ვენერნი — ტბა შვედეთის სამხრეთ ნაწილში. ფართობი – 5.5 ათ. კმ² (მესამეა ევროპაში ლადოგისა და ონეგის ტბების შემდეგ). სიგრძე დაახლოებით 140 კმ; მაქსიმალური სიგანე დაახლ. 80 კმ, უდიდესი სიღრმე 100 მ; წყლის დონის სიმაღლე 44 მ. წყალშემკრები აუზის ფართობი დაახლ. 48 ათ კმ². ვენერნს უჭირავს ტექტონიკური ღრმული, რომელიც პლეისტოცენური მყინვარებით დამუშავებულ გრაბენს წარმოადგენს. ნაპირები უმეტესად დაბალი და ძლიერ დანაწევრებულია. ბევრია კუნძული. წლის დონის რყევა უმნიშვნელოა.იყინება დეკემბერ–იანვარში, ყინულძვრა – აპრილის ბოლოს, თუმცა ყინულსაფარი არამდგრადია. ტბას ერთვის 30–ზე მეტი მდინარე, რომელთა შორის უდიდესია კლარ–ელვენი, რომელიც კატეგატის სრუტეს ერთვის. ვენერნის ტბა სტოკჰოლმ–გეტებორგის წყლის გზის (გეტა–კანალის) ნაწილია. ტბა სანაოსნოა. დიდი ნავსადგურებია: კარლსტადი, მარიესტადი, ვენერსბორგი.

ტბა ვენერნი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება