ალიანსი შვედეთისთვის
ალიანსი შვედეთისთვის (შვედ. Allians för Sverige) — შვედეთის ოთხი ცენტრისტული და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის გაერთიანება. კოალიციის ჩამოყალიბებით ცენტრისტებმა 2006 წლის 17 სექტემბერს პარლამენტში გამარჯვება შეძლეს და კოალიციური მთავრობის წევრები გახდნენ. 2010 წლის 19 სექტემბრის არჩევნებზე ალიანსმა მეორე არჩევნებშიც შეძლო გამარჯვება, მაგრამ მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის — შვედი დემოკრატების წარმატების გამო რიქსდაგში აბსოლუტური უმრავლესობით შესვლა ვერ მოახერხა.
ალიანსის წევრები
რედაქტირება- ზომიერი კოალიციური პარტია — ლიბერალური კონსერვატიზმი
- ცენტრის პარტია — „მწვანე ლიბერალიზმი“
- სახალხო პარტია — „მომთხოვნი ლიბერალიზმი“
- ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია — ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული ლიბერალური კონსერვატიზმი.
2006 წლის 17 სექტემბრის არჩევნები
რედაქტირება- ზომიერი კოალიციური პარტია — მიიღო 97 სავარძელი (26,23% ხმა).
- ცენტრის პარტია — 29 სავარძელი (7,88%).
- სახალხო პარტია — 28 სავარძელი (7,54%).
- ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია — 24 სავარძელი (6,59%).
საერთო ჯამში ალიანსმა რიქსდაგში 178 სავარძელი მიიღო (51% საერთო რაოდენობისა).
2010 წლის 19 სექტემბრის
რედაქტირება- ზომიერი კოალიციური პარტია — მიიღო 107 სავარძელი (30,0% ხმა).
- სახალხო პარტია — 24 სავარძელი (7,1%).
- ცენტრის პარტია — 22 (6,6%).
- ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია — 19 (5,6%).
აერთო ჯამში ალიანსმა რიქსდაგში 172 სავარძელი მიიღო 349-დან(49,28% საერთო რაოდენობისა).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Alliance for Sweden — ოფიციალური საიტი
- Official website of the government of Sweden
- Fler i arbete - mer att dela på დაარქივებული 2010-08-20 საიტზე Wayback Machine. - the Alliance's joint manifesto
- Putting Sweden to work - a good deal for all - the budget for 2007 (ინგლისური)