კარლსტადი
კარლსტადი (შვედ. Karlstad) — ქალაქი შვედეთში, ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი და ვარმლანდის ლენის დედაქალაქი. 2010 წელს ქალაქის მოსახლეობა 61 685 ადამიანს შეადგენდა,[2] მუნიციპალიტეტის კი 84 885-ს.[3] კარლსტადში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი და საკათედრო ტაძარი.
ქალაქი | |
---|---|
კარლსტადი შვედ. Karlstad | |
ქვეყანა | შვედეთი |
კოორდინატები | 59°23′14″ ჩ. გ. 13°30′35″ ა. გ. / 59.38747111° ჩ. გ. 13.50998000° ა. გ. |
ფართობი | 3043±0.5 ჰექტარი |
ცენტრის სიმაღლე | 64±1 მეტრი |
მოსახლეობა | 67 122 (31 დეკემბერი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 054 |
საფოსტო ინდექსი | 65X XX |
ოფიციალური საიტი | http://www.karlstad.se |
ქალაქი გაშენებულია მდინარის დელტაზე, სადაც შვედეთის უგრძესი მდინარე კლარელვენი შვედეთის უდიდეს ტბას — ვენერნს ერთვის. აქვე მდებარეობს ქვეყნის სიდიდით მეორე ტბის პორტი.
კარლსტადი ხშირად ასოცირდება მზის სინათლესთან, მისი სიმბოლოც სწორედ მზეა. მართლაც, ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მზიანი ქალაქია.
ისტორია
რედაქტირებაქალაქის უდიდეს კუნძულზე, შუა საუკუნეებში მდებარეობდა სათათბირო, რომელსაც ტინგვალას ეძახდნენ. აქ ასევე ფუნქციონირებდა ბაზრობა.
კარლსტადს ქალაქის სტატუსი 1584 წელს შვედმა ჰერცოგმა კარლმა მიანიჭა, რომელიც მოგვიანებით მეფე კარლ IX გახდა. სახელიც სწორედ ამ მეფიდან მომდინარეობს — კარლსტადი კარლის ქალაქს ნიშნავს. ჰერცოგმა ქალაქს ასევე უბოძა რეგიონის მმართველობის ფუნქცია და მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწები.
მანვე ქალაქში საკუთარი სასახლე ააშენა, რომელსაც კუნგსგარდენს უწოდებდნენ (მეფის მამული). 1724–1730 წელს კარლსტადში კრისტიან ჰალერმა კათედრალი ააშენა.
კარლსტადში დაიწყო თანამედროვე შვედეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუტჩი. 1809 წლის 7 მარტის ღამეს, გენერალ-ლეიტენანტმა გეორგ ადლერსპარემ ვარმლანდში დაბანაკებული დასავლეთის არმია კარლსტადის ასაღებად გამოიყენა. ეს კამპანია რევოლუციად შეფასდა და 9 მარტს, მან თავის ჯარისკაცებთან ერთად დედაქალაქისკენ წარმატებული მსვლელობა წამოიწყო, რომელიც მეფე გუსტავ IV ადოლფის დამხობას ისახავდა მიზნად.[4]
კარლსტადის თავზე რამდენიმე დიდმა ხანძარმა გადაიარა. მათ შორის, 1865 წლის 2 ივლისის ხანძრისგან მხოლოდ კათედრალი და რამდენიმე სახლი გადარჩა. ამის შემდეგ, ქალაქი ორთოგონალური გეგმმით აღადგინეს, ხეებით შემოსაზღვრული ფართო ქუჩებით.
1905 წელს, კარლსტადში ხელი მოეწერა ნორვეგიისა და შვედეთის უნიის დაშლას.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებამოსი (ნორვეგია) | |
ჰორსენსი (დანია) | |
ნოკია (ფინეთი) | |
ბლენდუოუსი (ისლანდია) | |
იგევა (ესტონეთი) | |
კარლოვეცი (ხორვატია) |
გალერეა
რედაქტირება-
კარლსტადის კათედრალი
-
კარლსტადი კლარაბორგის ხიდიდან
-
ქანდაკება Sola i Karlstad
-
1865 წლის ხანძარს გადარჩენილი ხის სახლები
-
კარლსტადის თეატრი
-
აღმოსავლეთი ხიდი
-
Carlarnas sluss
-
ეპისკოპოსის სახლი
-
ვარმლანდის მუზეუმი
-
ვარმლანდის მუზეუმის ახალი ნაწილი
-
ტინგვალას საშუალო სკოლა
-
ქალაქის ჰოლი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Statistiska tätorter 2020, befolkning, landareal, befolkningstäthet per tätort — Statistics Sweden, 2021.
- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.
- ↑ Befolkningssiffror för första kvartalet 2010. Domino11.karlstad.se (2010-05-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2011-09-16.
- ↑ Norberg, p. 56-57