კლარელვენი — მდინარე ნორვეგიასა და შვედეთში. სიგრძე დაახლოებით 500 კმ., აუზის ფართობი 11,8 ათასი კმ². არის შვედეთის ყველაზე გრძელი მდინარე. ზემოთში გადის რუგენისა და ფემუნის ტბებში, აჩენს ჩანჩქერებს და ჭორომებს. ერთვის ვენერნის ტბას. საზრდოობს თოვლის წყლით. სანაოსნოა ქალაქ მუნკფორსამდე. მასზეა გაშენებული ქალაქი კარლსტადი.

ლიტერატურა

რედაქტირება