ვიკიპედია:ვიკიპროექტი:შვედეთი

მოგესალმებით „შვედეთის ვიკიპროექტის“ გვერდზე. „შვედეთის ვიკიპროექტი“ არის ქართული ვიკიპედიის ერთთვიანი პროექტი, რომლის მიზანს ქართულ ვიკიპედიაში შვედეთის შესახებ სტატიების შექმნა, არსებული სტატიების გაუმჯობესება და ზოგადად, ქართველი მკითხველისთვის შვედეთზე სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღევანდელ სამყაროში, როდესაც ინტერნეტი და კომუნიკაციის სხვა, სწრაფი და თანამედროვე საშუალებები სულ უფრო და უფრო მნიშნვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ქვეყნების კულტურის შესახებ ინფორმაციის განთავსებას ინტერნეტ-სივრცეში. 11 წლის განმავლობაში ჩვენ, ვიკიპედიის რედაქტორები, დაუღალავად ვშრომობთ, რათა განვახორციელოთ ჩვენი მთავარი მიზანი — დედამიწის ნებისმიერ მცხოვრებს შეეძლოს კაცობრიობის მიერ შექმნილი ინფორმაციის მთელი მარაგის გამოყენება პლანეტის ნებისმიერი ადგილიდან მიუხედავად ეროვნების, მრწამსისა თუ კანის ფერისა. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელი და გარკვეულწილად, აზრს მოკლებულია შვედეთის კულტურის შესაბამის დონეზე წარმოჩენის გარეშე — მოგეხსენებათ, რომ შვედეთის სამეფოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 14 ძეგლია, რომელთა შორის ერთ-ერთი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულ ვიკიპედიაში შვედეთის თემა არ არის ისე ამომწურავად ასახული, როგორც ეს ჩვენ გვსურს და შვედეთის სამეფოს ეკადრება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული ვიკიპედიის საზოგადოებამ გადაწყვიტა, 2012 წლის I პროექტად აერჩია შვედეთის სამეფო - ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, მივაწოდოთ მკითხველს სრული ინფორმაცია ამ ქვეყნის, მისი კულტურის, ისტორიისა და მოსახლეობის შესახებ. ქართული ვიკიპედიის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ მივიჩნევთ, რომ სტატიების რედაქტირების უფლება ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს — და გვჯერა, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს პოტენციალი ერთობლივად შექმნას სრული, სანდო და სერიოზული ენციკლოპედია ქართულ ენაზე, რომლის ანალოგი ქართულ კულტურაში ჯერ არ ყოფილა. ამიტომ, მადლობელნი ვიქნებით ნებისმიერი დახმარებისთვის — თუ თქვენ ფლობთ შვედურ ენას, დაგვეხმარეთ შვედური სახელების ტრანსლიტერაციაში, კარგად იცნობთ შვედეთის ისტორიას — დაგვეხმარეთ ისტორიული სტატიების დაწერაში, უბრალოდ გიყვართ ან გაინტერესებთ შვედეთი?

მაშინ გადაიკითხეთ სტატიები და შეგვატყობინეთ უზუსტობები. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ფეისბუკის - www.facebook.com/kawikipedia ან ნებისმიერი სხვა საშუალების მეშვეობით. გახსოვდეთ, თუ თქვენ იღებთ მონაწილეობას ვიკიპედიის დამუშავებაში, თქვენ არამარტო კარგ საქმეს აკეთებთ — დღეს ცოდნაზე უფრო ძვირი საგანძური არ არსებობს, მისი გაზიარებით კი თქვენ „ვეფხისტყაოსნისეულ“ პრინციპს — „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა — დაკარგულია“ — რეალობად აქცევთ.

დიდი მადლობა, თუ გეყოთ დრო და ნებისყოფა და ეს ტექსტი წაიკითხეთ — თუ ჩვენი არგუმენტაცია პროექტში ჩასართველად საკმარისი აღმოჩნდა, ქვემოთ განთავსებულია დასაწერი და გასაუმჯობესებელი სტატიების სია. იმედია, მათ დაწერაში და გაუმჯობესებაში თქვენც დაგვეხმარებით. პატივისცემით, ქართული ვიკიპედიის რედაქტორები.

ვიკიპროექტის ფარგლებში ახლად შექმნილი სტატიების განხილვის გვერდებს დაუმატეთ თარგი {{პროექტ შვედეთის სტატია}}

ვიკიპროექტის ფარგლებში გადაკეთებული სტატიების განხილვის გვერდებს დაუმატეთ თარგი {{პროექტ შვედეთის გაუმჯობესებული სტატია}}


ვიკიპროექტის ფარგლებში ახლად შექმნილი თარგების განხილვის გვერდებს დაუმატეთ თარგი {{პროექტ შვედეთის თარგი}}


ვიკიპროექტის ფარგლებში ახლად ატვირთული სურათების განხილვის გვერდებს დაუმატეთ თარგი {{პროექტ შვედეთის ფაილი}}
სურვილისამებრ, პროექტის მონაწილეებს შეუძლიათ ჩასვან ეს თარგი თავიანთ პირად გვერდებზე.
მომხმარებელი:Box/ვიკიპროექტი/შვედეთი

