ტრანსპორტი შვედეთში

შვედეთში ტრანსპორტის ყველა სახეობაა წარმოდგენილი.

უმსხვილესი გადამყვანია სახელმწიფო სამგზავრო კომპანია SJ AB, დანიურ-ბრიტანული კომპანია DSBFirst, სატვირთო კომპანია Green Cargo და Tågkompaniet. რკინიგზის სიგრძე ქვეყანაში 11 663 კილომეტრია, ლიანდაგის სიგანე თითქმის ყველგან სტანდარტულია. ტრამვაი დადის გოთენბურგში, ნორჩიოპინგსა და სტოკჰოლმში. მეტროპოლიტენი მხოლოდ დედაქალაქშია. რკინიგზით შესაძლებელია დანიაში (ორესუნის ხიდით), ფინეთსა და ნორვეგიაში გადასვლა. შვედეთში 1967 წლიდან მარჯვენა მხარეს არის მოძრაობა. 2009 წლის მდგომარეობით საავტომობილო გზების საერთო რაოდენობა 572,900 კმ-ია.

ავტომაგისტრალები აკავშირებს სტოკჰოლმსა და გეტებორგს, უფსალასა და უდევალას.

შვედეთს გასასვლელი აქვს ბალტიის ზღვაში და რამდენიმე მძლავრი პორტი გააჩნია.

აეროპორტი ყველა მსხვილ ქალაქშია განლაგებული.

შვედეთის ტერიტორიაზე გადის გაზსადენი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება