 30 January 2011.
- ↑ Nafisi 2008, p. 36
- ↑ Quoted in de la Durantaye, Leland (28 აგვისტო 2005). „The seduction“. Boston Globe. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი 2011.
- ↑ Parker, Dorothy (ოქტომბერი 1958). „Sex—Without the Asterisks“. Esquire.
- ↑ Davies, Robertson (1996). Lolita's Crime: Sex Made Funny. ISBN 9782867811739. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
- ↑ Boyd 1991, p. 226
- ↑ Boyd 1991, p. 220–21
- ↑ Boyd 1991, p. 255, 262–63, 264
- ↑ Boyd 1991, p. 266
- ↑ Boyd 1991, p. 266–67
- ↑ Boyd 1991, p. 292
- ↑ Rennicks, Rich. (8 December 2017) Collecting Nabokov's Lolita. Antiquarian Booksellers' Association of America. ციტირების თარიღი: 26 June 2020
- ↑ Boyd 1991, p. 293
- ↑ Boyd 1991, p. 295
- ↑ Capon, Felicity; Scott, Catherine (20 ოქტომბერი 2014). „Top 20 books they tried to ban“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 21 დეკემბერი 2016.
- ↑ Boyd 1991, p. 301
- ↑ Laurence W. Martin, "The Bournemouth Affair: Britain's First Primary Election", The Journal of Politics, Vol. 22, No. 4. (Nov. 1960), pp. 654–681.
- ↑ Juliar, Michael (1986). Vladimir Nabokov: A Descriptive Bibliography. New York: Garland. ISBN 0-8240-8590-6). p. 541.
- ↑ Zimmer, Dieter E.. List of Lolita Editions. D-e-zimmer.de. ციტირების თარიღი: 11 October 2010.
- ↑ King, Steve. (2011-08-18) Hurricane Lolita. barnesandnoble.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 October 2011.
- ↑ Prescott, Orville (18 August 1958) Books of the Times. Nytimes.com. Retrieved on 2018-07-04.
- ↑ Kuzmanovich, Zoran (2008). Approaches to teaching Nabokov's Lolita. Modern Language Association of America. ISBN 9780873529426.
- ↑ Nafisi 2008, p. 51
- ↑ Larmour, David Henry James (2002). Discourse and ideology in Nabokov's prose. Psychology Press, გვ. 133. ISBN 9780415286589.
- ↑ Boyd 1991, p. 230
- ↑ Essay appears in Jost, Walter (2004). A companion to rhetoric and rhetorical criticism. John Wiley & Sons, გვ. 230. ISBN 9781405101127.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. NIV.
- ↑ Nabokov (2001), „Letter dated 7 April 1947“, Karlinsky, Simon, Dear Bunny, Dear Volodya: The Nabokov Wilson Letters, 1940–1971, Berkeley: University of California Press, p. 215, ISBN 978-0-520-22080-5
- ↑ Appel 1991, p. 360
- ↑ 52.0 52.1 Appel 1991, p. 334
- ↑ Brian Boyd on Speak, Memory, Vladimir Nabokov Centennial, Random House, Inc.
- ↑ Appel 1991, p. 379
- ↑ Appel 1991, p. 381
- ↑ Delaney, Bill (Winter 1998). „Nabokov's Lolita“. The Explicator. 56 (2): 99–100. doi:10.1080/00144949809595272.
- ↑ Dowell, Ben (11 September 2005), "1940s sex kidnap inspired Lolita", The Sunday Times, http://www.timesonline.co.uk/article/0,,2087-1774602,00.html. წაკითხვის თარიღი: 14 November 2007
- ↑ (2005) The Two Lolitas. Verso. ISBN 978-1-84467-038-3.
- ↑ My Sin, My Soul... Whose Lolita?. On the Media (16 September 2005). ციტირების თარიღი: 17 July 2011.
- ↑ Hansen, Liane (25 April 2004) "Possible Source for Nabokov's 'Lolita' ", Weekend Edition Sunday. Retrieved 14 November 2007.
- ↑ Lethem, Jonathan (თებერვალი 2007). „The Ecstasy of Influence: A plagiarism“. Harper's. 314 (1881): 59–71. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო 2014.
- ↑ Juliar, Michael (1986). Vladimir Nabokov: A Descriptive Bibliography. New York: Garland. ISBN 0-8240-8590-6). p. 221.
- ↑ Nabokov 1997, p. 314
- ↑ Nabokov 1997, p. 311
- ↑ Nabokov 1997, p. 316
- ↑ Nabokov 1997, p. 317
- ↑ Duval Smith, Peter (22 ნოემბერი 1962). „Vladimir Nabokov on his life and work“. The Listener: 856–858.. Reprinted in Nabokov 1973, p. 9–19
- ↑ Toffler, Alvin (January 1964) "Playboy interview: Vladimir Nabokov", Playboy, pp. 35 ff. Reprinted in Nabokov 1973, p. 20–45
- ↑ Howard, Jane (20 ნოემბერი 1964). „The master of versatility: Vladimir Nabokov: Lolita, languages, lepidoptery“. Life: 61.. Reprinted in Nabokov 1973, p. 46–50
- ↑ "Postscript to the Russian edition of Lolita", translated by Earl D. Sampson
- ↑ Maygarden, Tony. SOUNDTRACKS TO THE FILMS OF STANLEY KUBRICK. The Endless Groove. ციტირების თარიღი: 10 May 2015.
- ↑ Lolita, My Love. Broadwayworld.com
- ↑ https://www.theatermania.com/off-broadway/news/lolita-musical-takes-the-stage-at-york-theatre_87926.html
- ↑ The parallel names are in the novel, the picture duplication is not.
- ↑ Article in The New York Times (requires registration).
- ↑ McGowan, Neil (8 April 2004) Culture Reviews Lolita /By R.Schedrin/. Expat.ru. Retrieved 13 March 2008.
- ↑ Walsh, Michael (13 February 1995) LULU'S EROTIC LITTLE SISTER LOLITA, THE LATEST OPERATIC SIREN, STILL NEEDS A COMPOSER. Time.
- ↑ Vickers, Graham (2008). Chasing Lolita: how popular culture corrupted Nabokov's little girl all over again. Chicago Review Press, გვ. 141. ISBN 9781556526824.
- ↑ Wakin, Daniel J. (24 მარტი 2005). „Wrestling With a 'Lolita' Opera and Losing“. The New York Times. ციტირების თარიღი: 13 მარტი 2008.
- ↑ 80.0 80.1 Stringer-Hye, Suellen (2003) "VN collation #26", Zembla. Retrieved 13 March 2008.
- ↑ Mikami, Hiroko (2007). Ireland on stage: Beckett and after. Peter Lang, გვ. 41–42. ISBN 9781904505235.
- ↑ Profile of Bombana დაარქივებული 30 April 2011 საიტზე Wayback Machine. , Theater u. Philharmonie Thüringen. (in German)
- ↑ Smith, Steve (7 აპრილი 2009). „Humbert Humbert (Conjuring Nymphet)“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი 2010.
- ↑ Promotional video, YouTube.
- ↑ Valerie Grove, "Brian Cox plays Humbert Humbert in Lolita", Times, 29 August 2009. Retrieved 6 February 2011.
- ↑ Minnesota Fringe Festival დაარქივებული 16 August 2013 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Eco is by profession a semiotician and medievalist Eco's amazon page
- ↑ Originally published in the Italian literary periodical Il Verri in 1959, appeared in an Italian anthology of Eco's work in 1963. Published in English for the first time in Eco anthology Misreadings (Mariner Books, 1993)
- ↑ Gaisford, Sue (26 ივნისი 1993). „Book Review / War games with Sitting Bull: Misreadings – Umberto Eco Tr. William Weaver: Cape, pounds 9.99“. The Independent (UK). ციტირების თარიღი: 5 მარტი 2011.
- ↑ Transcribed in Camille Paglia "Vamps and Tramps". The quote is on p. 157.
- ↑ Earlier accounts of this speak of a musical setting for the poems. Later accounts state it was a full-length opera. Coteau Authors: Kim Morrissey. Coteau Books. ციტირების თარიღი: 8 February 2011.
- ↑ Martin Garbus, The New York Times review, 26 September 1999, reproduced as "Lolita and the lawyers" დაარქივებული 30 April 2011 საიტზე Wayback Machine. , Evergreen; and Ralph Blumenthal, "Nabokov's son files suit to block a retold Lolita", New York Times, 10 October 1998.
- ↑ 93.0 93.1 Richard Corliss, "Humming along with Nabokov", Time, 10 October 1999. Retrieved 8 February 2011.
- ↑ Prager, Emily (1999) Author's note in Roger Fishbite. Vintage.
- ↑ Nafisi 2008, p. 38, 152, 167
- ↑ Beaujon, Andrew. (18 February 2011) How 'Reading Lolita in Tehran' became an opera. TBD Arts. ციტირების თარიღი: 18 June 2011.
- ↑ Libraries and Culture, Volume 38, No. 2 (Spring 2003), 'Discipline and the Discipline: Histories of the British Public Library', pp. 121–146.
- ↑ Stone, Alan A.. (February–March 1995) Where's Woody?. Boston Review. ციტირების თარიღი: 18 December 2010.
- ↑ Vickers, Graham (2008). Chasing Lolita: how popular culture corrupted Nabokov's little girl all over again. Chicago Review Press, გვ. 85–86. ISBN 9781556526824.
- ↑ Tracy Lemaster, "The Nymphet as Consequence in Vladimir Nabokov's Lolita and Sam Mendes's American Beauty", Trans: Internet-Zeitschrift für Kulturwissenschaften 16 (May 2006). Retrieved 6 February 2011.
- ↑ Roger Ebert's review of Broken Flowers, 5 August 2005.
- ↑ – Alizée – Moi... Lolita. Lescharts.com. Retrieved on 4 July 2018.
- ↑ Huffman, JR and Huffman, JL (1987). „Sexism and cultural lag: The rise of the jailbait song, 1955–1985“. The Journal of Popular Culture. 21 (2): 65–83. doi:10.1111/j.0022-3840.1987.2102_65.x.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
- ↑ She identifies with the character (Perry, Clayton. (18 July 2008) Interview: Katy Perry - Singer, Songwriter and Producer. ციტირების თარიღი: 8 February 2011.), named a guitar of hers Lolita (Thill, Scott. (16 June 2008) Katy Perry: Not just one of the boys: A minister's daughter turned pop provocateur brings some candy-colored girl power to the Warped Tour. Katy Perry Forum. ციტირების თარიღი: 8 February 2011.), and had her fashion sense at a young age influenced by Swain's outfits in the later Adrian Lynne film (Harris, Sophie (30 აგვისტო 2008). „Katy Perry on the risqué business of I Kissed a Girl“. The Times. London. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2009.).
- ↑ Sheffield, Rob. (30 January 2012) Lana Del Rey:Born to Die. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 3 July 2012.
- ↑ Frere-Jones, Sasha. (6 February 2012) Screen Shot: Lana Del Rey's fixed image. New Yorker Magazine. ციტირების თარიღი: 3 July 2012.