აუცილებელი სტატიების ნუსხა

სახელმწიფო

გეოგრაფია

ადმინისტრაციული დაყოფა

დემოგრაფია

ტერიტორიები

ისტორია

წყლის რესურსები

მდინარეები

განათლება

ეკონომიკა

თავდაცვა

სხვა

თარგები

სია შვედი კოლეგებისგან

English Русский Svenska ქართული
en:Sweden ru:Швеция sv:Sverige შვედეთი
en:Midsummer ru:Праздник летнего солнцестояния sv:Midsommar ზაფხულის ნაბუნიობა
Coat of arms Герб Sveriges riksvapen შვედეთის გერბი
Flag Флаг Sveriges flagga შვედეთის დროშა
National anthem Гимн Du gamla შვედეთის ჰიმნი
Politics of_Sweden Государственный строй Svensk politik მაგალითი
Parliament Парламент Sveriges riksdag შვედეთის პარლამენტი
Lands Административное деление Sveriges landsdelar შვედეთის ადმინისტრაციული დაყოფა
Geography География Sveriges geografi შვედეთის გეოგრაფია
Demographics Население Sveriges demografi შვედეთის დემოგრაფია
History История Sveriges historia შვედეთის ისტორია
Economy Экономика Sveriges ekonomi შვედეთის ეკონომიკა
Swedish krona Валюта Svensk krona შვედური კრონა
Culture Культура Kultur i Sverige შვედეთის კულტურა
Religion Религия Religion i Sverige შვედეთის რელიგია
Cinema Кинематограф Svensk film შვედეთის კინემატოგრაფი
Swedish_literature Литература Svensk litteratur შვედეთის ლიტერატურა
Transport Транспорт ტრანსპორტი შვედეთში
Posten AB (stamps and history) Почта (история и марки) Posten (frimärken) ფოსტა შვედეთში
IKEA IKEA Ikea IKEA
Volvo Volvo Volvo
ABBA ABBA Abba აბბა
Church of Sweden Церковь Швеции Svenska kyrkan
Stockholm Стокгольм Stockholm სტოკჰოლმი
Gothenburg Гётеборг Göteborg გეტებორგი
Malmö Мальмё Malmö
Uppsala Уппсала Uppsala უფსალა
Vänern Венерн Vänern ვენერნი
Vättern Веттерн Vättern
Kebnekaise Кебнекайсе Kebnekaise ვენერნი
Lapland Лаппланд Lappland
Baltic Sea Балтийское море Östersjön ბალტიის ზღვა
Greta Garbo Гарбо, Грета Greta Garbo გრეტა გარბო
Astrid Lindgren Линдгрен, Астрид Astrid Lindgren ასტრიდ ლინდგრენი
Ingmar Bergman Бергман, Ингмар Ingmar Bergman ინგმარ ბერგმანი
Björn Borg Борг, Бьорн Björn Borg ბიორნ ბორგი
Roxette Roxette Roxette როქსეტი
Nobel Prize Нобелевская премия Nobelpriset ნობელის პრემია
Gotland Готланд Gotland
Olof Palme Пальме, Улоф Olof Palme ულოფ პალმე
Swedish language Шведский язык Svenska შვედური ენა
H&M H&M Hennes & Mauritz H&M
Zlatan Ibrahimović Ибрагимович, Златан Zlatan Ibrahimović ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Ericsson Ericsson Ericsson ერიქსონი
Viking Викинги Viking ვიკინგები
Swedish Royal Family Svenska kungafamiljen
Monarchy of Sweden Monarkin i Sverige
Ingvarståget (Vikings appeared in Georgia)
Yngvars saga víðförla Ingvar den vittfarnes saga Proof of vikings in Georgia, if you find sorces in Georgia about how they died it would be great for svwp too.
Carl Wilhelm Scheele Carl Wilhelm Scheele
Anders Celsius Anders Celsius ანდერს ცელსიუსი
en:Carl XVI Gustaf of Sweden ru:Карл XVI Густав sv:Carl XVI Gustaf ka:კარლ XVI (შვედეთი)
en:Carl Linnaeus ru:Линней, Карл sv:Carl von Linné
en:Saab Automobile ru:Saab Automobile AB sv:Saab
en:Sveriges Television ru:Sveriges Television sv:Sveriges Television
en:Alfred Nobel ru:Нобель, Альфред sv:Alfred Nobel ka:ალფრედ ნობელი
en:Saint Lucy's Day ru:День святой Люсии sv:Lucia წმინდა ლიუსიის დღე
en:August Strindberg ru:Стриндберг, Юхан Август sv:August Strindberg იუჰან ავგუსტ სტრინბერგი
en:Swedish Social Democratic Party ru:Социал-демократическая партия Швеции sv:Socialdemokraterna (Sverige) ka:შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია
en:Alliance (Sweden) ru:Альянс за Швецию sv:Alliansen ალიანსი შვედეთისთვის
en:Sami_people ru:Саамы sv:Samer საამები